ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნი ექლსტოუნი, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ
ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნი ექლსტოუნი, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. გერმანიის პროკურატურა ბრიტანელ მილიარდერს კორუფციაში ბრალდებას წაუყენებს.

ამჟამად გერმანიის პროკურატურა იძიებს ბერნი ექლსტოუნის მიერ ფონდ CVC Capital Partners-თვის ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მიყიდვის საქმეს. სწორედ გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა იპოვნეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჭაღარათმიანმა ბრიტნელმა 50 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადასცა ადვოკატ გერჰარდ გრიბკოვსკის. სწორედ ამის გამო აპირებენ გერმანელები ბერნისთვის კორუფციაში ბრალდების წაყენებას.

კომერციული უფლებების გადაცემა 2005 წელს შედგა, როცა გართულდა ურთიერთობა ფორმულა 1-ის გუნდებსა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას შორის. ექლსტოუნი მაინც დარჩა სათავეში - ის ხელმძღვანელობს კომპანია Delta Topco-ს, რომელიც ფლობს ფორმულა 1-ს, ხოლო თავის მხრივ, ამ კომპანიის მფლობელია ფონდი CVC Capital Partners. პირადად ბერნის ეკუთვნის ფორმულა 1-ის აქციათა ხუთ პროცენტზე ოდნავ მეტი, ამასთან, სერიის აღმასრულებელი დირექტორია.

გერჰარდ გრიბკოვსკიმ, რომელიც კორუფციასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში იყო დადანაშაულებული, უკვე გარკვეული პერიოდი გაატარა ციხეში. მას ადანაშაულებენ ავსტრიის ბანკებში 50 მილიონის განთავსებაში და სწორედ ამ თანხიდან არ გადაიხადა მან გადასახადები. ახლა პროკურატურა ცდილობს ამ პროცესს დაუკავშიროს ექლსტოუნის პიროვნება. თავად ბერნი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა.

"უკანონო საქციელი არ ჩამიდენია, ამიტომაც არ მესმის, რა ბრალდება შეიძლება წამომიყენოს პროკურატურამ, - ამბობს ექლსტოუნი. - გამოძიების დროს ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან ითხოვდნენ და მუდმივად ვთანამშრომლობდი გერმანიის პროკურატურასთან. ასე რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი პრობლემა არ არსებობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს