საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

სხდომის დასაწყისში სეოკ-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს მოციგურავეების ისტორიული შედეგი მიულოცეს სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანს.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

კერძოდ, ქალების ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის რაოდენობრივი ზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ფაქტორი. ამ თემაზე პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

აღმასკომის წევრებმა აღნიშნეს, რომ მაღალი მიღწევების სპორტში ქალების ჩართულობის დონე არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს, სრულად არ პასუხობს ამ საკითხზე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების რეკომენდაციებს. აღმასრულებელ კომიტეტს მიაჩნია, რომ დაინტერესებული სპორტული სტრუქტურების სერიოზული განსჯის საგნად უნდა იქცეს ის ფაქტი, რომ ქართველ ოლიმპიელთა შორის ქალთა ხვედრითი წილი 2,5-ჯერ დაბალია საერთაშორისო მაჩვენებელზე და დამოუკიდებლობის შემდეგ (მე-7 თამაშები) ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული 40 ოლიმპიური მედლიდან მხოლოდ ერთია მოპოვებული ქალის მიერ. ამასთანავე, პოზიტიურად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ტარდება ძიუდოს, ძალოსნობისა და კრივის ეროვნულ ფედერაციებში ქალების მაღალი მიღწევების სპორტში ჩაბმის მიზნით.

სეოკ-ის აღმასკომი მოუწოდებს ჭიდაობის, ფარიკაობის, მძლეოსნობის, სატანვარჯიშო და საწყლოსნო სახეობებისა და სხვა ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, სპორტულ სტრუქტურებს, გაააქტიურონ საქმიანობა სპორტში ქალების მასობრივად ჩასაბმელად, უზრუნველყონ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში მათი რაოდენობის ზრდა, ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ დაოსტატებას. ეთხოვოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, შეიმუშაონ და დანერგონ ქალთა სპორტში დაკავებული მწვრთნელების წახალისების სისტემა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (24-30 ივლისი, 2022 წ, სლოვაკეთი) მზადების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნულ ფესტივალზე ოლიმპიურ სოფელში ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელად დამტკიცდა სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებსა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ. სეოკ-ის ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებით აღნიშნული იქნა საქართველოს მოციგურავეების წარმატებული ასპარეზობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

აღმასრულებელ კომიტეტზე იმსჯელეს ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 70 წლისთავის აღსანიშნავად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, დაამტკიცეს სეოკ-ის 2022 წლის ბიუჯეტი.

საქართველოში 2017-20 წლებში ოლიმპიური სოლიდარობის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტურობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

რეკომენდაცია მიეცათ სპორტის ეროვნულ ფედერაციებს, სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიური სოლიდარობის იმ პროგრამებში, რომლებსაც სეოკ-ი ახორციელებს, კურსებსა და სემინარებზე მოავლინონ ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრები, ხელი შეუწყონ მათ კარიერულ წინსვლას.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
პარიზში სპორტის ევროპულ მოდელზე იმსჯელეს
საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა
შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციებთან