"ვალენსიას", თავის ასაკში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავს, რომელიც 20 მილიონი ევრო ღირს და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. გიორგი მამარდაშვილი, უგო დუროსთან ერთად, "ღამურებისთვის" ამ სეზონში მნიშვნელოვანი სიახლეა. ბიჭი, რომელიც მეორე გუნდისთვის მოვიდა, სასტარტოს უალტერნატივო წევრი გახდა.

გიორგის ყველაფერი აქვს, რომ იყოს მეკარე, რომელიც გუნდს ქულებს მოაპოვებინებს. ის მხოლოდ 800 000 ევრო ღირდა და დიდია შანსი, ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერიც კი გამოდგეს. "მამარდას" კონტრაქტში არის პუნქტი 20 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა ყველაფერი ისე მიდის, შესაძლოა, ეს თანხა ცოტაც კი იყოს.

თუ კიდევ ერთი წელი დაველოდებით, მამარდაშვილი "აფეთქდება" და ევროპული ფეხბურთის კონტექსტში ეს სატრანსფერო თანხაც არაფერია. ახალგაზრდა მეკარე აღფრთოვანებულია, ეს უდავოა და ახლა მას სიამოვნებს ყველა თამაში, სადაც "ვალენსიას" მაისურით გამოდის, მაგრამ ეს გრძნობა სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს - დაინტერესება სხვა კლუბებისგანაც იქნება.

გვინდა ვიფიქროთ, რომ "ვალენსიას" აქვს სხვა იდეა, რომ ნამდვილად აწყობენ მომავლის პროექტს. ისინი გიორგი მამარდაშვილის მსგავსი დიდებული საჩუქრით დასაჩუქრდნენ - მეკარე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა...

მომზადებულია deportevalenciano-ს მიხედვით

გიორგი
რატომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი? აი ამიტომ - ვიღაცამ უცხოეთში შემთხვევით "კოჭებში" თუ არ შეატყო ნიჭი ქართველ ფეხბურთელს, ჩაიძირება ამ მექრთამეობის ჭაობში, მწვრთნელს იმას ამას თუ არ გაუმაზა, ისე არ ათამაშებენ. მერე ვიღაც ვიღაც ფულზე დახამებული 1 მლნ.-ად გაყიდის სადმე, და სულ ეგ არის. როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი? მაგარ ფეხბურთელებს ჩვენ ვერ ვიყიდით ევროპული თასები რომ მოვიგოთ და სპონსორები მოვიზიდით, ნიჭიერები ან კაპიკებში იყიდება ან სადმე კვიპროსის თუ რუსეთის ლიგაში ჩაიკარგებიან და სულ ეგ არის. ა ხო, სახელმწიფოს 300 მლნ-იანი პროგრამების იმედზეა ჩვენი ფეხბურთი, ისიც ხელფას-დანამატებში რომ გახარჯონ
Master
და საიდანც გადავიდა იმას რა?გაკოტრდა და ვარდება ლიგიდან.ფული კი რომანამ ჩაიჯიბა 900 000.მისი აღმზრდელი კლუბი კი კვლავ დიდ გაურკვევლობაშია.წარმოდგენა არ აქვთ რა გააკეთონ.მეორე ხარისხოვანი უკრაინელი და ბელარუსების იმედზეა.ხო კიდევ გაბედავასი.....წარმატებები გიორგი მამარდაშვილს.
ზურა
რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი, ისე მომენტრა ესეთი რაღაცეების კითხვა, რომ დღეს უკვე სამჯერ წავიკითხე ეს სტატია:) წარმატებები მამარდ!!!!
ასეა
დათო-ს ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი. ბედნიერება არის თავისუფლება,რომელიც ჩვენ თავს,ჩვენ თვითონ წავართვით.
მეზღვაური
ალეკსანდრეს- ჯერ დავიწყოთ პენალტებით: ეს არის ერთგვარი skill-ი და ინტუიცია, რაც ყველა მეკარეს არ აქვს მაღალ დონეზე განვითარებული,მაგრამ სულაც არ უშლის ხელს იმაში,რომ ტოპ მეკარე იყოს.მაგალითად ობლაკს და დე ხეას დაბალი მაჩვენებელი აქვთ მოგერიებული პენალტების,არ არიან ამ კომპონენტში ძლიერები,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან!! ზოგს პირიქით მხოლოდ პენალტების skill-ი გააჩნია,მაგრამ სხვა უნარ-ჩვევებშია სუსტი. გიო იმდენად ნიჭიერი და ძლიერია სხვა კომპონენტებში,რომ პენალტების გარეშეც შეუძლია გახდეს მომავალ წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე!. რაც შეეხება თავურებს: ბეტისთან და ლევანტესთან გაშვებული გოლები იყო აუღებელთა კატეგორიის.როგორც იტყვიან ფეხბურთელმა თავით ბადე გახიაო იმდენად ძლიერი და ზუსტი დარტყმა იყო,მითუმეტეს ახლო მანძილიდან,სადაც მეკარის რეაგირების და ბურთის მოგერიების შანსი 0.00005 %-ია ! დინამო მოსკოვთავ მატჩის ჰაილაითები ნახე და მიხვდები,რომ თავურების აღებაშიც არანაკლებ ძლიერია გიო!
რონი
ნუ პროფესორობ. პენლების აღებას ვარჯიში კიარა გამართლება უნდა და ინტუიცია... ახლოდან თავით დარტყმული კი აუღებელ კარეგორიებს მიეკუთვნება. ჯობია სხვა რეკომენდაცია მისცე ;)
დ
აბა თავურების მოგერიებაში ივარჯიშოს არა? მაგარი ხარ რა. რამდენი ვიცინე.
ალეკსანდრე
ძAლიან მაგარი იქნება თუ 11მეტიანების აღებაში მეტს ივარჯიშებს და თავურების მოგერიებაში
დავით
სპორტი სპორტი და სპორტი! რამდენი რამ შეუძლია სპორტს და სპორტში წარმატებას, თუნდაც ინდივიდუალურს. მამარდას გამო ვუყურებთ უმეტესობა ვალენსიას თამაშებს, მამარდას ყველა ნახტომზე ლამის მეც გადავხტე ხოლმე და როგორი ადრენალინი მოაქ ერთ კაცს? რაც მეტი მიაღწევს მსგავს წარმატებას, მით უფრო მეტად გავიღიმებთ ერი და მეტი ბედნიერი მომენტები გვექნება ჩვენც ცხოვრებაში, თორე სპორტის გარდა თუ რამე ჩანს ინტერნეტ ან ტელე სივრცეში ან ინდური სერიალია ან პოლიტიკოსების ჭიდაობა და ერთმანეთის აუტანლობა.

ყოჩაღ გიოს!!! არ მეგონა, თუ იმ პირველ საშინელ და დასანან წარუმატებლობას ასე გადააბიჯებდა და გააგრძელებდა აღმასვლას, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის, არამარტო სპორტში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარმატების მიღწევა, მარცხიც და დაღმასვლაც ღირსეულად უნდა მიიღო! ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ შეუძლია დამარცხებასთან გამკლავებაც და გამარჯვებაც, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს ცხოვრებაში და მიაღწევს თავის მაქსიმუმს!
დათო
…ეს არის ბედნიერება!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით