საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და Junior NBA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის დედაქალაქში 2 ქართველი მოზარდი მასშტაბურ კემპში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ამასთან ერთად, მასშტაბურ და პოპულარულ ღონისძიებაში მონაწილეობას მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე და ნბა-ს ერთ-ერთი ამბასადორი ზაზა ფაჩულია იღებენ. ქალაქი რომი, 3-დან 8 მაისის ჩათვლით, Junior NBA-ს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის კემპს უმასპინძლებს, რომელშიც აღნიშნული რეგიონების 25 ქვეყნის 13-14 წლის ასაკის 60 ბიჭი და გოგონა მიიღებს მონაწილეობას.

კემპი ჩატარდება იტალიისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო კომპლექს Stella Azzura-ში, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად Junior NBA-ს ლიგებში მონაწილე მწვრთნელებიც არიან მიწვეულნი. ლიზი ტიალაძესთან და საბა ტატანაშვილთან ერთად რომში გაემგზავრა საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე. კემპის ფარგლებში ვარჯიშებსა და სემინარებს ჩაატარებენ ნბა-სა და WNBA-ს ყოფილი ვარსკვლავები და მწვრთნელები: ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ რადმანოვიჩი, რონი ტურიაფი, ანასტასია კოსტაკი. კემპის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის სემინარებს ჩაატარებს ნბა-ს ყოფილი მწვრთნელი რაიან სანდერსი.

„მოუთმენლად ველი ამ ბანაკში გამოვლენილ ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს ჩვენი რეგიონიდან, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ. – ასეთი ინტენსიური საკალათბურთო გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება, რადგან ისინი კალათბურთის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადიან.”

„მოხარულნი ვართ, ვუმასპინძლოთ 60 გამორჩეულ ახალგაზრდა ბიჭს და გოგონას ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან რომის Stella Azzurra-ს კომპლექსში, – თქვა NBA-ს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკალათბურთო ოპერაციების ასოცირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ნილ მაიერმა. – Junior NBA EME Elite Camp-ი უნიკალურ და საინტერესო შესაძლებლობას აძლევს ჩვენი რეგიონის მოთამაშეებს, იასპარეზონ უცხო ქვეყნების თანატოლებთან ერთად და გამოცდილი მწვრთნელებისგან შეითვისონ ის, რაც მათ მომავალში საკუთარი კარიერის განვითარებაში დაეხმარებათ”.

გარდა საკალათბურთო ვარჯიშებისა, ჩატარდება აღმზრდელობითი სემინარები გუნდური მუშაობის პრინციპებთან, ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 28 ქვეყნიდან 2021-22 წლებში Junior NBA-ს ლიგებში 37 000-ამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

GBF

bokinio
დისლაიკი რატო? ზაზაზე მაგარი ვინ გვყავდა ნბაში? თუ პოლიტიკაში რო არ ჩაერთო იმიტომ არ გიყვართ?
დ
შემოგევლე ზაზა, მაგარო კაცო!!!
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ