დასრულდა ის საკმაოდ დიდი მოლოდინი, რაც ვილი სანიოლის მხრიდან "ერთა ლიგისთვის" საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას ეხებოდა. ძირითადად, ვარაუდი გამართლდა, როგორც კონტინგენტის რაოდენობის (29 ფეხბურთელი), ასევე გამოძახებული მოთამაშეების მხრივ, თუმცა კითხვის ნიშნებიც არსებობს...

ბოლო ამხანაგურების ფონზე

მარტის ამხანაგურ მატჩებამდე თუ შემდეგ აღვნიშნავდით, რომ სამწვრთნელო შტაბს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად უკანასკნელი შანსი ჰქონდა და ივნისის დატვირთული შეხვედრებისთვის (4 დაპირისპირება 10 დღეში) ახალ მოთამაშეებს ვერ ვიხილავდით, რაც ფაქტობრივად, ასევე მოხდა.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სანაკრებო შანსი ვერ მიიღეს ისეთმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ბოლო პერიოდის სათამაშო ფორმისა და "ჯვაროსნებში" შესაბამის პოზიციაზე ნაკლები კონკურენციის გამო ამას თითქოს იმსახურებდნენ. ამ სიაში შეგვიძლია ვახსენოთ თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ნიკა მალი. სამაგიეროდ, ბოლო მომენტში (ქვილითაია იძულებითი ცვლილების გამო) გუნდს ავსტრალიაში გამორჩეული ფორვარდი ბექა მიქელთაძე შეუერთდა.

რა ხდება მთავარ საკადრო ცვლილებაზე?

როცა ჯაბა კანკავამ ხანგრძლივი სანაკრებო კარიერა დაასრულა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელის საჭიროება დადგა, რომელიც ყოფილი კაპიტნის თვისებებს მეტ-ნაკლებად გამოავლენდა. ცოტა ხნის წინაც აღვნიშნეთ, რომ არსებული კონტინენტიდან ბათუმის "დინამოს" ნახევარმცელ სანდრო ალთუნაშვილს თითქოს სხვაზე მეტი შანსი უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ის საკუთარი გუნდის უკანასკნელ შეხვედრაში ("ლოკომოტივთან" 7:2 რომ გაიმარჯვეს) არ უთამაშია (მიზეზი არ გავრცელებულა). ფაქტია, ბათუმის "დინამოდან" გამოძახებულ 7 მოთამაშეს შორის 25 წლის ნახევარმცველი ვერ მოხვდა. როგორც ჩანს, უფრო მეტი აქცენტი თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე გაკეთდება და მას მეტი დრო მიეცემა.

სანიოლის ნათქვამი უთამაშებელ ფეხბურთელებზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე ფეხბურთელებს მომდევნო სანაკრებო შეკრებამდე ეს ფაქტორი უნდა გამოესწორებინათ, თუმცა თავადაც აღნიშნა, რომ ზოგჯერ იძულებულია, ამ გარემოებას შეეგუოს, ამა თუ იმ ფეხბურთელის დონისა თუ საჭიროების შესაბამისად.

გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა დვალი, ვაკო გვილია - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთაც კლუბებში სეზონის განმავლობაში სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდათ...

გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენი განსხვავებულია და ის სანაკრებო შანსს აუცილებლად იმსახურებდა. რა თქმა უნდა, თუკი სანიოლი შესაბამის განწყობასა და მომზადებას ვერ დაინახავს, გიორგის ბევრი დრო არ მიეცემა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, "ჩაკვე" ამ დატვირთულ გრაფიკში თავის სიტყვას იტყვის.

რაც შეეხებათ დვალსა და გვილიას - უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ საკლუბო მატჩებში მათ 90 წუთი მიეცათ.

სასიხარულოა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მომჯობინება მოახერხა. ის "ჯვაროსნებისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ცვლილებები წინა ხაზში

ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ცვლილება შეტევაშია. აქ დაბრუნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ ბევრი გაუცდა. მიქელთაძეზეე ზემოთ დავწერეთ.

სანიოლი დავით ვოლკოვის მონდომებით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მან ახლა შედეგიანობას მოუკლო და სიაში არყოფნა ამით უნდა ავხსნათ.

რამდენჯერმე დავწერეთ, რომ გიორგი ბერიძე სანაკრებო შანსს იმსახურებს, მით უმეტეს, კლუბში ბუდუ ზივზივაძესთან ასეთი შეთამაშების ფონზე. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, "უიპეშტის" შემტევს ფრანგი თავკაცისგან გამოყოფილი წუთები უფრო ეფექტურად გამოეყენებინა, თუმცა არის განცდა, რომ 25 წლის შემტევი "ჯვაროსნებში" ჯერ ბოლომდე არ "გახსნილა".

მოლოდინი ჯოვინოზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელ ფორვარდს, ჯოვინო ფლამარიონს, ჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს იმედი ჰქონდა, ეს პროცესი ივნისისთვის მოესწრებოდა. ეროვნულ ლიგაში გამორჩეული შემტევის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი "გაქართველების" პროცესი მოახლოებული ტურნირის დასრულებამდე (შემოდგომა) ვერ მოესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 2 ივნისს (20:00 სთ), "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.

თეიმურაზ რეხვიაშვილი
გთავაზობთ ჩემს ვარიანტს გიბრალტართან მამარდაშვილი,წიტაიშვილი,კაშია,კვერკველია,ხოჭოლავა,კვეკვესკირი,აზაროვი კიტეიშვილი,დავითაშვილი, მიელთაძე,კვარაცხელია
გიონატ
სრულად გეთანხმები გიორგი წიტაიშვილში, პირად მე კვარაცხელიას შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ წიტაიშვილის მემიმედება, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს, აშკარად აქვს ყველა მომაცემი ამისთვისთვის.
ტარიელ მაღალდაძე
გიორგი წიტაიშვილი მეტად დატვირთეთ, ხშირად მიეცით თამაშის თავის თავზე აღების უფლება და თავისუფლება! ასეთი მარგალიტი ჩაგივარდათ და ხშირდ კარგ პოზიციაში მყოფს, პასს არ აძლევთ! ქართული ფეხბურთი პრაგმატული და შეშინებული ვაიმე ბურთი არ დავკკარგოს პრინციპით არასოდეს ყოფილა წარმატებული!
zura222
ეხლა დაიწყება ტრავმები ავადმყოფობები კვირეულები და ათასი უნედურებები @ ნეტავი იმ დღეს მომასწო როდასაც ჩვენი ნაკრები რომელიმე თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდებაა ((((((((
კირკიტა
ვერ გავიგე - მიქელთაძე გამოიძახა? სიაში ისევ ქვილითაიაა...
david
ლუკა გაგნიდზე გამოიდზახეტ
merabi-1960
გვქონდა საკმაოდ დიდი პერიოდი, ადგილებზე კონკურენცია კიარა, ნორმალური ფეხბურთელი სანთლით საძებარი იყო, რამდენიმეს გარდა. ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანი ზაფხული გველის როგორც ნაკრებისთვის, ისე კლუბებისთვის, და დიდი იმედი მაქვს წინსვლას შემოდგომაზე გავაგრძელებთ.ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებებიც მოგვიმრავლდა, ერთი უკვე გვყავს ტოპ ლიგაში, სულ მალე მეორეც აჩვენებს ევროპას, რა შეგვიძლია, მესამეზეც მოთხოვნებია, იმედია კიდევ გაგრძელდება...ასე რომ, სტაბილურად ანგარიშგასაწევი ძალა უნდა გავხდეთ, გვეყო მაჩანჩალებში ყოფნა, ჩვენი წარსულის მქონე საფეხბურთო ქვეყანა ამას არ იმსახურებს...წარმატებები ჩვენს ფეხბურთს...
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია