გიორგი შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა მისი გუნდი “ლენოვო ტენერიფე”, წინა მატჩის მსგავსად, ისევ დამარცხდა. 32-ე ტურის მატჩში ტენერიფელები ბილბაოში ადგილობრივ “სურნეს” შეხვდნენ და 79:87 დამარცხდნენ.

თამაში დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს (22:21), დიდ შესვენებამდე კი ეს სხვაობა შენარჩუნდა – 44:43. "ტენერიფემ" ანგარიშში წინ გასვლა მესამე მეოთხედში კი მოახერხა (63:61), მაგრამ დასკვნით პერიოდში "ბილბაომ", მისი დომინიკელი ცენტრის ანხელ დელგადოს შედეგიანი თამაშის წყალობით (27 ქულა, 11 მოხსნა), მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. ქართველმა ცენტრმა თამაში "ტენერიფეს" სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 20:25 წუთში კი 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5-ივე ორქულიანი ჩააგდო, მისი 12 საჯარიმოდან ზუსტი კი 10 აღმოჩნდა. გიორგის, რომლის ანგარიშზე 3 ჯარიმა და 1 დაკარგვაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 ჰქონდა – ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი დელგადოს (44) შემდეგ.

"ლენოვო ტენერიფეს" 19 მოგება და 12 მარცხი აქვს და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი ACB ლიგაში მორიგ შეხვედრას 30 აპრილს, საკუთარ მოედანზე "მანრესასთან" გამართავს.

gbf

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში