"ვოლგას" პრეზიდენტმა "კრასნოდარში" გადაბარგებულ ქართველ ფორვარდს წარმატებები უსურვა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა ავსტრიაში გამგზავრების წინ, სადაც მისი გუნდი შეკრებას გადის, კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. გოიხმანმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ "ვოლგადან" "კრასნოდარში" გადაბარგებულ ოთარ მარცვალაძეზეც ისაუბრა.

"ოთარ მარცვალაძის "კრასნოდარში" გადასვლა - ეს ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ყველაზე მტკივნეული საკითხია. კარგად მახსოვს, როდესაც წელიწადნახევრის წინ თურქულ შეკრებაზე, "ანჟის" შემადგენლობაში ოთარის თამაშის შემხედვარემ რომ ვუთხარი გუნდის მაშინდელ მწვრთნელს ალექსანდრ პობეგალოვს: "აი, სწორედ ასეთი თავდამსმხმელი გვიჭრდება!~ ამის შემდეგ ჩვენ "ანჟის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გავმართეთ და ის ბოლომდე მივიყვანეთ.

ჩვენ კლუბში გამოსვლის პერიოდში მარცვალაძემ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. აქ მას ენდობოდნენ, იყო გუნდის ვიცე-კაპიტანი და სწორედ აქ გახდა პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. შესაბამისად, ჩვენც ჩვენის მხრივ, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ოთარი "ვოლგაში" შეგვენარჩუნებინა, მაგრამ "კრასნოდარმა" იმ პუნქტით ისარგებლა, რომელიც გარკვეული საფასურის გადახდის შემთხვევაში ფორვარდის გადაბირების უფლებას აძლევდა. რა თქმა უნდა, ოთარმა "კრასნოდარის" გადასვლით ფინანსური თვალსაზრისითაც ისარგებლა და არ ვამტყუნებ, ადამიანი ხომ მუდმივად უკეთესისკენ მიისწრაფვის.

მინდა ოთარ მარცვალაძეს წარმატებული კარიერა ვუსურვო. თუკი მას "კრასნოდარში" რაიმე ისე არ აეწყობა, როგორც სურს, "ვოლგას" კარი ამ ბრწყინვალე ფეხბურთელისა და კარგი ადამიანისათვის ყოველთვის ღიაა".

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"