"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობებასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ნეაპოლური გუნდის თავკაცს calcionapoli24 ციტირებს:

"კვარაცხელია? გენიალური ფეხბურთელი ავიყვანეთ. ეს ძლიერი მოთამაშეა, კვალიფიციურია, შეზღუდულ სივრცეში კარგად შეუძლია მოქმედება. ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოედანზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შესანიშნავია არჩევანის გაკეთებაში. ასეთი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ყოფნა მწვრთნელს უნდა. ბევრს დარბის, აქვს სისწრაფე, ტექნიკა, გოლების გატანა ეხერხება".

დავითი
რამ დაბოღმა ეს ხალხი ასე...ჩვენისთანა ბედნიერი....
Winter
რეალისტი არა, ჩასაფრებული უფრო. რადგან სხვამ არ გაამართლა კვარაცხელიაც არ გაამართლებს, რა ლოგიკაა ეგ? იმათაც ეგრე უჭერდით მხარს, ერთი თამაშის ჩავარდნის მერე დედას აგინებდით და მოტივაციას უკარგავდით, ზოგმა ტრავმა მიიღო, ზოგს აღარ ეყო მოტივაცია ან შრომა დაეზარა. თქვენ რას აკეთებთ ლანძღვის მეტს? იმის მაგივრად რომ მოტივაცია მისცეთ. ელოდებით როდის დაუცდება ფეხი ნიჭიერ ადამიანს. რეალისტი კი არა წარუმატებელი, სხვის უბედურებას მოწადინებული ერი ხართ. პატრიოტიზმი არაფერს შუაშია აქ. საერთოდ არ ვთვლი თავს გადაჭარბებულ პატრიოტად, უბრალოდ ნიჭიერ ადამიანებს ვაფასებ!! და ჩასაფრებული არ ველი მათ უკუსვლას
დიმო
ქინქლაძე, არველაძე, ქეცბაია... ამათი თაობის მერე ხვიჩასნაირი ტალანტი არ გვყოლია!
odala
ვიღაცამ უნდა ამოუყაროს ამ ხალხს საკუთარი კომენტარები, სადაც ისინი იგივეს წერდნენ ანანიძეზეც, ჭანტურიაზეც, არაბიძეზეც, ჩაკვეტაძეზეც, მჭედლიძეზეც და კიდევ მრავალზე. ნაკრებში თამაშები აქვს ოქრიაშვილს ჩატარებული, კვარაცხელია ახლოსაც ვერ მივა. და რა?? რომელმა ითამაშა საშუალო დონის ფეხბურთიც კი? რატომ გიკვირთ რეალისტი ხალხის პესიმისტური კომენტარები? თქვენგან განსხვავებით ბევრს ახსოვს რა იყო გუშინ და ანალიზის უნარიც აქვს, ფსევდო-პატრიოტიზმისგანაც შორს არის და ამბობს იმას რასაც ფიქრობს და არა იმას რაც ყურს სიამოვნებს. პატარა კაცებს კიდევ ამის გაგება და მით უმეტეს მიღება უჭირთ.
odala
კომენტარის პათოსი კარგია, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს. ეგ არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და შეეგუეთ განსხვავებული აზრის არსებობას. შენს მესიჯში საკვანძო სიტყვა არის 'სამართლიანად' (გავაკრიტიკოთ სამართლიანად). ამ სიტყვის არსი კიდევ სხვა და სხვაგვარია და დაუტოვეთ ადამიანებს მისი ინტერპრეტირების უფლება. ვიღაც თვლის რომ სამართლიანად აკრიტიკებს და ან მიიღეთ ან გაატარეთ. ისევე როგორც საქართველოს სიყვარული თუ ეროვნული ინტერესი ვიღაცას ესმის ისე, ვიღაცას ასე და მოღალატეები არ უნდა ვეძახოთ ერთმანეთს, არა თუ ახლო ურთიერთობებში, პოლიტიკაშიც კი.
las
გამორჩეული ნიჭის პატრონია. დარწმუნებული ვარ მსოფლიოს აალაპარაკებს.
Herbst
ჰეითერები აყიყინდნენ, სპალეტიმ რა იცის კაცო. ამათმა უკეთ იციან. დარწმუნებული ვარ ეს ის ხალხია, მძიმე ტრავმებს რომ უსურვებდნებ ხვიჩას ფეისბუქ კომენტარებში და დაფარული სახელებით. ალბათ რა ბედნიერები იქნებიან რამე რომ დაემართოს და ცუდად წავიდეს მისი კარიერა. რუსებიც მაგაზე ოცნებობენ და აქაც რომ ჰყავთ თანამოაზრეები. ყველა ნიჭიერ ადამიანს ჰყავს ჰეითერი და ეგ ნორმალურია მაგრამ ბოროტებას ყოველთვის პასუხს გავცემ. რუსკი კარაბლს გაჰყევით, არ გადაუხვევია დანიშნულების ადგილიდან! :დ

მე სერიოზულად ვამტკივებ რომ კვარამ მაყურებელი დააბრუნდა სტადიონებზე, პირადად ვარ ამის მომსწრე. მაგრამ შენ სერიოზულად წერ გუშინ დინამოზე ანშლაგი რატომ არ იყოო? გუშუნ დინამო თბილისი ეთამაშებოდა საბურთალოს და კვარა რა შუაშია?
Thomas
ჩელეს ვინმემ უთხარით რომ გუშინ დინამო თბილისი საბურთალოს ხვდებოდა და ანშლაგი მაგიტომ არ იყო. კვარა არ თამაშიბს დინამო თბილისში. თბილისი რომ ბათუმს შეხვდა ანშლაგი იმიტომ იყო, რომ კვარა თამაშობდა(ბათუმში). ხალხი კვარამ დააბრუნათქო ვინც ვწერთ, ვიცით მაინც რომელ გუნდში თამაშობს. ასე პრიმიტული ახსნა ყოფილა საჭირო. ანუ გუშინ ანშლაგი ვერ იქნებოდა, რადგან კვარა თბ.დინამო საბურთალოს თამაშზე ვერანაირად მოხვდებოდა მოედანზე :)))))
ჩელე ს
კვარამ დააბრუნა მაყურებელი და ანშლაგი მაშინაა, როცა კვარა თამაშობს, გუშინ რანაირად იქნებოდა ანშლაგი, სად იყო კვარა თბ.დინამო საბურთალოზე :დ საქართველოს დონეზე თუა მარტო მაგარი, ესპანელებს და შვედებს ვერ ეთამაშებოდა თანასწორად და უკეთესად. აშკარად ვერ აღიქვამთ მოვლენებს, არ ღირდა პასუხის მოწერა, მაგრამ მაინც ვწერ, იქნე გაიგოთ. ალბათ შვედეთს რომ დუბლი გაუტანა იმ დღეს რა ცუდად იქნებოდით. აქ რუსების მიერ მოსყიდულ მცველებზე წერდით და მერე უცებ ესპანელებს და შვედეთს გაუტანა ხვიჩამ :)) თქვენი კომენტარიდან ჩემი ფავოროტი ნაწილია, რომ ამბობთ კვარამ ხალხი დაბრუნდა მოედანზეო, იმიტომაც იყო გუშინ ანშლაგი დინამოზეო:)) დინამო თბილისში გგონიათ ალბათ კვარა, რას ვიზამთ. მაგ სტადიონზე როცა ითამაშა ანშლაგიც იყო და მის გამო მაყურებელი მოედანზე გადავიდა. პირადად მე რომელ თამაშსაც დავესწარი სრული ანშლაგი იყო და 80% კვარას გამო მოსული. ნეტა რას გიხსნით :))))))
გიზოგ
გუნდში 11 ფეხბურთელი თამაშობს და მეტი ერთ ფეხბურთელს რა უნდა შეექმნა?
ჩელე
მოკლედ არ ღირს ჩვენთან განსხვავებული აზრის გამოთქმა კვარას მიმართ. მერე რა რომ საბურთალოსთან,ბოლნნისთან, დინამოსთან ვერ იყო შთამბეჭდავი,აგერ დღეს ლოკო ჩადის ბათუმში და ჩაატარებს ე.წ. კვარას შოუს და დაიწყება და დაიწყებააა.....ისე კვარა მართლა მაგარია, ოღონდ ჩვენი ჩემპიონატის დონეზე..............ხო კიდევ, კვარამ მაყურებელი დააბრუნაო, ვითომ სერიოზულად რომ ამტკიცებდით--იმტომაც იყო ალბათ ანშლაგი გუშინ დინამოზე.
მორიელს
:-) ესაა კრიტიკა?! შალვა ნათელაშვილის დონის კრიტიკაა, რით ასაბუთებ რომ ღირებული ვერ შექმნა? რას ითხოვ ხვიჩასგან? 4 გოლი შეაგდო, სულ დაძაბულია დაცვა მის წინააღმდეგ,უხეშიბასაც არავინ არიდებს თავს და რამოდენიმე ყვითელი ბარათიც მიიღეს მის წინააღმდეგ. ბურთს თითქმის არ კარგავს, ორთაბრძოლას არ ერიდება, უბურთოდ ბევრს მოძრაობს, რას ითხოვ ამ ბიჭისგან?რამე პირადულია?
მორიელს
ერთხელ თუ მაინც გაქვს ხვიჩას თამაში თავიდან ბოლომდე ნაყურები ბათუმის დიანმოს შემადგენლობაში? თუ ფლეშსკორზე ადევნებ თვალს?
მორიელო
შენ რომ წარუმატებელი და დანგრეული ცხოვრება გაქვს ხვიჩას ბრალი არარის…
ილია
შენ რომ "თეგეტაში" მუშაობდე და "მერსედესმა" გითხრას 2 თვეში ჩვენთან იმუშავებო.. თეგეტაში ძველებური ენთუზიაზმით გააგრძელებ მუშაობას ? ))

ესაა თქვენი ცივილური კრიტიკა? სულ ცოტა ხანია რაც საქართველოს ჩემპიონატში გადმოვიდა უკვე ოთხი გოლი გაიტანა, გამოაცოცხლა ეგ მკვდარი ჩემპიონატი, იტალიური პრესა ყოველ დღე მასზე წერს და მეტი რა უნდა ქნას თქვენ რომ მოგეწონოთ? წინა კომენტარში ზუსტად თქვენნაირებზე ვსაუბრობდი. ცივილიზაცია სად არის აბა? ადეკვატური ანალიზი გააკეთეთ მისი თამაშის? კერძოდ რომელ ასპექტში აქვს ჩავარდნა? ესპანელ მცველებს ვერ გასცდა თუ შვედებს? თუ ბოლნისის ყანა მოედნიდან მალე რომ გაიყვანეს, იმას უთვლით ჩავარდნად? გირჩევთ გააკეთოთ ანალიზი, სტატია დაწეროთ და სპალეტის გაუგზავნოთ, იქნებ იმდენად კარგად გამოგივიდეთ გადაიფიქროს ნაპოლიმ აყვანა :)))
ვაჟა მასწავლებელი
შეეშვით მორიელს. ის კრიტიკისგან შორსაა - მხოლოდ იკბინება! ხვიჩას აცალეთ იტალიაში ჩასვლა და ვარაუდების მაგივრად - მერე იაქტიურეთ!
ზურა
ხვიჩა ქინქლაძის მერე ალბათ ყველაზე დიდი ტალანტია და ყველაზე დიდი იმედი. ნუ ესეთი იყო ყენიაც და ალბათ ტრავმა რომ არა ძაან მაღალ დონეზე გავიდოდა, ჩაკვეტაძეს ჯერ არ ჩამოვწერ იმედია გიო კიდე გაგვაკვირვებს. მაგრამ ამათთან შედარებით კვარა უკვა ძაან წინ წავიდა, ტოპ ლიგის ლიდერ გუნდმა იყიდა და მისი მწვრთნელი იღვრება კომპილენტებით, რას იღვარძლებიან და იწყევლებიან ნამუსი არ აქვთ საერთოდ!
მორიელი
კრიტიკა ვერ აგიტანიათ და ცივილიზაციას გაიძახით
მორიელი
როგორი გენიალურია, ბათუმის დინამოში ვერაფერი შექმნა ღირებული და იტალიაში რა გამოუვა? საშუალოზე დაბალი იქნება რა
გოგა
მასეთებს ბოღმა ახრჩობთ და ჩაიხრჩობიან მანდ მთელი ცხოვრება, მშვენივრად იციან ნაპოლში და სპალეტიმ ვინც იყიდეს
Lasha
ბოდიშით დისლაიქზე ხელი მიმიხვდა.

თვითონ სპალეტი აქებს კვარაცხელიას და ამბობს ძლიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვიმატებთო. ამ დროს კლავიატურას ამოფარებული ქართველების კომენტარები: ბოლნისს ვერ გაუტანა და სერია ა ში გაიტანს? საბურთალოსთან ცუდად ითამაშა, გაგრას და ტორპედოს თუ გაუტანა დიდი ამბავი, მესამე ლიგაში გაანათხოვრებენ და ასე შემდეგ... დაფიქრდით ხალხო რას წერთ. თქვენი წარუმატებელი ცხოვრება კვარაცხელიას ბრალი არ არის. თუ მხარის დაჭერა არ შეგიძლიათ საერთოდ არაფერი დაწეროთ ჯობია. ისედაც დაძაბული სიტუაციაა ქვეყნაში და ერთი რაღაც მაინც გვიხაროდეს ერს განურჩევლად პოზიციისა, და ერთ რამეზე მაინც გვქონდეს საერთო აზრი, რომ კარგია ტოპ ჩენპიონატში შენი ქვეყნის ტალანტი რომ იქნება, და მხარი უნდა დაუჭირო, გააკრიტიკო მაგრამ სამართლიანად, ასევე ერთი ჩავარდნილი თამაშის გამო არ უნდა გადაუარო, უხეშად რომ ეთამაშებიან მინიმუმ ის მაინც არ უნდა თქვა, აბა ბალეტს ხომ არ ვეცეკვებითო. რა ძალიან ბევრი გვაკლია ცივილურ გულშემატკივრობამდე... გულსატკენია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?