საქართველოს ჩემპიონს კენჭისყრამ ფუტსალის უეფას თასის პირველ ჯგუფურ ეტაპზე არცთუ ძლიერი მეტოქეები შეახვედრა
გუშინ, 6 ივლისს ფუტსალის უეფას თასის პირველი ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა მოეწყო. ეს ტურნირი თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონი "იბერიაც" მიიღებს.

ჩვენების ჯგუფი ასე გამოიყურება:

1. "იბერია სთარი", 2 "სლოვ მატიკი" (სლოვაკეთი), 3 "მაპიდი" (ბელარუსი), 4 - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული.

"იბერია სთარი" გასულ სეზონში პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორ ამჟამინდელ მეტოქეს შეხვდა: "სლოვ მატიკს" 3:1 მოუგო, მინსკის "მაპიდს" კი - 6:4. არადა, ბელარუსებთან თავიდან 1:4-ს აგებდა და მატჩის ბედი ბოლოსღა შემოატრიალა.

"კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვა ჯგუფში ერთად მოხვდნენ ესპანური და რუსული კლუბები, ჩვენთან კი ასეთი გრანდები არ არიან. ასე რომ, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ", - გვითხრა "იბერიას" უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა იური სოლოდოვნიკმა.

ტურნირი თბილისში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაიმართება, ქართულმა მხარემ მატჩის დღეებად 27, 28 და 30 სექტემბერი შეარჩია.

"იმედი გვქვს, რომ რომელიმე ქართული გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, რომლის მატჩებიც 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ასეთ შემთხვევაში ფუტსალისა და ევროპის ლიგის მატჩები ერთმანეთს რომ არ დაემთხვეს, აჯობებს, ამ დღეს ფუტსალელებმა დაისვენონ", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა