19 მაისს მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩახსნის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთი ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება, რუსეთის ნაკრები ვეღარ ითამაშებს. დღეს, 20 მაისს ფიბა-მ ევრობასკეტზე რუსეთის ნაცვლად მონტენეგროს დაშვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ბოშკო რადოვიჩის ნაკრები კვალიფიკაციაში მართლაც დაიჩაგრა, რადგანაც ერთადერთი იყო, ვინც 3 მატჩი მოიგო, თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მონტენეგრო იმან აზარალა, რომ გერმანიის ჯგუფში მოხვდა. ეს უკანასკნელი ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძელია და ცხადია, ტურნირზე ასპარეზობა გარანტირებული ჰქონდა. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფში ბოლო პოზიცია სწორედ გერმანიამ დაიკავა, შედეგად კი, ზედმეტი მე-3 ადგილზე გასული მონტენეგრო აღმოჩნდა.

ცნობისთვის, რადოვიჩის შეგირდებმა კვალიფიკაციაში სწორედ გერმანიას მოუგეს ორივე მატჩი (80:74, 82:75), 2-ჯერ დამარცხდნენ საფრანგეთთან (66:85, 71:73), დიდ ბრიტანეთთან კი თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (81:74, 59:74). კვალიფიკაციაში მონტენეგროელთა საუკეთესო მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, ჯასტინ კობსი, პეტარ პოპოვიჩი (ყველა – ბუდუჩნოსტი), მარკო ტოდოროვიჩი (ხუვენტუტი, ესპანეთი) და მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA) იყვნენ. ითამაშეს ესპანური ლიგა ენდესას სხვა წარმომადგენლებმაც: დინო რადონჩიჩი (სარაგოსა), ნემანია ჯურიშიჩი (ესტუდიანტესი).

ასე და ამგვარად, თბილისში გასამართ ევრობასკეტის A ჯგუფში სათამაშოდ რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო მოდის, რომელიც რუსეთზე ძლიერი არაა, მაგრამ არც ბევრად ნაკლებია. მონტენეგროელებს საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვედრია. ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექსიუგოსლავიური ქვეყანა ჩვენს ჯგუფში იყო და თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 76:74 მოგვიგო, თუმცა მეორე წრეში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ ქალაქ ბარში მონტენეგრო გმირულად – 90:84 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში იქნებიან: ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი. თამაშები 1-7 სექტემბერს გაიმართება და 4 საუკეთესო ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ბერლინში გაემგზავრება.

GBF.GE

მოქალაქე
ძაან გაგვიჭირდება იმის ფონზე რაც ხდება ქართულ კალათბურთში...აბსოლიტური ნეპოტიმზი და მილიონრობა ფულიანობა...ძაან გაგვიჭირდება
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ევრობასკეტი 2017-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტი 2017. 2 სექტემბრის კალენდარი: საქართველო ბრუნდება
ევრობასკეტი 2017. 1-ლი სექტემბრის კალენდარი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მონტენეგრო თბილისში ვუიჩიჩის და ზუგიჩის გარეშე ჩამოვა
ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]