მილანური გრანდის მესვეურებმა "ველეს სარსფილდიდან" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი რიკარდო (რიკი) ალვარესი გადაიბირეს
ტრადიციულად, "ინტერი" აქტიურია სამხრეთამერიკულ ბაზარზე და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო კამპანიაა. მილანური გრანდის მესვეურებმა უკვე გაჩარხეს ერთი ლათინური ტრანსფერი და "ველეს სარსფილდიდან" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი რიკარდო (რიკი) ალვარესი გადაიბირეს.

რიკიმ ბოლო სამი სეზონი სწორედ "ველესში" გაატარა, 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა. გოლების რაოდენობა არც თუ შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ, საგოლე პასების მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ არგენტინაში. თავად ფეხბურთელი უკვე მილანშია და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს უზიარებს:

"ბავშვობიდან "ინტერის” თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ალბათ წარმოგიდგენიათ რა ემოციებს განვიცდი. ეს არის ახდენილი ოცნება და შესაბამისად, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ყველანაირად მზად ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ამუნიცია მოვირგო და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლო. ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან გუნდში არაერთი არგენტინელი ასპარეზობს - ახლოს არც ერთს ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თანამემამულეებთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე