ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

Corriere dello Sport: "კვარა" "ნაპოლიში", სავარაუდოდ, ახალ მწვრთნელთან და ახალ ფეხბურთელებთან ერთად

Corriere dello Sport: "კვარა" "ნაპოლიში", სავარაუდოდ, ახალ მწვრთნელთან და ახალ ფეხბურთელებთან ერთად

ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერს იტალიური მედია უკვე განხორციელებულად მიიჩნევს. ნეაპოლურმა გუნდმა სერია A-ს ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, სკუდეტოსათვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, უკანასკნელ ხანს გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და არაა გამორიცხული, სამუშაოდან დაითხოვოს. ცნობისათვის, სპალეტის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება - ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და რობერტო დე ძერბი (შახტარი).

"კორიერე დელო სპორტი" მომავალი სეზონისთვის "ნაპოლის" დაკომპლექტების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მოსწონთ თუ არა, ლორენცო ინსინიეს ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ალბათ, ფარუზი გულიამსაც დაემშვიდობებიან და დრის მერტენსსაც.

გამოცემის ცნობით, ინსინიეს გამოთავისუფლებულ მარცხენა ფლანგზე ადგილს კვარაცხელია დაიკავებს და ადვილად გამოსათქმელად ტიფოზებმა და გაზეთებმა მისი შემოკლებული თიკუნი (კვარა) უნდა მოიგონონ, მხარეები კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ოფიციალურად დადასტურებაღა დარჩა. ეს ნეაპოლურ კლუბს 10 მილიონი ევრო, პლუს, 1 მილიონი ბონუსის სახით დაუჯდება, თავად ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და გასამრჯელოდ 1.5 მილიონს დაუნიშნავს.

დაცვის მარცხენა ფლანგზე წარმოქმნილ სიცარიელეს ურუგვაელი მატიას ოლივეირა (ხეტაფე) შეავსებს. ჯერ უცნობია, დარჩებინ თუ არა გუნდში ალექს მერეტი, კალიდუ კულიბალი და ფაბიან რუისი, რომელთაც ხელშეკრულება გაისამდე აქვთ დადებული. ვიქტორ ოსიმჰენს პრემიერლიგის წარმომადგენლები (მანჩესტერი, არსენალი, ნიუკასლი) ეპატიჟებიან და შეიძლება გაყიდონ.

"ნაპოლი" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს - ჰამედ ტრაორე (სასუოლო), ანტონინ ბარაკი (ვერონა), ანდრეა კამბიასო (ჯენოა) და კრისტიან ასლანი (ემპოლი), მაგრამ ამისათვის საკმაო თანხაა საჭირო და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის გაყიდიან ზაფხულში.

• მამუკა

ამდენი ხანია მოვიხმარ სპორტალს და დღეს პირველად გავიგე ამ სტატიიდან რომ არსებობს ქართული სიტყვა "თიკუნი" ანუ მეტსახელი! :)

• ზურა

წელიწადში,აბა 1,5 მილიონი 5 წელიწადში კი ქონდა რუბინში)))

1,5 მილიონი წელიწადში თუ კონტრაქტის განმავლობაში?

ეგ ტრანსფერი რომ ვერ შედგეს მთელი საქართველო გაგიჟდება :)

• nk

მწვრთნელი თუ წავიდა/გაუშვეს, არაა გამორიცხული კვარას ტრანსფერი აღარ გამოვიდეს. ნუ მერე ალბათ ცოტა უფრო იაფად ვინმე საშუალო დონის გუნდი დიდი სათამაშო დროის გარანტიით წაიყვანს -> რაც ბევრად უფრო გვაწყობს თავდან. თორე ბარსელონას დონის გუნდში მოხვედრის პოტენციალი აქვს, თუმცა იქამდე ჯობს შრომით მივიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა