დღეს, 29 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-2 წრე დაიწყება. ორი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" ესტუმრება. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა, ბათუმელთა ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ყურადღება (transfermarkt-ზე "ძებნაში" მე-2 ადგილზეა) გაზრდილია. "კვარა" კარგ ფორმაშია და უჩა სოსიაშვილის გუნდის 4-მატჩიან წაუგებელ სერიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ბათუმელებმა გატანა ყველა ტურში შეძლეს. გია გეგუჩაძის გუნდის მატჩებში საშუალოდ 3.3 გოლი გადის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ჯოვინო ფლამარიონი შესანიშნავ ფორმაშია (9 გოლი, 2 საგოლე პასი). სავარაუდოდ, ზურიკო დავითაშვილმა "დინამოში" უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

"თამაზ სტეფანიაზე" შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მე-10 ტურს ქართული კლასიკო დახურავს - ერთმანეთზე ცუდ ფორმაში მყოფი პრინციპული მეტოქეები, ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ურთიერთობას "რამაზ შენგელიაზე" გაარკვევენ.

კახა ცხადაძის გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში არ გაუმარჯვია (მარცხი და 3 ფრე) და მე-4 ადგილს იკავებს. ქუთაისელებს კი, მრისხანე შეტევის მიუხედავად, გოლის გატანა უჭირთ - 9-დან 5 მატჩში ეს საერთოდ ვერ შეძლეს. პირველ წრეში "დინამო არენაზე" მასპინძლებმა 4:0 იმარჯვეს, ახლა კი უფრო დაძაბულ დაპირისპირებას ველით.

შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს და მას არსენ ნონიკაშვილი განსჯის.

ტურის სხვა მატჩები: 16:00 სთ - "გაგრა"- "დილა", "სამგურალი" - "საბურთალო", 20:00 - "თელავი" - "ლოკომოტივი".

შალვა 73
ჩემო ქართველებო, ავია თუ კარგია ეს ჩვენი ჩემპიონატია და ჩვენვე უნდა შევუწყოთ ხელი, გულშემატკივრებმა ქომაგობით, სპონსორებმა ფინანსებით, ფეხბურთელებმა ვარჯიშით და თამაშით, ყველამ ერთად კი საქართველოს და ქართული ფეხბურთის სიყვარულით. ის, რაც იყო წინა ტურებში ბათუმში, წყალტუბოსა და ქუთაისში ეს იყო ქართველების მიერ ერთმანეთის და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ გამოხატული სიყვარული, ერთ რამედ ღირდა სავსე სტადიონის და იმ მომენტის ყურება, როცა ქუთაისში ხვიჩას უხეშად წაქცევის გამო ქუთათურებმა საკუთარ ფეხბურთელს დაუწყეს სტვენა და ყველა მიხვდა რატომაც. მეგობრებო დავანახოთ ჩვენს ავისმსურველს ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთგატანა ქართული ფეხბურთით და შემდეგ გადავიტანოთ ეს ყველაფერი კარგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ საქართველოს და ქართველებს ჩვენ თვითონ და ცხოვრება ნელნელა უკეთესობისკენ წავა. მიყვარხართ ქართველებო და გენაცვალეთ მაგ ქართულ გულში ყველას!!!
შავი კაცი
ტრიბუნები გაივსება და ცეცაძეს ვეღარც ტორპედოს ადმინისტრაცია ვეღარ უშველის რომ ვერ მოიგოს, ვალდებულება აქვთ ქომაგების მიმართ აღებული.. აი თბილისის დინამოს ქომაგები არ ჩანან ტრიბუნებზე და დიდიხანი მოგვიწევს ფიფია ცხადაძეს და ფეხმოტეხილი დინამო თბილისის ყურება... წარმატებები ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს მჯერა თავისას მიაღწევენ და მაგარ გუნდს ააშენებენ!!
slava
ცეცაძეა თუ რაღაცა საერთოდ უფლება არ უნდა ქონდეს ფეხბურთს გაეკაროს.
ტარიელ მაღალდაძე
გაიხარეთ! ქართული კლასიკოსგან დღეს მართლა დიდი ინტერესით ველი! ქუთაისს მით უფრო ცეცაძეს წაგების უფლება არ აქვს, ასეთივე მდგომარობა აქვს ცხადაძესაც! მერედა კლასიკო ყოველთვის თემაა! წარმატებები ორივე გუნდს კარგი და ღირსეული თამაშისთვის, გაიმარჯოვოს უკეთესმა!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს