"მილსამი"-"დინამოს" პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს მოლდოვური კლუბის საიტზე www.milsami.md შეეძლებათ
მოდლოვის ქალაქ ორჰეიში მყოფმა თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ მოლდოვური სტადიონითა და მოედნით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ "მილსამისთან" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში მისი ფეხბურთელების წარმატებული თამაში დიდწილად სწორედ გაზონის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

"არ ველოდი, თუ აქ ასეთი კარგი სტადიონი და მოედანი დაგვხვდებოდა. პირობები ბრწყინვალეა. მომავალ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მისი გამართვა ხარისხიან მოედანზე გვსურდა. საერთოდაც, ნებისმიერი თამაშის შედეგს დიდწილად გაზონის მდგომარეობაც განაპირობებს."

მანამდე კი დინამოელთა ესპანელმა თავკაცმა მომავალ მატჩზე მოლდოველ ჟურნალისტთა შეკითხვებს კიშინოვში უპასუხა:

"გუნდში რამდენიმე სიახლეა, დაგვიბრუნდა დისკვალიფიცირებული კახელიშვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, 18-კაციან განაცხადში იქნება გიორგი ნადირაძე სოსო გრიშიკაშვილის ნაცვლად. სასტარტო შემადგენლობის შესახებ კი მხოლოდ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყობთ.

მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, მოედანზე ისე გავალთ, თითქოს პირველი თამაში იყოს. აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

ესპანელი ლეგიონერები ამ ეტაპზე ვერ დაგვეხმარებიან, ამიტომ მათზე კომენტარის გაკეთებას ამჯერად აზრი არ აქვს

სამომავლო გეგმები სერიოზულია, თუმცა წინასწარ არა გვაქვს დაგეგმილი, რამდენი ეტაპი უნდა გავიაროთ. კონცენტრაციას უშუალოდ კონკრეტულ მატჩზე ვახდენთ - რომ გავიმარჯვოთ".

შეგახსენებთ, რომ "დინამო"-"მილსამის" პირველი შეხვედრა თბილისში ჩვენი გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. საპასუხო მატჩი დღეს საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მოლდოვური კლუბის საიტზე www.milsami.md შეგეძლებათ.

akaki
პირველი არხი რატო არ აჩვენებს ??? უსაქმურები რა არაპრის გამკეთებელი პროპაგანდისტები ეგენი :@
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა