რეგიონული ლიგის ფინალისტთა ვინაობას რუსთავსა და ჭიათურაში პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები არკვევდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებულებს, "რუსთავსა" და ჭიათურის "მათეს", პირველ მატჩებში პოზიტიური შედეგი ჰქონდათ დაფიქსირებული, რაც წყვილებში ფავორიტთა საერთო წარმატების შანსს ერთიორად ზრდიდა.

"რუსთავს" ქვემო ქართლის დედაქალაქში ფოთის "კოლხი რაინდებმა" დიდი ბრძოლა გაუმართეს და საათის თავს ანგარიში საყაიმოც გახლდათ. პირველი მატჩიც ფოთში ფრედ, 14:14 დასრულდა. კოლხებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ფრთა თემურ მიკოლაიჩუკის ლელოთი, რომელიც მგეზავმა ლევან ბარკავამ გარდასახა, ტაიმის მოგებაც მოახერხეს - 7:5. მასპინძელთა რიგებში გარდაუსახავი ლელოთი მარბიელმა ზუკა ციცქიშვილმა ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "რუსთავი" ბურჯ გიგა გულორდავას ლელოთი (ამ ჯერზეც გარდაუსახავი) პირველად დაწინაურდა. კოლხთა მგეზავმა ბარკავამ ჯარიმით ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, რის შემდგომაც სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და თან თავი ირაკლი სასანიას გუნდის ხარისხიანმა მწირმა მარქაფამაც იჩინა. ქვემოქართლელებმა ტემპს უმატეს, სივრცეზე ოვალი დროულად, ეფექტურად გაშალეს და მატჩის ბოლო 20 წუთში კოლხებს 3 უპასუხო ლელოც დაუდეს. კახა უჩავას შეგირდთაგან თავი ჯერ ფრთა გიორგი მინდორაშვილმა და შუამარბმა ალექსანდრე ტურაშვილმა გამოიჩინეს, ზუკა ციცქიშვილმა კი შესრულებული „დუბლით“ საკუთარი გუნდის გამარჯვება დააფიქსირა – 29:10. აღსანიშნავია, რომ სეზონის წინ შექმნილი რუსთაველთა ახალბედა კოლექტივი ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

ჭიათურაში ადგილობრივმა "მათემ" მატჩის ბედი "ივერიელს", ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. პირველი შეხვედრა ზემოიმერლებს თბილისში 13:7 ჰქონდათ მოგებული და საერთო უპირატესობის გამყარებას გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭები პირველივე წუთებიდან დაეშურნენ. "მათე" მეტოქეს სტატიკაშიც აღემატებოდა, ხაზშიც უკეთ ირჯებოდა, რასაც პირველ ნახევარში მარბიელ თემურ შეყრილაძის, შუამარბ ნიკა მაჭარაშვილისა და ბურჯ გიორგი ასანიძის გატანილი ლელოები მოჰყვა. ვაჟა პაიჭაძის შეგირდები კი შუამარბ გელა ფოლადიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას გამორჩნენ და შესვენების წინ მასპინძლებს 16 ქულით ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმში მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა. მართალია, სტუმართა მხრიდან ლელოს დადება მხტომელმა გიორგი ცინცაძემ და მარბიელმა გიორგი მაისურაძემ მოახერხეს, თუმცა ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირეს. პირველი მატჩის მსგავსად, ლელოს გატანა "მათეს" მგეზავმა ნიკა კობიაშვილმა ამ ჯერზეც შეძლო. მასპინძელთა შუამარბმა ჯუმბერ ყვავაძემ კი ქომაგი ეფექტური არეკნით მოხიბლა – 32:18.

რეგიონული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ზონების გამარჯვებულები "რუსთავი" და "მათე" პირველი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. დებულების თანახმად, ფინალი ნეიტრალურ მოედანზე მომავალ უქმეებზე გაიმართება. შეხვედრის ლოკაციასა და ზუსტ თარიღს სრკ-ის საშეჯიბრო კომიტეტი უახლოეს დღეებში განსაზღვრავს.

Georgian Rugby

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა