სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გაიმ პლანეტის წლევანდელ პირველობაზე გამოსვლის ბოლო შანსი დაკარგა
სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გაიმ პლანეტის წლევანდელ პირველობაზე გამოსვლის ბოლო შანსი დაკარგა. მორბენალი, რომელიც 9 აგვისტოს 29 წლის გახდება, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ამერიკის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ შეიყვანეს. ამის შესახებ აშშ-ის მძლეოსნობის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ივნისში გაიმ ვერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, რომელიც პლანეტის პირველობის შესარჩევ ტურნირად განიხილებოდა. როგორც გახსოვთ, ტაისონი ფეხის ტრავმის გამო მოიხსნა წინასწარი გარბენებიდან. შესაბამისად, გაიმ ვერ მოახერხა 100 და 200 მეტრზე ინდივიდუალურ გარბენებში საგზურისთვის ბრძოლა.

მაგრამ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო სპრინტერს კიდევ რჩებოდა ესტაფეტის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის შანსი, მაგრამ ასე არ მოხდა. მწვრთნელებმა ტრავმირებული გაის ჩემპიონატზე წაყვანა არ მოისურვეს. მსოფლიოს პირველობა სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში 27 აგვისტოს დაიწყება.

ტაისონ გაიმ 2007 წელს ოსაკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა. იქ მან 100 და 200 მეტრ დისტანციებზე და 4x100 მეტრზე ეტაფეტაში გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს