"სევილიამ" თავისი ახალწვეული, 30 წლის ბოსნიელი მცველი ემირ სპაჰიჩი ოფიციალურად წარადგინა და კონტრაქტსაც ბეჭედი დაესვა
ის, რომ 30 წლის ბოსნიელი მცველი ემირ სპაჰიჩი "სევილიაში" გადავიდოდა, რამდენიმე დღეა ცნობილია. ახალი კი ისაა, რომ "სევილიამ" თავისი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა და კონტრაქტსაც ბეჭედი დაესვა. ბოსნიის ნაკრების კაპიტანმა სამი წლით დაუკავშირა ბედ-იღბალი ანდალუსიურ კლუბს. "სევილია" დაცვის ცენტრში გაძლიერებას საჭიროებდა. ესპანური კლუბი თავიდან "ჰოფენჰაიმის" მარვინ კომპერის ყიდვას აპირებდა, თუმცა შემდეგ არჩევანი სპაჰიჩზე შეჩერდა. "სევილიამ" "მონპელიეს" ბოსნიელის სანაცვლოდ სავარაუდოდ 2 მილიონი ევრო გადაუხადა.

სპაჰიჩმა 2004-დან 2009 წლის ჩათვლით რუსული კლუბები მოიარა (შინიკი, ტორპედო, ლოკომოტივი), შემდეგ კი ფრანგულ "მონპელიეში" გადავიდა. სპაჰიჩი "სევილიას" მეოთხე შენაძენია ამ ზაფხულს, კოკეს, მანუ დელ მორალის და პიოტრ ტროხოვსკის შემდეგ. ასე რომ, ახალგაზრდა მცველი კალა ანდალუსიელებმა კიდევ ერთხელ გაანათხოვრეს, ამჯერად ბერძნულ აეკ-ში.

პიატი მივიდა, ჩორი გაარივერეს

მას შემდეგ, რაც "ვალენსიამ" არგენტინელი პაბლო პიატი დაიმატა "ალმერიიდან", "ღამურებმა" გადაწყვიტეს, მეორე არგენტინელთან, ალეხანდო "ჩორი" დომინგესთან განშორება. ის "ვალენსიაში" დიდი ზარ-ზეიმით მივიდა, როგორც რუსეთის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ("რუბინის" რიგებში), მაგრამ "ღამურებში" ფეხი ვერ მოიკიდა. 30 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში სულ 12 მატჩში ითამაშა, რაც ძალიან ცოტაა.

და აი, "ოლე" იტყობინება, რომ დომინგესი "ვალენსიამ" იჯარით "რივერ პლეიტში" გაუშვა. სხვათა შორის, დომინგესს სამი სეზონი გაუტარებია "რივერში", თუმცა მაშინ არგენტინული ფეხბურთის გრანდი ელიტაში ასპარეზობდა. სხვათა შორის, "ვალენსია" "ბარსელონას" შემტევის, ხეფრენ სუარესის დამატება სურს.

ბოლო გადაწყვეტილი ტრანსფერები პრიმერაში

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

5 ივლისი ხოსე კარლოსი სევილია აეკ თავ. აგენტი

5 ივლისი კალა სევილია აეკ იჯარა

5 ივლისი ფაბიო კოენტრაო ბენფიკა რეალი 20 მლნ ევრო

5 ივლისი ესეკიელ გარაი რეალი ბენფიკა თავ. აგენტი

5 ივლისი დავიდ ნავარო ვალენსია ქსამაქსი თავ. აგენტი

5 ივლისი ხუან კალატაიუდი ერკულესი მალიორკა თავ. აგენტი

5 ივლისი პაბლო პიატი ალმერია ვალენსია 8 მლნ.

5 ივლისი ხოსეჩო ოსასუნა უესკა თავ. აგენტი

6 ივლისი ემირ სპაჰიჩი მონპელიე სევილია 2 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო