პარიზში, საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით, ევროპული დღეების ფარგლებში, სპორტის გლობალურ კვირეულს უმასპინძლეს. დღის წესრიგში უმთავრესი განსახილველი თემა იყო სპორტის ევროპული მოდელი.

დებატებში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ხოსე მანუელ არაუხო, საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჟან-პიერ სიუტე, ევროპის პარლამენტის წევრი ლორენს ფარენგი, ასევე მსოფლიო ტრიატლონის გენერალური მდივანი ანტონიო არიმანი.

ხოსე მანუელ არაუხომ წარმოადგინა სპორტის ევროპული მოდელის საფუძვლები, ასევე, ოლიმპიური სოლიდარობის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოები.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სპორტული ფედერაციების წამყვან როლს, პოსტკოვიდურ პერიოდში სტაბილური სპორტული კალენდრის აუცილებლობას ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო ფედერაციების დონეზე, ასევე, სპორტში მოხალისეობის ინსტიტუტის მნიშვნელობას, სპორტში ჩართული ადამიანების უფლებების დაცვას. ითქვა, რომ ევროკავშირის სპორტის სტრუქტურების მეშვეობით უნდა გაიზარდოს სპორტის დაფინანსება, გააქტიურდეს თანამშრომლობა სპორტით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

საქართველოდან სპორტის გლობალურ კვირეულს ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ოლიმპიურ კომიტეტში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა
შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციებთან