ნიკა გელაშვილი იმედოვნებს, რომ "დაჩიასთან" საშინაო მატჩში "ზესტაფონი" სოლიდური ანგარიშით იმარჯვებს
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილი მაისის ბოლოს, სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა, თუმცა მწყობრში მალე ჩადგა, "ზესტაფონს" ავსტრიაშიც გაჰყვა და იქ ჩატარებულ ბოლო ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლიც გაიტანა.

გელაშვილი ფეროელთა ერთ-ერთი ლიდერია და მისი დაბრუნება გუნდის შემტევ პოტენციალს უთუოდ გააძლიერებს. მას ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე შევეხმიანეთ.

- როგორ ვითარებაში მიიღე ტრავმა?

- საერთოდ არავინ შემხებია, ისე დავიჭიმე კოჭის მყესები. გარკვეული დრო გამიცდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მდგომარეობა საგანგაშო არ აღმოჩნდა და ახლა უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

- ხომ არ არის ტრავმის განმეორების საშიშროება?

- არა, რადგან ვარჯიშის განახლება არ მიჩქარია, უბრალოდ, მალე გამოვჯანმრთელდი. დეტალური გამოკვლევები ჩამიტარეს და დაადგინეს, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს. დიდ მადლობას ვუხდი "ზესტაფონის" ფიზმომზადების ახალ მწვრთნელ ივან ვუჩეტიჩს, რომელიც ჩემს მდგომარეობას დიდი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა და ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა შემიდგინა.

- დღეისთვის უკვე მზად ხარ 90 წუთის სათამაშოდ?

- იმის მიუხედავად, რომ ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვარ, ფიზიკურად კარგად მოვემზადე და სრული მატჩის ჩატარება უკვე შემიძლია. 13 ივლისისთვის, ანუ "დაჩიასთან" პირველი შეხვედრისთვის უკვე კარგ კონდიციებში ვიქნები. მიხარია, რომ "ზესტაფონის" ლაზარეთი ცარიელდება, ჩემ გარდა ხომ ზაალ ელიავა და ალექსი ბენაშვილიც გამოჯანმრთელდნენ.

- ავსტრიულ შეკრებაზე "ზესტაფონმა" მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

- თავიდან იმას გავუსვამ ხაზს, რომ ავსტრიაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დებიუტს კარგ ფორმაში მყოფი ხვდება. ურიგოდ არც ერთი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. ამხანაგური მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მთავარია, თამაშიდან თამაშამდე გუნდმა უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, რასაც, ვფიქრობ, თავი წარმატებით გავართვით. მხოლოდ ერთი შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ეს მატჩი შეკრებაზე ბოლო იყო, რაც უდავოდ მიუთითებს "ზესტაფონის" პროგრესზე.

ამას გარდა, კლუჟის "უნივერსიტატიას" დამარცხებით საკუთარი ძალების რწმენაც გაგვიძლიერდა. ყოველთვის კარგია, როცა ოფიციალურ მატჩს მოგებული ამხანაგური უძღვის წინ. თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლია და მიხარია, მოედანზე დაბრუნებიდან ასე მოკლე ხანში რომ შევძელი გატანა. მთლიანობაში, შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ვეთამაშეთ ძლიერ გუნდებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ევროტურნირებზე ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია.

- "ზესტაფონს" ევროთასებზე ასპარეზობის საკმაო გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს. ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხში ხომ არ გაქცევთ?

- რაღა დაგიმალოთ და, ყველა ვღელავთ, ჩვენ ხომ საქართველოს ჩემპიონები ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თამაშის დაწყებისთანავე ყოველგვარი წნეხისგან გავთავისუფლდებით და ჩვენს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ.

ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა სცე და არც "დაჩიაა" ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ გვწამს, ამ ბარიერის გადალახვის ძალა შეგვწევს. შეკრებებზე მასზე ძლიერ გუნდებთან ვატარებთ სპარინგებს, სადაც დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ამას გარდა, წინა წლებში ევროთასებზე "დაჩიაზე" არანაკლებ გუნდებთან გვითამაშია და წარმატებებისთვისაც ხშირად მიგვიღწევია.

- მედიისთვის "დაჩიაზე" ცნობების მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს ხომ არ აქვს მეტოქეზე რაიმე ინფორმაცია?

- სამწუხაროდ, "დაჩიაზე" ბევრს ვერაფერს მივაკვლიეთ, მხოლოდ გადმოცემით ვიცით, როგორი სტილის გუნდია. ცნობების ნაკლებობაზე ბევრს არ ვნერვიულობთ, ამ წყვილში აუცილებლად უძლიერესი გაიმარჯვებს და მჯერა, ეს "ზესტაფონი" იქნება. ევროტურნირებზე დიდი მიზნები გვაქვს და ვალდებულები ვართ, ეს ეტაპი გადავლახოთ.

- პირველ მატჩს "ზესტაფონი" შინ ატარებს. ამას თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა?

- ბევრი ამბობს, რომ პირველი შეხვედრის გამართვა სტუმრად სჯობს, მაგრამ ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. შეიძლება უკეთესიც იყოს, პირველად ზესტაფონში რომ ვითამაშებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივართა ენერგიული მხარდაჭერით სოლიდური ანგარიშით გავიმარჯვებთ და კიშინიოვში კომფორტული უპირატესობით გავემგზავრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

state
ტსოპე.... შენ დაჩიას გულშემატკივრობ ალბათ? მჯერა ზესტაფონის... მიუხედავად იმისა რომ ზესტაფონი თვალითაც არ მინახავს:))) თუ მოიგებთ ვნახავ და ფორმასაც ვიყიდი!:) დაამტკიცეთ ბიჭებო რომ ყველაფერი ტბილისით არ მთავრდება!
stankevicius
აბა მიდი შენი იმედი გვაქც ყველას მთელს საქართველოს
Burton
tsope, სად დაინახე ცხვირის აწევა? რადგან გამარჯვების სჯერათ? მდაა გელაშ, დაჩიას უნდა შეუგდო :)
tsope
ამას უკვე ცხვირი აქვს აწეული. ეგრე ვერ მოიგებ. თუ გუნდიც მასე ფიქრობს, წასულია ზესტას საქმე. დაჩია სერიოზულად ემზედება, ყოველმხრივ ემზადება და ამათ თავდაჯერებულობას აუცილებლად გამოიყენებს. უკვე ნათელია ზესტა გამოვარდება.
akaki
გელაშვილო მაგარი კაცი ხარ მიაწექი და მაქსიმალურად დაიხარჯე :) მერე ნაკრებში მოხვედრაც აღარ გაგიჭირდება :)
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...