ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოს“ დაუზავდა - 0:0.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მე-20 მატჩი ჩაატარა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს ქულა მოუპოვა. ის ზედიზედ მეორედ დაასახელეს "მატჩის მეფედ", Whoscored-მა კი მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა.

შეხვედრა მთლად სანახობრივი ვერ გამოდგა, უხეში იყო, გიორგიმ პირველ ტაიმში ორი შეცდომა დაუშვა, თუმცა გოლი არ გაუშვია. მან ორი რთული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. 56-ე წუთზე ინიაკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მისი დარტყმული ბურთი ქართველმა ფეხით მოიგერია. 90+3-ე წუთზე ინიაკიმ ისევ დაურტყა ბურთი, ამჯერად თავით, გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ "მამარდამ" საოცარ ნახტომში არ დაანება გატანა. ბოლოს ბასკები შტურმზე გადავიდნენ, "ვალენსიას" კარი ხარიხამ გადაარჩინა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 მაისს „ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

ბილბაო. „სან მამესი“. 41 091 მაყურებელი

ბილბაო - ვალენსია 0:0

გაძევება: გილამონი (90+7)

ზემოთ კომენტარი გააფუჭა ქვემოთამ!
G.LA-ს-ს
შენც აქ ცხოვრობ, ალბათ, თუ მისი ყველა კომენტარი წაიკითხე.
თენგაბი
კომენტატორმა იმდენჯერ ახსენა მამარდა, ალბათ მთელი ვალენსიას ფეხბურთელები ერთად აღებული ვერ მივიდოდა ახლოს. მსოფლიო დონის მეკარედ ყალიბდება. წარმატებები!
G.LA-ს
სტატია არ არის შენ რო კომენტარი არ გააკეთო...რა იყო ადამიანო აქა ცხოვრობ?

ასე თუ გააგრძელა, ვეჭვობ ვალენსიამ შეძლოს მისი შენარჩუნება.
nika
კი, გამოცდილება აკლია და იმედია მოუმატებს დროთა განმავლობაში. თუმცა ფაქტია, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს და ბევრს აღემატება უკვე
გეგი
დისლაიკების დამწერის საყურადღებოდ,ძალიან შურიანი ხარ და ეგ შური დაგახრჩობს და გაგანადგურებს.ასე ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვებაში და იქნები სულ გაბოროტებული.პკ.
ABCABC
ხო რა ეს პლეიერი რა გახდა, არც ლეპტოპიდან არის შესაძლებელი წესიერად ყურება
მადრიდისტი
მსოფლიო დონის მეკარეა,არ გამიკვირდება ვალენსიაში წლის საუკეთესო ფებურთელად რომ დაასახელონ!
Anz
კარიდან გამოსვკაზე და ფეხით თამაშზე ბევრი უნდა იშრომოს. მეჩვენება რომ ნერვიულობს. ასაკი მაინც თავისას შვება. ახლა ბოლო ტურებში მაინც არაფერი წყდება ვაკენსიასთვის და ჯობს თამაშით სიამოვნება მიიღოს. დაიკიდოს და მოდუნდეს და ყველაფერი იდეალურად იქნება
ქართველი
კარის ხაზზე მაგრად დგას და რეაქცია ფანტასტიური აქვს.. აი ეს გამოსვლქზე თამაში უჭირს თითქოს თავდაჯერება აკლიაო.. და სპორტალ თქვენ კიდე მიხედეთ ამ ფლეიერს რა :) მობილურით შეუძლებელიანუყურო წესიერად
G.LA
ბრავო მამარდას. ამან მომავალ წელსაც თუ ასე გააგრძელა , ვალენსია ვერ შეინარჩუნებს. ვალენსია ვერ მოასწრებს მომავალ წელს ისე დაწინაურდეს, რომ ასეთი მეკარე შეინარჩუნოს.
სოსო
გიორგიმ პირველ ტაიმში ორჯერ ერთი და იგივე ტიპიე უხეში შეცდომა დაუშვა:პირველად კარში დარტყმული ბურთი,რომელიც მიწიდან აისხლიტა და ხელში უნდა დაეჭირა,ვერ დაიჭირა,მკერდზე მოხვდა და უკან გამოუვარდა,ბურთი მეტოქეს მიუვიდა და ძალიან სახიფათოდ დაარტყა,მაგრამ გიორგიმ მოიგერია,მოგერიებულზე კვლავმეტოქემ დაასწრო სხვებს და კარში ვერ გადაგზავნა,თუმცა ისედაც თამაშგარეში აღმოჩნდა.მეორედ მიწაზე დაცემული ბურთი კარიდან გამოსულს,თავზე გადაახტა,თუმცა თითებით მაინც მისწვდა და ცოტა გვერდზე გადააგდო,საიდანაც უკვე მცველებმა აღარ დაანებეს,მეტოქეს დარტყმა.კარის ხაზზე, გიორგი უბრალოდ ბრწყინვალე იყო,პირისპირ გასვლაც დიდებულად მოიგერია,მეორედაც დაასწრო თავდამსხმელს და პირისპირ გასულს,ბურთი აართვა,თუმცა თამაშგარე დააფიქსირეს..ვალენსიას პირველი ტაიმის მიწურულს,დაცვის ლიდერი პაულისტა დაუშავდა,საკაცით გაიყვანეს და თუმცა შემდეგ თავისი ფეხით,მაგრამ კოჭლობით გავიდა,მაგრამ მატჩის ბოლოს,უკვე ყავარჯნებით იყო.ისე ცუდად დაეცა,ვიფიქრე,მორჩა,კოჭის მყესები დაიწყვიტა მეთქი,თუმცა მთლად კრიტიკულად მგონი არ უნდა იყოს საქმე.გაიაც ხომ დისკვალიფიცირებული ჰყავთ და პაულისტას ნაცვლად შესული უკანასკნელი მცველი,ისე ცუდად ჩაერთო თამაშში,რომ პირველივე შეხებაზე გასაფრთხილებელი იყო,თუმცა მსაჯმა დაზოგა.საბოლოო ჯამში,მან მაინც მოახერხა ორი ყვითელის მიღება და თამაში კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს.გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.ეს უკვე მერამდენეა და და თუ ასე განაგრძო,ვინძლო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდეს.
რა მაფიაა?
ფლეშსკორის ვერსიით მატჩის საუკეთესო მამარდა იყო
გეგი
გენაცვალე გიორგი,ასე გააგრძელე არ მოდუნდე სულ შრომაში იყავი.რა მაგარია ხალხო მატჩის მეფედ დასახელდა უკვე ზედიზედ მეორედ თუ ზუსტად მახოვს.უდიდეს წარმატებას გისურვებ,ეს ერთი და სხვა უთვალავიიი!!!
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა