საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ჟურნალის დაარსების 18 წლის აღსანიშნავად, "არსენალი" მკითხველს განსაკუთრებულ სიახლეს, სამხედრო თვითმფრინავების ახალ კოლექციას შესთავაზებს. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი 2004 წლიდან გამოდის. მან მკითხველს უკვე შესთავაზა სამხედრო საათებისა და ტანკების კოლექცია, რომელმაც ფართო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჯერად კი ხელმისაწვდომი ხდება მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი თვითმფრინავების კოლექცია.

"სიმბოლურია, რომ ჩვენი ჟურნალის, "არსენალის" დაარსება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ემთხვევა. პირველი გამოცემიდან 18 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჟურნალთან ერთად თვითმფრინავების კოლექცია გავხადოთ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს იქნება მაღალი ხარისხის, ზუსტი ანალოგი იმ გამანადგურებლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. წარმოდგენილი იქნება ამერიკული, გერმანული, იაპონური თვითმფრინავები. სხვადასხვა კოლექციის შეთავაზების დიდი გამოცდილება გვაქვს და, ვიმედოვნებ, რომ ეს კოლექციაც დაიკავებს საპატიო ადგილს ჩვენი ერთგული მკითხველის სამუშაო მაგიდაზე", - განმარტავს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

პირველი თვითმფრინავი, რომელიც "არსენალის" მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ამერიკული Grumman F6F იქნება. მე-2 მსოფლიო ომის აშშ-ის საზღვაო ავიაციის ყველაზე სახელგანთქმულ საგემბანო გამანადგურებელს მფრინავები "ასების ფაბრიკას" ეძახდნენ. ასეთი მეტსახელი არცთუ შემთხვევით შეარქვეს. კომპანია Grumman-ის F6F Hellcat-ს თვითმფრინავს საწვავი საკმაოდ დიდი მანძილის - 2092 კმ-ის დასაფარავად ჰყოფნიდა და გამანადგურებლის ვარიანტში ექვსი 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ცეცხლით მოწინააღმდეგის ნებისმიერ თვითმფრინავს გადარჩენის არანაირ შანსს არ უტოვებდა. Grumman F6F Hellcat მარტივი სამართავი იყო და პილოტირებისას დაშვებულ შეცდომებს მფრინავებს პატიობდა.

როგორც "არსენალის" რედაქციაში აცხადებენ, წამოწყების მთავარი იდეა სამხედრო ტექნიკის პოპულარიზაცია და მოზარდებში სამხედრო საქმის მიმართ სიყვარულის გაღვივებაა.

თვითმფრინავის სპეციალური ფასი 20 ლარი იქნება, ჟურნალ "არსენალთან" ერთად კი მის შეძენას 23 ლარად შეძლებთ. საკოლექციო თვითმფრინავი ჟურნალის ახალ ნომერთან ერთად 10 ივნისიდან "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში იქნება ხელმისაწვდომი.

R

უვიცი
ერთი სამხედრო საქმის და ყველანაირი იარაღის დედაც. ქართველებმა ჩვენი ჭკუით და ყველანაირად მაღალი ერუდიციით უნდა "გადავრიოთ" მსოფლიო. თუ საჭირო იქნება სამხედრო საქმითაც, მაგრამ ამის საჭიროება არ უნდა დადგეს. გაუმარჯოს ერთიან მსოფლიოს. გავკარი საზღვრებს.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა