როცა "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი გადაიბირა, მეორე გუნდის მეკარედ მიიჩნევდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეიძინეს ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი კიპერი გახდა.

მამარდაშვილს დასაწყისში ბედმა გაუღიმა - გუნდის ორი მეკარე ტრავმირებული იყო. თუმცა, მთავარია ისაა, რომ მთავარ მწვრთნელ ბორდალასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მანაც "ხეტაფესთან" "მამარდა" სასტარტოში უყოყმანოდ დააყენა.

პირველივე მატჩში ახალბედა მეკარე მშვენიერი იყო, 4 კარგი სეივი ჰქონდა და ტურის კიპერადაც დასახელდა.

სილესენი მომჯობინდა, თუმცა მაინც მამარდაშვილი თამაშობდა. მალევე 20 წლის გიორგის სანაკრებო დებიუტი (ბულგარეთის წინააღმდეგ 1:4) შედგა...

მეორე შანსი იანვარში, ისევ ნიდერლანდელი მეკარის ტრავმის გამო გაჩნდა, თუმცა "ღამურების" თავკაცი ხაუმე დომენეკს დაეყრდნო. "მამარდა" მაინც დაბრუნდა, კონკურენტს აჯობა და თასის ფინალში გასვლაში დიდი როლი შეასრულა - ბილბაოს "ატლეტიკთან" მშვენიერი იყო.

ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებისა და "ვალენსიას" ლეგენდა სანტიაგო კანისარესის სიმპათიები მოიპოვა. მამარდაშვილს, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, ბორდალასიც მხარს უჭერს და მომავალში უდავოდ დიდი მეკარე უნდა გახდეს.

მომზადებულია Mediatirmpo-ს მიხედვით

მეზღვაური
აბსოლუტურად გეთანხმებით! ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი,რომ ზოგიერთ ქართველთან მუშაობას სჯობს საერთოდ მარტო იყო სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან გემზე! სადაც 4-5 კაციანი ქართველების 'კუტოკი' იკვრება,იქ საქმე შეიძლება წინ ვერ წავიდეს...შეიძლება ამ საიტზე მეზღვაურებიც კითხულობენ კომენტარებს ასე რომ ვიტყვი: ზოგჯერ არც ფილიპინელი,არც ინდუსი და არც სხვა ეროვნების წარმომადგენელი არ გაგიკეთებს ისეთ სიმამაძაღლეს,როგორც შენი თანამემამულე ქართველი! ასე რომ ბოლომდე არასოდეს არ ენდოთ თქვენი ერის წარმომადგენლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ! იგივე მამარდას მაგალითი ავიღოთ,ვიღაც ვითომ ესპანეთში მცხოვრები ქართველები პოსტავენ,რომ მამარდა არ ესალმება ქართველებს თურმე...ჯერ ჩვენ რა ვიცით თქვენ ესპანეთში ხართ თუ სადღაც წყალტუბოდან წერთ კომენტარებს,რაიმე ფოტო-ვიდეო მასალა არსებობს?აქ კლავიატურით აკრეფილი ტექსტი რატომ უნდა დავიჯეროთ? უბედურებაა ზოგს რომ სჯერავს პირობითად ვიღაც შალვა1234-ის სიტყვების,რომ მამარდამ არ მიესალმა თურმე და მერე ტრიპაჩ და გაბლატავებულ ტიპად მოვიხსენიებთ კომენტარებში....სირცხვილიაააა!!!!!მასე მეც დავწერ,თითქოს სამხრეთ კორეაში ვიყავი და ყაზაიშვილმა არ მომესალმა ტრიბუნაზე თქო!!!.....
თემური
არ ესალმება ქართველებს? ის თავის ქართველობას დაამტკიცებს!!! მე არ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ ქართველების ნაწილსგან ჯობს შორს დაიჭიროს თავი, თორემ კარიერას კი არა სახელს გაიფუჭებს, რაც თავისთავად საქართველოსთვის იქნება ცუდი! გამოაქვეყნეთ!
ბექა
სარაგოსაში თამაშობდნენ ერთად და ლიდერები იყვნენ,ეს ლალიგაში თამაშობს პაპუს კარიერა ვეღარ განვითარდა.გული გვწყდება უბრალოდ
Kutaisi
Da rato adarebt am bichs papunashvils ver vxvdebi
ბექა
პაპუნაშვილმა სეგუნდაში მაგრად დაიწყო,ერთ მატჩში ჰეთრიკიც კი შეასრულა,ეხლა სადაც არის კი ვიცით
simartle
თამაშის შემდეგ ქართველებს არც კი ესალმება, შეიძლება ვერ დაინახა მაგრამ თუ ნახა და არ გამოეხმაურა მაგარი უტიფარი ყიფილა. რამოდენიმეჯერ აღნიშნეს უკვე იქ მცხოვრებმა ემიგრანტებმა..
baduri
მამარად ოქრო ბიჭი ხარ, უფალი გფარავდეს... მართლაც საამაყო ბიჭი გვყავს ქართველებს. ისე პაპუნაშვილიც მახსოვს სარაგოსაში რა სტარტი ქონდა??? ჯერ პაპუ იყო და მერე ბორხა იგლესიასი, რამხელა რეგრესი განიცადა გულდასაწყვეტია.
დ
ჩვენი რვაფეხა ბიჭი, შენ შემოგევლე შვილო.
მარი
პაპუნაშვილი რო სარაგოსაში თამაშობდა,მისი თანაგუნდელი იყო ბორხა იგლესიასი და ეხლა ბეტისის ერთ-ერთი ლიდერია
ხომ ერა
ვინ ან რა ვერ დაიჯერა?
ხომ ერა
მართლა კეთილ ზღაპარს გავს და სიმბოლურიც იქნებოდა თასი რომ მოეგო ვალენსიას. თუმცა … თუ კი გიორგი ამ სტატიას და კომენტარსაც კითხულობს, მინდა იცოდეს , რომ უმაგრესი კაცია ! ძალიან ვამაყობთ შენით გიო და მთელი გულით შენთან ვართ! მჯერა, დიდ ტიტულსაც მოიგებს(თუნდაც ვალენსიასთან ერთად) . ლა ლიგის , მითუმეტეს ვალენსიას დონის გუნდში რომ ქართველი მეკარეა ძირითადი - ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა! (მითუმეტეს ჩვენი ჩემპიონატიდან წასული) … ისე ჩვენში დარჩეს და მეკარის გულშემატკივრობა ძალიან რთული ყოფილა :) წარმატებები მამარდ
ვვვ
რით ვერ დაიჯერეს მაგათ კიდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით