საკალათბურთო კლუბი “ოლიმპი” სუპერლიგის ფინალშია. ოლიმპელებმა 2013 წლის შედეგი გაიმეორეს და შანსი აქვთ, კლუბის ეს უმაღლესი მიღწევა გააუმჯობესონ – თუ, რა თქმა უნდა, ჩემპიონები გახდებიან. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში თსუ-ს დამარცხებით გავიდა. ოლიმპელებმა ნახევარფინალური სერიის მორიგ მატჩში ძალიან დაძაბულ, შეიძლება ითქვას, უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხეს რეგულარულ ჩემპიონატში მათზე წინ გასული თსუ. შეხვედრა 91:89 დასრულდა და "ოლიმპმა" სერია 3:1 მოიგო.

ნახსენები უთანასწორო ბრძოლა რაში მდგომარეობს? "ოლიმპს" დიდ შესვენებაზე გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი კახაბერ ჯინჭარაძე, რომელიც პირველი ნახევრის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ მოედანზე უხერხულად დაეშვა და ფეხი ამოიბრუნა. "ოლიმპისა" და ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის, ირაკლი შიოშვილის დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯინჭარაძე მოედანზე ვეღარ დაბრუნდა და მოედნის მიღმიდან ემოციურად ქომაგობდა თავისიანებს. ამასთან ერთად, "ოლიმპმა" მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ილია ლონდარიძე პერსონალურების ლიმიტის გამო დაკარგა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ნაკრების 2 წევრის გარეშე დარჩა და თსუ-მაც ამით თითქოს იხეირა, მე-3 პერიოდში 11 ქულით ჩამორჩენილმა უნივერსიტეტელებმა ლონდარიძის გავარდნის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ – 82:80, თუმცა ოლიმპელებმა ბრძოლისა და თავდადების მაგალითი უჩვენეს და სიმართლე ითქვას, მათ იღბალმაც წააშველა ხელი.

თსუ-ს კალათბურთელებმა ბოლო წუთზე 3 შეტევა გააცუდეს. ერთიც რომ ჩაეგდოთ, მინიმუმ ოვერტაიმში თამაშის უფლებას მოიპოვებდნენ, თუმცა, ერთი მხრივ, ოლიმპელთა ქებული დაცვის (ეკიორის დაფარება მეგენეიშვილზე) და მეორე მხრივ, იღბლის (თსუ-ს ლიდერმა ლოველ ქაბილმა დასრულებამდე 5 წამით ადრე ხელსაყრელი პოზიციიდან გამათანაბრებელი ბურთი ააცილა) ხარჯზე "ოლიმპი" გამარჯვებამდე მივიდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება, 4 ჩაჭრა და სარგებლიანობის უმეტესი (33) რაოდენობა მოაგროვა. 27 ქულით ბომბარდირი და მატჩის გმირი გახდა იმორას ეიჯი, რომელმაც 2 ლიდერის გარეშე დარჩენილ "ოლიმპს" გადამწყვეტ მომენტში 4 ჰაერივით საჭირო და გამარჯვების მომტანი ქულა შემატა. 17 ქულა და 5 ოქროს სამქულიანი მიითვალა გივი ბაქრაძემ, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. თსუ-ში ლოველ ქაბილი გამორჩა – 25 ქულა, 7 პასი. მიხეილ ბერიშვილმა 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, რაილ ოუენსის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.

ფინალში გასული "ოლიმპის" მეტოქე "ქუთაისისა" და "ბათუმის" სერიაში უნდა გამოვლინდეს. დღეს ბათუმელებმა 79:77 მოუგეს იმერულ კლუბს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს – 1:2. სერიის მომდევნო მატჩი 18 მაისს, ბათუმის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია