საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. რეგულარულის გამარჯვებული "ქუთაისი" გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერულ გუნდს პლეი ოფის სერიებში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩი დღეს გაიმართა. მიუხედავად დარჩენილი რამდენიმე თამაშისა, დღევანდლამდე არც ერთი წყვილი ცნობილი არ იყო. სამივე შეხვედრა საკვანძო გახლდათ 1-დან მე-8 ადგილების განაწილების საქმეში.

პირველი შეხვედრა სარეკორდო გამოდგა. "მეგამ" უმოტივაციოდ დარჩენილი "ცხუმ-აფხაზეთი" 130:101 (სტატისტიკა) დაამარცხა. 2 გუნდის ქულათა ჯამი სარეკორდოა მიმდინარე სეზონისთვის, ხოლო ინდივიდუალური რეკორდებიდან ცხუმელმა ნოდარ გოგოძემ მოახერხა 38 ქულით უმაღლესი შედეგის დაფიქსირება. აქამდე მიმდინარე ჩემპიონატში 37 ქულა იყო უმეტესი, რაც 2 მოთამაშეს – თსუ-ელ ლოველ ქაბილს და დინამოელ ბენჯამინ ქოლეჯს ჰქონდა დაფიქსირებული.

ამ შეხვედრას "მეგასთვის" ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს ხვდებოდა. თუმცა იმ მომენტისთვის არ იყო გარკვეული, თუ ვინ დაიკავებდა მე-3 ადგილს, რადგან ეს "ბათუმისა" და "ოლიმპის" შეხვედრაში გამარჯვებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა "მეგას" მაინც ეს გზა უჯობდა, რადგან ცხუმ-აფხაზეთთან დამარცხების შემთხვევაში, მე-7 ადგილზე გადიოდა და პლეი ოფის პირველ რაუნდში მეორეადგილოსანს – ან თსუ-ს, ანაც "ქუთაისს" ხვდებოდა.

სჭირდებოდა და "მეგას" მოგების მოპოვება არც გასჭირვებია. პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა, თუმც სუპერლიგაში ადგილშენარჩუნებულმა ცხუმ-აფხაზეთმა სეზონის ბოლო მატჩი ლეგიონერების გარეშე ითამაშა. შეხვედრაში დაცვა მოშლილი იყო და გუნდები ქულებს ბლომად და ნაირგვარი ხერხებით იხვეჭდნენ. საბოლოოდ "მეგამ" იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატი ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა. მისი მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდა, როცა ბათუმში რეგულარულის ბოლო შეხვედრა დასრულდა, თუმცა მანამდე ოლიმპიურ სასახლეში მორიგი მატჩი ჩატარდა, რომელმაც რეგულარულის გამარჯვებული გამოავლინა და მეოთხედფინალის 2 წყვილი შეკრა.

ლაპარაკია თსუ-სა და "ტიტების" დაპირისპირებაზე. გათამაშების ლიდერი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდს ხვდებოდა და რომ მოეგო, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე ასრულებდა და პლეი ოფის პირველ წრეში "რუსთავს" ეთამაშებოდა. წაგების შემთხვევაში კი მეორე ადგილი და მეოთხედფინალში მეტოქედ "ტიტები" ერგებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მატჩი 74:80 (სტატისტიკა) დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. შესაბამისად, მე-8 ადგილზე გასულ "რუსთავს" მეოთხედფინალში რეგულარულის გამარჯვებული "ქუთაისი" შეხვდა, ხოლო თსუ-ს ურთიერთობის გარკვევა "ტიტებთან" მოუწევს.

დაბოლოს, "ბათუმისა" და "ოლიმპის" მატჩი. ორივე გუნდმა იცოდა, მოგების, ან წაგების შემთხვევაში ვის ხვდებოდა. მოგებულს მეტოქედ "მეგა" ერგებოდა, რომლის ძლევის შემთხვევაში ნახევარფინალში თსუ-სა და "ტიტების" გამარჯვებულს ეჯახებოდა. წაგებულს კი პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ "ვერა" ელოდა, რომლის ძლევის შემთხვევაშიც "ქუთაისი" – "რუსთავს" შორის უმჯობესს უპირისპირდებოდა.

შეხვედრა "ოლიმპმა" 79:76 (სტატისტიკა) მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალის დარჩენილი წყვილები კი ასე შეიკრა: "ოლიმპი – "მეგა", "ბათუმი" – "ვერა".

პლეი ოფი 29 აპრილიდან დაიწყება. მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი ოფის ნებისმიერი სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის