„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ 27 წლის ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის ყიდვა უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ 27 წლის ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის ყიდვა უნდა. პრემიერლიგის ჩემპიონებს სწამთ, რომ „ინტერის“ ნახევარმცველი საუცხოო შენაძენი იქნება. სერ ალექს ფერგიუსონის მარჯვენა ხელმა, „იუნაიტედის“ მთავარი გუნდის მწვრთნელმა, რენე მიულენსტინმა თქვა:

„ახალი პოლ სქოულზი არ არსებობს, როგორც არ არსებობს ახალი როი კინი, მაგრამ უესლი სნეიდერზე უკეთესს ნამდვილად ვერავის ვიყიდით. მე „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმდენი ხანია ვმუშაობ, რომ გუნდის სტრუქტურასა და მოთხოვნილებებს კარგად გავეცანი. გარწმუნებთ, „იუნაიტედს“ შემადგენლობის გადახალისება სჭირდება და თუ გუნდის საჭიროებასა და შეგულებული ფეხბურთელების თვისებებს გავაანალიზებთ, ყველას სნეიდერის ყიდვა აჯობებს“.

ვესლი სნეიდერსა და „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ. ამბობენ იმასაც, რომ „ინტერს“ ძალიან მოსწონს თანხა, რომელზეც, თითქოსდა, არის ლაპარაკი — 35 მილიონი ფუნტი ანუ 39 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ვარსკვლავი „სან სიროზე“ 2009 წელს „რეალიდან“ გადავიდა და ორი სეზონის წინ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ეგრეთწოდებული „ტრებლიც“ მოიგო — იტალიის ჩემპიონის გახდა, თასსაც დაეუფლა და ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.

მიულენსტინი თავადაც ჰოლანდიელი გახლავთ. ის 47 წლისაა, „იუნაიტედში“ სულ პირველად 2001 წელს მივიდა და ყმაწვილთა გუნდს ჩაუდგა სათავეში. 2005-06 წლებში მან მანჩესტერელთა რეზერვისტები გაწვრთნა, თუმცა, შემდეგ დანიაში წავიდა და „ბრონგბიუს“ უხელმძღვანელა. 2007 წლიდან ის კვლავ „ოლდ ტრეფორდზე“ მუშაობს — როგორც მოგახსენეთ, ამჯერად, უკვე პირველი გუნდი აბარია. მან დასძინა:

„სნეიდერი დიდი მორბენალი არ გახლავთ, მაგრამ ბურთს ორივე ფეხით იმორჩილებს და არტყამს. მას თამაშის გაძღოლა და ბურთის ნებისმიერ წერტილში გადაგზავნა შეუძლია. ვფიქრობ, ის დიდებულად შეავსებს ანსამბლს, რომელშიც შედიან ერნანდესი, რუნი, პარკი, იანგი, ვალენსია, ნანი და გიგზი. სხვა საქმეა, რომ დღეს ვერ გეტყვით, გამოუშვებს თუ არა მას „ინტერი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა