ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"არმია" ჯგუფში, "სოხუმი" საკვალაფიკაციოში

"არმია" ჯგუფში, "სოხუმი" საკვალაფიკაციოში

წელს ევროჩელენჯში მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლები გუნდების უცხოელი კალათბურთელებით გაძლიერებას აპირებენ
ქართულმა კლუბმა ევროპის საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 2002 წელს ითამაშა - თბილისის "დინამომ" ევროპის "ჩელენჯ ქაფზე" ჯგუფში აზერბაიჯანული "ნტდ დევონისა" და უკრაინული "ხიმიკის" წინააღმდეგ იასპარეზა და პლეი ოფში გავიდა, სადაც ასევე უკრაინულ "აზოვმაშთან" ორივე მატჩის ჯამში დამარცხდა...

მას მერე ქართულ კლუბებს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშიათ. რუსთავის "ენერჯიმ" 2007 და 2008 წლებში ევროჩელენჯზე ორჯერ იასპარეზა, თუმცა ამერიკელი ლეგიონერები ოფიციალურ მატჩებამდე ერთი კვირით ადრე დაიმატა და საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი ერთხელაც ვერ დაძლია. არადა, ჯგუფში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს - გუნდს ერთბაშად ექვსი მატჩის ჩატარება უწევს - სამის შინ, სამის - სტუმრად.

2008 წლის შემდეგ პირველად სწორედ 2011-12 წლების სეზონში გამოთქვა ორმა ქართულმა გუნდმა ევროჩელენჯზე თამაშის სურვილი: ქვეყნის ჩემპიონმა "არმიამ" და მეოთხეადგილოსანმა - "სოხუმმა". ამ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა კლუბებმა 16 ივნისამდე გადაიხადეს და მას მერე ველოდებით ტურნირში მონაწილეთა რაოდენობისა და შეჯიბრების ფორმატის გარკვევას.

ვიდრე წილისყრა კარს არ მოგვადგა ევროჩელენჯის ორგანიზატორებმა ტურნირის შესახებ სიახლეები არ გამოაქვეყნეს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო - ნათქვამია. ასე რომ, ევროთასების წილისყრამდე ერთი დღით ადრე გაირკვა ქართული კლუბების ბედი ევროჩელენჯზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს გუნდებს ევროპის ტურნირებზე არცთუ მაღალი რეიტინგი აქვთ. ამის მიზეზია ევროთასებზე ქართველთა წარუმატებელი გამოსვლა.

ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი, "არმია" რიგით მესამე ევროშეჯიბრებაში ევროჩელენჯზე დაუშვეს (ევროთასსა და ევროლიგაზე ასპარეზობის უფლებას დამსახურება უნდა). თუმცა, ისიც კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯზე საკვალიფიკაციო ეტაპის გაუვლელად ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

მასთან ერთად ჯგუფურ შეჯიბრებაში მოხვდნენ: "ანტვერპენი" (ბელგია), "ოსტენდე" (ბელგია), "კერავნოსი" (კვიპროსი), "გოვერლა" (უკრაინა), "ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი), "ხიმიკი" (უკრაინა), "ერდინე" (თურქეთი), "გოტინგენი" (გერმანია), "პო ორტეზი" (საფრანგეთი), "ნიტრა" (სლოვაკეთი), "ტელეკომი" (გერმანია), "პარდუბიცე" (ჩეხეთი), "ტურკ ტელეკომი" (თურქეთი), "რუანი" (საფრანგეთი), "კლუჟი" (რუმინეთი), "ოლდენბურგი" (გერმანია), "ლეიდენი" (ჰოლანდია), "ფუენლაბრადა" (ესპანეთი).

მივიღეთ 19 კლუბი, რომლებიც ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ. მათ ამავე ეტაპზე დაემატება ის რვა გუნდი, რომელიც ევროთასის შესარჩევ ეტაპს ვერ დაძლევს. ევროთასისთვის ითამაშებენ "არტლანდი" (გერმანია), "აზოვმაში" (უკრაინა), "ოსტენდე" (ბელგია), "ბეშიქთაში" (თურქეთი), "პროსტეხოვი" (ჩეხეთი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "ცედევიტა" (ხორვატია), "მონსი" (ბელგია), "შალონი" (საფრანგეთი), "ეთა ენგომი" (კვიპროსი), "გრან კანარია" (ესპანეთი), "ლე მანი" (საფრანგეთი), "ნორჩოპინგი" (შვედეთი), "აკადემიკი" (ბულგარეთი), "კარსიკაია" (თურქეთი), "სანკტ პეტერბურგი" (რუსეთი).

ამ 16 გუნდიდან საუკეთესო რვაეული ევროთასზე ითამაშებს, ხოლო დამარცხებული რვა გუნდი ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. 19+8=27. მივიღეთ ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მოასპარეზე 27 კლუბი, რომლებსაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ხუთი გუნდი დაემატება. ხუთი ადგილისთვის კი 10 მსურველია: "სოხუმი" (საქართველო), "ტრაისკირხენი" (ავსტრია), "მინსკ 2006" (ბელორუსი), "ატომერომუ" (უნგრეთი), "ტამპერე" (ფინეთი), "სპარტაკ პრიმორიე" (რუსეთი), "ენისეი" (რუსეთი), "შოლნოკი" (უნგრეთი), "კრასნიე კრილია" (რუსეთი) და "ტრიუმფი" (რუსეთი).

როგორც მიხვდით, ევროჩელენჯის წლევანდელ გათამაშებაში სულ 32 კლუბი ჩაერთვება, რომლებიც ოთხგუნდიან რვა ჯგუფად გაიყოფა. თითო ჯგუფიდან საუკეთესო ორეული მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა, შემდეგ იქნება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი...

დღეს, ძნელია ქართული კლუბების ძალისა და პოტენციალის განსაზღვრა, რადგან არც "სოხუმისა" და არც "არმიის" ლეგიონერების ვინაობა არ ვიცით, თუმცა როგორც კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, ძლიერ უცხოელებს ჩამოიყვანენ და პირველ ჯგუფურ ეტაპზე აუტსაიდერები არ იქნებიან.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი გეტყვით, რომ ევროთასების წილისყრა დღეს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება, გუნდებს ჯერ ევროჩელენჯზე გაანაწილებენ, შემდეგ - ევროთასზე, ბოლოს - ევროლიგაზე. ამ პროცედურას ესპანური ქალაქი ბარსელონა უმასპინძლებს. წილისყრას ქართული კლუბების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა

რატიშვილი ბაქოში გაასამებს

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს