ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩის მონაწილეები ნიკოლა მაუ და ჯონ ისნერმი ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან
ამ კვირას მიმდინარე ტურნირების მორიგი დღის მიმოხილვას ნიუპორტით ვიწყებთ, სადაც ერთმანეთის მიმართულებით სვლა დაიწყეს ნიკოლა მაუმ და ჯონ ისნერმა - ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩის მონაწილეებმა.

სატურნირო ბადე ისეა შედგენილი, რომ ეს ჩოგბურთელები ფინალამდე არ შეხვდებიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივემ ერთდროულად გააღწიონ გადამწყვეტ მატჩში, უბრალოდ ეს სუფრა ამერიკული ისტორია იქნებოდა - ფინალი და მორიგი თრილერი.

ჯონ ისნერი ამ ტურნირზე განთესვის ლიდერია და პირველ წრეში დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა სლოვაკ კაროლ ბეკთან მატჩში. 63 წუთში მის ანგარიშზე ათი ეისი მოდიოდა, ამასთან ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ნახევარი გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელს კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული.

ნიკოლა მაუს კი უფრო ნაკლები დრო - 51 წუთი დასჭირდა თანამემამულე სებასტიან დეკუდის დამასარცხებლად. ამ უკანასკნელმა, რომელიც დღეისთვის რეიტინგის ასეულში დამკვიდრებას ცდილობს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია უფრო გამოცდილ და ბევრის მნახველ მეტოქეს.

არნო კლემანმა კლასის ხარჯზე აჯობა რაიან ჰარისონს, თუმცა ეს კლასი ვეტერან ფრანგს კარგა ხანია არ უჩვენებია. ამერიკელს ამ შეხვედრაში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. მესამე ნომრად განთესილმა იგორ კუნიცინმა მოულოდნელად ორ საათში წააგო ჯიმი ვანგთან. სხვათა შორის, საუდის არაბეთში დაბადებული ეს ტაივანელი ჩოგბურთელი რეიტინგის მეოთხე ასეულში იმყოფება.

ჰარისონის მსგავსად წააგო კიდევ ერთმა ამერიკელმა, ტურნირის მეოთხე ნომერმა რაიან სვიტინგმა - მას მოუგო მეტიუ ებდენმა, რომელმაც რვა ეისი ჩააწოდა. კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო ნაკლებად ცნობილი ამერიკელის დენის კუდლას გამარჯვება ივო კარლოვიჩთან მატჩში. ხორვატს არ უშველა 24-მა ეისმა, რომელიც მან ორი საათისა და 29 წუთის განმავლობაში ჩააწოდა. ამ გამარჯვებით 18 წლის ამერიკელი გააუმჯობესებს რეიტინგში თავის მდგომარეობას - ამჟამად ის 394-ე ადგილია. დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ, როგორც იქნა, პირველი მატჩი მოიგო 34 წლის ტომი ჰაასმა - გერმანულ დერბიში მან მიხაელ ბერერი დაამარცხა. ჰაასი ამჟამად 728-ე ჩოგანი გახლავთ.

ბუდაპეშტში ქალთა ტურნირზე მოიგო განთესვის ლიდერმა რობერტა ვინჩიმ - 67 წუთში მან მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო ლენა ჟურიკოვას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სლოვაკ ჩოგბურთელს გამოცდილ იტალიელზე მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ 11 შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. ვინჩიმ ათი ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გარდასახა მოგებულ გეიმში და ამ უცნაურ მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.

კიდევ ერთმა იტალიელმა, მეორე ნომერმა სარა ერანიმ უპრობლემოდ მოუგო მაგდალენა გოჟნიას. სანდრა ფოგელმა ორ მძიმე პარტიაში სძლია პეტრა მარტიჩს, ევა ბირნეროვამ კი ათი ორმაგი შეცდომის მიუხედავად დაამარცხა ტურნირის მეოთხე ჩოგბურთელი ლუსი ჰრადეცკა, რომელსაც უფრო მეტი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მოულოდნელობები არც ბაშტადის ქალთა ტურნირს აკლდა, თუმცა აქ ფავორიტებმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიარეს პირველი წრის ბარიერი.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ბევრი იწვალა ფრანგი ალიზ კორნეს წინააღმდეგ. დანიელმა ჩოგბურთელმა თავის მოწოდებაზე შვიდი გეიმი წააგო, სამაგიეროდ ცხრა ბრეიკი გააკეთა. რთული დასათვლელი არ არის, რომ მეტოქეებმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ოთხჯერ იმარჯვეს, აქედან ფრანგის წილი ერთი გეიმი იყო, რასაც მან ცხრა ორმაგი შეცდომა დაუმატა.

ტურნირის მეორე ნომერ ფლავია პენეტას ასევე რთული მატჩი ჰქონდა ოლივია როგოვსკას წინააღმდეგ, თუმცა ის უფრო სტაბილური იყო საკუთარ მოწოდებებზე და ცხრა ეისი ჩააწოდა. ასე რომ, იტალიელს ვოზნიაცკიზე უკეთესი სტარტი გამოუვიდა.

საკუთარი პუბლიკა გაახარა სოფია არვიდსონმა, რომელმაც თითქმის ორი საათი მოანდომა ანდრეა ჰლავაჩკოვას დამარცხებას, 20 წლის ანა ბრაჟნიკოვამ კი საათზე ნაკლებ დროში წააგო ანგელიკ კერბერთან. ანა შვედეთის სახელით გამოდის ფედერაციის თასზე.

საინტერესო მატჩი იყო ესპანელ მარია ხოსე მარტინეს სანჩესსა და მიქსტში უიმბლდონის ჩემპიონ ივეტა ბენეშოვას შორის. მაგრამ აქ ბრძოლა არ შედგა, რადგან ესპანელმა მხოლოდ ორი გეიმი გაიმატა ჩეხი ჩოგბურთელისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში