გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მისი "ვალენსია" "ბეტისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. sportall.ge უფროს "მამარდას", დავით მამარდაშვილს საინტერესო თემებზე ესაუბრა. ოჯახს ჯერ ესპანეთში მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვს. სანამ 3 თვე გავა და მამარდაშვილები ვალენსიაში დაბრუნდებიან, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი "ინტერის აკადემია საქართველოს" მეკარეების მწვრთნელია...

- ესპანეთის თასის ფინალის შეფასებით დავიწყოთ. გიორგის კარგი შეხვედრა ჰქონდა და პენალტების სერიაში მოგერიებასთანაც ახლოს იყო...

- კარგი იქნებოდა, ფინალურ შეხვედრას ოჯახი დავსწრებოდით, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამას ძალიან განვიცდიდით. გიორგი ფსიქოლოგიურად ყველაფერს სათანადოდ გაუმკლავდა, თავი მარტო მყოფადაც არ უგრძვნია, ჩვენი მეგობრები მასთან იყვნენ.

ფინალი, მით უმეტეს, ამ დონის ტურნირის, მარტივი სათამაშო არაა. შესაძლოა, ერთი შეცდომა მთელი კარიერის განმავლობაში გახსოვდეს. გიორგი ჯერ მაინც ახალგაზრდაა, თითოეულ შეხვედრაში გამოცდილებას იძენს.

- ვნახეთ კადრები, რომ გიორგი ხოაკინის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის ვერმოგერიებას განიცდიდა. რა გითხრათ თამაშის შემდეგ?

- მადრიდის "რეალთან" შეხვედრის შემდეგ მეუბნებოდა, რომ სულ ცოტა დაგვაკლდა, "სამეფო კლუბი" დაგვემარცხებინაო. ახლაც მსგავსი ემოციები ჰქონდა და გული სწყდებოდა - შესაძლებელი იყო, შეხვედრის გმირი გავმხდარიყავი და "სამეფო თასი" აღგვემართაო.

- ცოტა წინა პერიოდი გავიხსენოთ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი შემადგენლობაში წონის პრობლემის გამო ვერ მოხვდა. თავად როგორ შეხვდა მაშინდელ ამბებს?

- გაუგებრობა მოხდა. სახლში გიორგის 2 სასწორი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი სასადილო ოთახში. ის კლუბის მიერ შედგენილი კვების რაციონით მოქმედებს. სახლიდან როცა წავიდა, წონის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილი რაღაც შეცდომას ჰქონდა.

არ ყოფილა კლუბის მხრიდან ჩასაფრება, რომ გიორგი ამის გამო დაესაჯათ. პირიქით, შემდეგი შეხვედრიდან ძირითადის კიპერი გახდა. სპორტსმენის ცხოვრებაში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და ეს უთამაშებლობა სამწვრთნელო შტაბის მხრიდან პრინციპული გადაწყვეტილება იყო.

- ესპანური მედია წერს, რომ მამარდაშვილს გამოსვლებსა და ფეხით თამაშზე განსაკუთრებით ყურადღებით ავარჯიშებენ და პროგრესიც სახეზეა...

- ამის შესახებ საუბარი ბენზემას მიერ გატანილი გოლის შემდეგ დაიწყო. მომეწონა, რომ იმ ეპიზოდში გამოსვლა გაბედა. სავარაუდოდ, გოლი მაინც გავიდოდა, სითამამე კი მეკარისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება ფეხით თამაშს - გუნდის სტრატეგიაა, რომ ბურთი თამაშში გრძელი პასებით შევიდეს. მაგალითისთვის, "სიტის" მეკარეს გვარდიოლა საპირისპირო დავალებას აძლევს - თამაშში ხშირად მოკლე პასებით ერთვება.

გიორგი სილესენის გვერდით რომ ვარჯიშობს, ძალიან ბევრს სწავლობს. ამ დონის მეკარესთან გაცილებით თავდაჯერებული ხდები და სწრაფად ვითარდები. ბორდალასს გუნდში დისციპლინა მაღალ დონეზე აქვს აყვანილი.

"ვალენსია" დიდი ოჯახია, კარგი გარემოა. გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად ერთად იყვნენ... რაც შეეხება პენალტების წინ ფინალის კადრს - სილესენი ახსენებდა გიორგის იმ ინფორმაციას, რომელსაც მეკარეები წინა დღეებში იღებენ.

- ესპანელები დღემდე წერენ, რომ დაუჯერებელია, როცა მეორე გუნდისთვის შეძენილი ფეხბურთელი "ვალენსიას" მთავარი კიპერი გახდა. თქვენ და თავად გიორგია ამ ყველაფერს როგორ უყურებთ?

- ფაქტია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, თუმცა, შანსს როცა მიიღებ, ამას გამოყენება სჭირდება, რაც გიორგიმ შეძლო. ჩვენს მენეჯერ ლევან სეთურიძეს დიდ მადლობას გადავუხდი. დაახლოებით 3 თვე გვქონდა მოლაპარაკებების პროცესი. ამის შესახებ გიორგიმ თავდაპირველად არც კი იცოდა. ინტერესი მოსკოვის "დინამოსთან" ევროპა ლიგაზე შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ამის შემდეგ ვალენსიელები ეროვნული ლიგის მატჩებსაც აკვირდებოდნენ.

გიორგის გადაბირება ფრანგულ და ბელგიურ კლუბებსაც სურდათ.

- წინა პერიოდი გავიხსენოთ. გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ "მამარდას" თბილისის "დინამოში" სათანადო შანსი არ მიეცა. რამდენად გწყდებათ გული ამაზე?

- როცა გუნდს დიდი მიზნები აქვს, 19 წლის კიპერზე აქცენტის გაკეთება რთულია, მით უმეტეს, გამოცდილი მეკარეების პირობებში. ჩვენ ვთხოვეთ, "რუსთავში" წავსულიყავით, სადაც გიორგის თამაშის შესაძლებლობა ექნებოდა. ამას "ლოკომოტივში" მაღალი დონის შეხვედრები მოჰყვა.

- გიორგი ლორია ეროვნული ნაკრების გამოცდილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც უცნაურად ეჩვენებათ, ეროვნული ნაკრების კარს "ვალენსიას" მეკარე არ იცავდეს...

- საქართველოს ნაკრებში ჯანსაღი, მეგობრული სიტუაციაა. ვინ ითამაშებს, ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. გიორგის სადებიუტო სანაკრებო შეხვედრა რთული იყო. გამოცდილებასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდება.

- რამდენად აქვს გიორგის თავისუფალი დრო და ახერხებს, კომუნიკაცია ჰქონდეს ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან?

- როცა ოჯახი ესპანეთში ვიყავით, გიორგიმ ჩვენთან ერთად მხოლოდ 2-ჯერ გაისეირნა. არსებობს კოვიდრეგულაციებიც. შესაბამისად, გულშემატკივრებთან კონტაქტი გართულებულია.

ერთ ამბავს გავიხსენებ: როცა "მესტალიაზე" ვიმყოფებოდით, ჩვენთან მოვიდნენ გულშემატკივრები, რომელთაც გვითხრეს, რომ გიორგის პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება, მასზე მოთხოვნა გრანდებიდანაც იქნება და ხუმრობით თქვეს, მთავარია, მადრიდის "რეალში" არ გადავიდეს, მაგას არ ვაპატიებთო.

გია
რასაკვირველია ყველას გვიხარია. მაგის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. ძალიან შრომისმოყვარეა რაც გადამწყვეტი ფაქტორია. ვალენსიაში თუ არა სხვაგან ივარგებდა და საფეხბურთო მწვერვალებისაკენ გაიკაფავდა გზას. ისე მწვრთნელში და საერთოდ მიდგომებში გაუმართლა და ესეც აღსანიშნავია. ბრავო!
მამუკა
ერთადერთი ბარსელონა იქნება გამონაკლისი და რა თქმა უნდა რუსული გუნდები, ყველა 11 ფეხბურთელი ქართველები რომ ჰყავდეთ მაინც
ბიბი
მამარდას ლურჯ ბროწეულისფერი ფორმა მოუხდებოდა, კაი იქნება 2-3 წელში შტეგენი რო შეცვალოს. ახალგაზრდულ ბარსაში მამარდა სასწაული იქნება
ქართველი
მეც ეგრე ვარ სიმონ! HULL-ს თუ ვუგულშემატკივრებდი ნაღდად არ მეგონა!
სოსო
ოღონდ რეალის ძირითადის მეკარე გახდეს და რეალის გულშემატკივარიც გავხდები. რა ვქნა ხალხო,რამდენიმე კლუბის გულშემატკივარი ვარ,ვისი ფეხბურთიც დღეს მომწონს,მაგრამ როცა რომელიმე გუნდში ქართველი თამაშობს,ყველა დანარჩენი უკანა რიგში გადადის.ალბათ თქვენც ასე იქნებით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით