რუსეთის მოქმედ ჩემპიონი ყაზანის "რუბინში" ლაშა სალუქვაძე ერთადერთი ქართველი აღარ არის...

რუსეთის მოქმედ ჩემპიონი ყაზანის "რუბინში" ლაშა სალუქვაძე ერთადერთი ქართველი აღარ არის. როგორც გავიგეთ, ამ კლუბში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ავთანდილ ბრაჭული ჩაირიცხა. ცნობისთვის, ბრაჭულმა, რომელიც პირველი ლიგის კლუბ "დუშეთში" გამოდიოდა, ივლისში "გაგრასთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ მალევე "რუბინის" ვარიანტი გამოჩნდა და რუსეთს მიაშურა.

ბრაჭულმა 19-წლამდელთა ნაკრებში ბოლოს მაისში, ბელარუსში გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა, სადაც ჩვენმა ჭაბუკებმა იქაური თანატოლები ორჯერ - 2:0 და 6:0 დაამარცხეს. ქართველ ცენტრალურ მცველთან ყაზანელებმა გააფორმეს კონტრაქტი ფორმულით - 6 თვე პლუს 3 წელი. შესაბამისად, მიმდინარე სეზონს ბრაჭული "რუბინის" დუბლშემადგენლობაში გაატარებს.

მას შანსი ეძლევა, შესაძლებლობები წარმოაჩინოს და ხანგრძლივი კონტრაქტი დაიმსახუროს. ბრაჭულის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო აგენტმა რევაზ ჩელებაძემ დაგვიდასტურა. მანვე მოგვცა საშუალება, "რუბინის" ახალწვეულის კომენტარი ჩაგვეწერა:

"ყაზანში ტესტირება რამდენიმე დღე გაგრძელდა. ვარჯიშების გარდა, საკონტროლო მატშიც გამომცდეს. ის თამაში 1:0 მოვიგეთ, სასტარტოში ვიყავი და ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ვითამაშე. მატჩს "რუბინის" მთავარი შემადგენლობის თავკაცი ყურბან ბერდიევიც ესწრებოდა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, მწვრთნელებმა შემაქეს. ჩემი აქ დარჩენა უკვე გადაწყვეტილია... ლაშა სალუქვაძეც ვნახე. მისი ტრავმა სერიოზული ეგონათ, მაგრამ არაფერია, საბედნიეროდ, მალე მწყობრში იქნება".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა