ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, ლვოვის "კარპატისთან" საპასუხო მატჩი მწარედ დაგვამახსოვრდა...

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, ლვოვის "კარპატისთან" საპასუხო მატჩი მწარედ დაგვამახსოვრდა. უკრაინელებთან შინაც დავმარცხდით, მაგრამ მხოლოდ შედეგს ვინ ჩივის, შესაძლოა ამ მატჩმა კიდევ უფრო მწარედ დაგვამახსოვროს თავი. საქმე ის არის, რომ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ლვოველებთან მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრის მხრიდან ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა ტრიბუნაზე ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ტრიბუნიდან მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა ძალადობაა. ამას ყოველთვის სანქცია მოჰყვება და ისევ ჩვენი კლუბი დაზარალდება.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე... "კარპატისთან" თამაშის მსვლელობისას, გვერდითი მსაჯის ქმედებით აღშფოთებულმა ულტრაფანების ერთმა ჯგუფმა, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ბუნებრივია, ყოველვე ეს მატჩის დელეგატს არ გამორჩენია, ოქმშიც დააფიქსირა და უეფაშიც წარადგენს. შესაბამისად, იმერული კლუბი უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ასცდება.

სხვათა შორის, გამორიცხული არ არის უარესიც - ანუ სტადიონის დისკვალიფიკაცია და ევროტურნირების ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც არ არის გამორიცხული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ვაიგულშემატკივრის ვანდალური საქციელის გამო, შესაძლოა ზესტაფონი ევროტურნირების გარეშე დარჩეს. არა და, იმერული კლუბის მესვეურებმა თანხები არ დაიშურეს, სტადიონი ევროსტანდარტამდე აიყვანეს, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ გუნდს მშობლიურ არენაზე ეთამაშა და ზესტაფონს დიდი ფეხბურთი სწვეოდა.

ახლა კი რა ხდება? ამ ვანდალური ფაქტის გამო, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზესტაფონში ევროტურნირების მატჩები აღარ ჩატარდეს. ამ ვაიქომაგების საქციელი ზესტაფონელმა გულშემატკივრებმაც დაგმეს და ვანდალიზმის წინააღმდეგ მწვავედ გალაშქრება მოითხოვეს.

ბუნებრივია, როცა ასეთი საფრთხის წინაშეა ქართული კლუბი, ძალადობასთან ბრძოლის გააქტიურებაა საჭირო და ამ მხრივ "ზესტაფონიც" გაისარჯა. იმერული კლუბის მესვეურებმა საქმეში სამართალდამცავი სტრუქტურები ჩართეს. როგორც გავიგეთ, უკვე დადგენილია ვანდალიზმის მომწყობი ულტრაფანების ვინაობა და მათ მალე დააკავებენ.ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით.

"კარპატისთან" მატჩის მსვლელობისას მომხდარი ვანდალური ფაქტის გამო, უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ავცდებით. ამ საკითხს უეფაში განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც გვაცნობებენ. იმედი მაქვს, სტადიონის დისკვალიფიკაციას გადავრჩებით. ამ ფაქტმა შესაძლოა ზესტაფონი უფეხბურთოდ დატოვოს. ბუნებრივია, ამან ჩვენი გულშემატკივარი აღაშფოთა და ძალადობის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას ვიწყებთ. ვანდალიზმის გამო შესაძლოა ჩვენი ქალაქი დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩეს, ამას კი ვერავინ აიტანს", - გვითხრა სერგო ფუტკარაძემ.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს