თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა, სადაც 8 ივლისს "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში გამოვა
ამ საღამოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა, სადაც 8 ივლისს "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში გამოვა. ნაკრების თავკაცმა ზაზა თურმანიძემ იქ ლამის უცვლელად წაიყვანა ის შემადგენლობა, რომელმაც გამოსვლის უფლება მოიპოვა.

მწვრთნელმა მხოლოდ ერთი იძულებითი ცვლილება გააკეთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ფეხმტკივანი კობა კაკალაძე ილია ხუციშვილით ჩაანაცვლა, სხვა მხრივ კი შემადგენლობა უცვლელია: გიორგი ედიშერაშვილი, ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი (სამივე - 55), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, გიორგი ცუცქირიძე (66), გოჩა ლომთათიძე, გიორგი მარსაგიშვილი, რევაზ ივანიშვილი (74), აჩიკო ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი, ბექა ჭელიძე (84), ელიზბარ ოდიკაძე, ლევან სეთურიძე, დავით ქერაშვილი (96), დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (120).

ბაქოში საკანდელიძე დიდი ექსპერიმენტის მონაწილე გახდება - ტურნირის დამთავრების შემდეგ ის იქვე დარჩება და 10 ივლისს უკვე ბერძენ-რომაელებში იჭიდავებს. ექსპერიმენტი თუ გაამართლებს, მაშინ საკანდელიძე სექტემბერში მსოფლიოს პირველობაზე სწორედ ბერძნულ-რომაულში გაემგზავრება და არა "თავისუფალში", თუმცა ეს უფლება ჯერ მოპოვებული არც ჰქონდა. ასეთი ცვლილების მიზეზი ბერძენ-რომაელთა ნაკრებში მძიმე წონაში შექმნილი საკადრო კრიზისია - აქ ლიცენზიის მოპოვება დღითიდღე სულ უფრო არარეალური ხდება, "თავისუფლებს" კი სამი ძლიერი ფალავანი ჰყავთ - მოძმანაშვილი ევროპის ექს-ჩემპიონია, ბერიანიძე - მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, თავად საკანდელიძე კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მედალოსანია.

თურმანიძისგან განსხვავებით, ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას ბაქოში წასაყვან შემადგენლობაში ბევრი ცვლილერბის გაკეთება მოუწია - ზოგიც ტაქტიკური ჩანაფიქრით (ბაქოში არ წავიდნენ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ზოგიც - ტრავმების, უმთავრესად კი ახალგაზრდული ნაკრების ინტერესთა გათვალისწინებით. საბოლოოდ მისმა გუნდმა ასეთი სახე მიიღო: ლაშა გოგიტაძე, გენადი ქუთათელაძე, ზურაბ მაჭარაშვილი (სამივე - 55), ირაკლი ჭოჭუა, გოგიტა გოგიბერაშვილი, სულხან წულუკიძე (60), მარადი აბულაძე, არჩილ თურმანიძე, მუხრან მაჭუტაძე (66), ოთარ ფევაძე, ილია გულბათაშვილი, მანუჩარ ცხადაია, (74), გიორგი ცირეკიძე მათე სოფაძე, ბექა როყვა (84), ირაკლი ქაჯაია, იაკობ ქაჯაია, ვასილ იმერლიშვილი (96), დიმიტრი ჯავახიშვილი, რევაზ ჭელიძე და საკანდელიძე. (120). თავდაპირველი შემადგენლობიდან ამოვარდნენ ქემალ ხარაბაძე (60), ლაშა ლოლაშვილი (66), მანუჩარ კვირკველია (74), რევაზ ნადარეიშვილი, დავით ჩაკვეტაძე (84), რამინ შაქარიშვილი, სერგო გოგისვანიძე (120). ამათგან ლაშხი და ვლადიმერ გეგეშიძე (84) ამავე უქმეებზე ესპანეთში იჭიდავებენ, კვირკველია კი აგვისტოში პოლონეთში იასპარეზებს.

სამწუხაროდ, "თავისუფალთა" ნაკრებში კვლავაც არ არიან მისი ლიდერები - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) და მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯასო მფლობელი ოთარ თუშიშვილი (66). თუშიშვილი ჯერაც ტრავმებს იშუშებს, გოგშელიძემ ნაოპერაციები მხარი კი მოირჩინა და ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრებაც გაიარა, მაგრამ ლეიბზე ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, არც ისაა გარკვეული, როგორი გეგმით მოემზადება ის მსოფლიოს პირველობისთვის.

ამასობაში ქართულ ჭიდაობაში, შესაძლოა, კიდევ ერთი სიახლე მოხდეს - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონებმა, უფროსებში კი ასევე კონტინენტის ვიცე-ჩემპიონებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) და დავით მარსაგიშვილმა (84) მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა გამოტოვონ. ამ ტურნირზე მათ ივლისის ბოლოს უნდა იჭიდაონ ბუქარესტში, უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატი კი, რომელიც სალიცენზოცაა, სექტემბერში სტამბოლში იმართება. ჯერჯერობით არც მწვრთნელთა საბჭო და არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია შეთანხმებული არაა, ორივეგან იჭიდაონ ახალგაზრდებმა თუ რომელიმე გამოტოვონ.

ივნისში მათ ახალგაზრდებში ევროპის პირველობებიც მოიგეს და შიშობენ, რომ თუ ახლა ბუქარესტშიც გამოვლენ, სტამბოლის მსოფლიოსთვის გადაიღლებიან და კარგად ვერ იჭიდავებენ. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ გვითხრა, რომ არაა გამორიცხული, მათ ორივეგან იასპარეზონ, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ცხადია, უფროსთა სალიცენზიო პირველობას აირჩევენ და ახალგაზრდულ ჩემპიონატს გამოატოვებინებენ. ეს საკითხი საბოლოოდ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება.

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა