“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ლეონარდოს შეეხმიანა, რათა გაეგო, როგორ მოერგო “ინტერის” ექს-მწვრთნელი ახალ გარემოს
“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ლეონარდოს შეეხმიანა, რათა გაეგო, როგორ მოერგო “ინტერის” ექს-მწვრთნელი ახალ გარემოს და რამდენად წარმატებით ართმევს თავს ახალ მოვალეობებს. თუმცა, მისდა გასაკვირად ბრაზილიელისგან შემდეგი პასუხი მოისმინა:

"არ მესმის რომელ ახალ სამახურზე მელაპარაკებით, როდესაც მე ჯერ კიდევ უმუშევარი ვარ. ბევრს ჰგონია, რომ პსჟ-სთან დიდი ხნი წინ გავაფორმე ხელშეკრულება, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.

იმაშიც დამწამეს ცილი, რომ “ინტერის” ზურგს უკან ფრანგებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. პსჟ-ს მესვეურები რამდენჯერმე შემეხმიანენ და სპორტული დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს - ორჯერ ვიუარე, თუმცა შემდეგ დიდი ამბიციებისა და გეგმების შესახებ გამანდეს ინფორმაცია, რამაც ჩამაფიქრა და პირველი რაც გავაკეთე, მასიმო მორატისთან შეხვედრა ვითხოვე.

პრეზიდენტი შემხვდა და მითხრა, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა. სეზონი ისე დასრულდა, ფრანგებისთვის არაფერი მითქვამს - მხოლოდ მას შემდეგ წამოვიწყე პსჟ-ს მესვეურებთან მოლაპარაკებები, რაც “ინტერიდან” საბოლოოდ წამოვედი.

როგორც უკვე გითხარით, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და ვნახოთ, როგორ დასრულდება. რაც შეეხება “ინტერს”, იქ გაჩერება უკვე აღარ შემეძლო, რადგან მუდმივად ჩემს შესაძლო შემცვლელებზე მიწევდა ინფორმაციების გაგება - სხვა მხრივ, მილანურ გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა