ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უეფას 46-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

უეფას კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს გასული წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც კონგრესმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა.

უეფას გადაწყვეტილებით, 2024-28 წლებში ჰეთ-თრიქის სოლიდარობის და განვითარების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 21 პროცენტით იზრდება. ამრიგად, თითოეულ ასოციაციას 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 17 მილიონი ევროს მიღება შეუძლია. პროგრამა მხარს უჭერს უეფას წევრ ასოციაციებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში.

უეფას კონგრესს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო და უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან ერთად სიტყვით მიმართა 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს. კონგრესის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქალთა ფეხბურთის მნიშვნელობას და ჩართულობის ზრდას.

უეფას კონგრესის ჩატარებამდე, 10 მაისს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის კალენდარი დამტკიცდა. გარდა ამისა, აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის და ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების განახლებული რეგლამენტი დაამტკიცა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ უეფას კონფერენს ლიგის 2023 წლის ფინალურ შეხვედრას პრაღა უმასპინძლებს.

უეფას მომდევნო, 47-ე კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, ლისაბონში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს