ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ლევანტეს“ დაუზავდა - 1:1.

გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე „ვალენსიაში“ მე-19 მატჩი შეხვედრა ჩაატარა, ისევ დამაჯერებელი იყო, გულშემატკივრები უმღეროდნენ და სეზონში მეორედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

მან პირველ ტაიმში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. მასპინძლები 27-ე წუთზე დურომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მსაჯმა გაია გააძევა და „ვალენსია“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბორდალასის გუნდი თავს იცავდა და დროის გაყვანისთვის ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო (სეზონში მეორე). კონტრშეტევაზე კარგი შანსი ვასკესმა ვერ გამოიყენა. 77-ე წუთზე შორიდან ბარდის უძლიერესად დარტყმული ბურთი გიორგის კარის ხარიხას მოხვდა, ხოლო 81-ე წუთზე დუარტემ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. გაშვებულ გოლში ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება.

„ვალენსია“ 43 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 მაისს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 35 099 მაყურებელი

ვალენსია - ლევანტე 1:1

გოლები: 1:0 დურო (27), 1:1 დუარტე (81)

გაძევება: გაია (31, ვალენსია)

დ
ეს ვინა გვყავს კაცოოო!!! ჩვენი რვაფეხა. დააკვირდით, რა მოძრაობებს აკეთებს, როცა მასთან პირისპირ გადიან, თან შორი კუთხისთვის ემზადება, თან ფეხს ტოვებს ახლო კუთხეში, სასწაულია ნამდვილი, ასეთი რამეს კეთება ნოიერმა კარგა ხნის შემდეგ აითვისა და დანერგა. ნამდვილად ვამაყობ შენით გიორგი.
ქ. გ.
წარნატებები გიორგის! დაბალი ბურთების დაჭერაზე კარგად ავარჯიშა ვალენსიამ. თავით დარტყმულ ბურთებზე რეაგირებას ადრე უფრო კარგად ახერხებდა. ეტყობა ამაზე ნაკლებად ავარჯიშებენ. უკვე მეორე თამაშში დააგვიანა რეაგირება თავით დარტყმულ ბურთზე. საერთოდ ძალიან კარგად თამაშობს. ყოჩაღ.
ბექა
კვარას დახატავდა ლალიგა
გეგი
გენაცვალე შენ გიორგი,მასე გააგრძელე და არ მოდუნდე მეტი შრომა არ დაგავიწყდეს და არ დაგეზაროს.ბევრი და უსასრულოდ კარგი და უკეთესი თამაში.
სოსო
ლევანტე საგრძნობ უპირატესობას,ჯერ კიდევ თანაბარ შემადგენლობების დროს ფლობდა,მსაჯიც არ იყო თანამიმდევრული და ამის გამო,სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.გიორგის კარისაკენ 17 დარტყმა,სულ მცირე განხორციელდა,5-ს წინააღმდეგ.კარში დარტყმები 7-1 და მაინც ლევანტემ ვერ გაიმარჯვა,არადა ასე მოთამაშე გუნდი,ცოდვაა ლიგიდან გასავარდნად.თავისუფლად შეიძლებოდა 3,ან 4 ბურთი გაეტანათ,გიორგი რომ არ მდგარიყო,კარში.ვფიქრობ სიმბოლურში მოხვდება და უკვე მერამდენედ.ეს თამაში ესპანეთის ჩემპიონატში მე-16 იყო და გადაასწრო გიორგი დემეტრაძეს,რომელსაც ლა ლიგაში,15 თამაში აქვს ჩატარებული.დანარჩენი მატჩები თასზე აქვს ნათამაშები.ერთადერთი ნაკლი,ამ თამაშში,ბურთის შემოტანა იყო.არ ვიცი,შესაძლოა მწვრთნელის მითითება იყო,იმას კი არ ცდილობდა თავისას მიეღო ბურთი,არამედ,მაქსიმალურ სიშორეზე უშვებდა ბურთს.ზოგჯერ იქ,თავისი ფეხბურთელი რომ არც იყო.ასე მგონია,ვალენსიაში მას დიდხანს არ გააჩერებენ და ვალენსია კარგ ფულსაც იშოვის,მისი გაყიდვით.
beqa
საშინელი გუნდია ვალენსია არც საყრდენ ზონაში და არც დაცვაში არაფლად ვარგა
irakli
ჩვენი ლომი
რუსთავი
მომენტები დადეთ ფლიიზ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით