საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერია გაიხსნა. თსუ-სა და “ოლიმპის” წყვილის სერიის პირველ მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გამარჯვება დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილ ოლიმპელებს დარჩათ, რომლებმაც ბოლო პერიოდში იდეალური კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად – 86:75 გაიმარჯვეს.

ნათქვამია, რომელი გუნდიც მე-3 პერიოდს იგებს, გამარჯვებაც იმას რჩებაო. ამან დღევანდელ მატჩში არ გაამართლა. უნივერსიტეტელებმა მე-3 ათწუთეული 28:16 მოიგეს და 10-ქულიანი ჩამორჩენა 7-ქულიან ლიდერობად აქციეს, თუმცა ბოლო პერიოდში “ოლიმპმა” სადავეები დაიბრუნა და გამარჯვებამდე მივიდა. ბოლო პერიოდის წინ თსუ 64:57 იგებდა და გამარჯვებამდე ბევრი არ აკლდა, თუმცა დავით როგავას გუნდმა დაცვაში თამაში გამოასწორა, ხოლო შეტევაში მრავალფეროვანი არსენალით ხეირობდა.

გარდამტეხ ეპიზოდში "ოლიმპმა" გუნდურად ითამაშა, თუმცა გამოსარჩევია ილია ლონდარიძის შედეგიანობა, რომელსაც უკანა ხაზიდან მხარს გივი ბაქრაძე და კახა ჯინჭარაძე უმაგრებდნენ. ოლიმპელებმა ჩამორჩენა მალევე გააბათილეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. დაცვაში იმდენად აკურატულები იყვნენ, რომ ოლიმპელებმა ბოლო პერიოდში პირველი ჯარიმა დასრულებამდე 2 წუთით ადრე მიიღეს. თსუ-ს ვერ უშველა ლოველ ქაბილმა, რომელსაც მხარი ვერ აუბეს როგორც ლეგიონერებმა, ისე ადგილობრივმა თანაგუნდელებმა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, თსუ-ს შანსი არ მისცემია.

გამარჯვებულებს 33 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელმაც 14 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა და სარგებლიანობის ინდექსის 40 ერთეულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. 16 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულით, 10 პასით და 4 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრა 19 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა 13 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. დღესვე აიღებს სტარტს მეორე ნახევარფინალური სერია “ქუთაისსა” და “ბათუმს” შორის.

GBF

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს
თსუ-მ “ტიტებს” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეუწყვილდა