ლორენცო ინსინიეს პოზიციზე "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია აირჩია. 21 წლის ქართველი გარემარბის ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ პირადად აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომელმაც უკვე მეტსახელიც გადაწყვიტა. "მას ზიზის დავარქმევ", - განაცხადა ნეაპოლის პრეზიდენტმა.

ექსკლუზიურად SpazioNapoli-ისთვის, ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა "ნაპოლისთან" შეთანხმება დაადასტურადა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია იმის გამო, რომ კვარაცხელიას ევროპულ ფეხბურთთან მაღალ დონეზე კონკურენცია მოუწევს.

- კვარცხელიას კარგად იცნობთ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ იგი როგორც ფეხბურთის, ისე ადამიანური თვალსაზრისით?

- ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის. მას მოუწევს ბევრი შრომა, რომ თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. შემიძლია ვთქვა, რომ ის მართლაც შესანიშნავია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩემი აზრით, ხვიჩა მომავლის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება და ძალიან წარმატებული იქნება.

- შეუძლია თუ არა კვარაცხელიას მაშინვე გამოავლინოს ყველა თვისება ისეთ ლიგაში, როგორიც არის "სერია ა", რომელიც უფრო განსხვავებული და რთულია, ვიდრე რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატები?

- მსგავს ნიჭს ასევე შეუძლია შეცვალოს სერია A-ში. შესაძლოა არა მაშინვე, ხვიჩას გარკვეული დრო დასჭირდება მექანიკაში ჩართვისთვის. ამ დონის ლიგაში წასვლა და

ინსინიესავით ნიჭიერი ფეხბურთელის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება მარტივი არ არის. ისინი ძალიან განსხვავებული მოთამაშეები არიან, სხვადასხვა მახასიათებლები და თამაშის სტილი აქვთ. ამ ორი ფეხბურთელის სრული შედარება შეუძლებელია. კვარაცხელია ყველაფერს გააკეთებს თავისი ნიჭის გამოსავლენად, მას მხოლოდ დიდი კლუბი და დიდი ლიგა სჭირდება, ისეთი, როგორც "ნაპოლი" და ასევე დიდი მწვრთნელი, როგორიც სპალეტია.

- იყო თუ არა შეთავაზებები სხვა კლუბებისგან თუ მხოლოდ "ნაპოლის" ვარიანტი არსებობდა?

- რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა დიდი გუნდებიც, რომლებაც სურდათ, მაგრამ მან "ნაპოლი" აირჩია. ახლა მთელი მისი კონცენტრირება დარჩენილ შეხვედრებსა და შემდეგ მომავალ კლუბზეა.

- რა რჩევას მისცემთ ხვიჩას?

- მე ვუთხარი, რომ განაგრძოს შრომა, რათა გახდეს გადამწყვეტი მოთამაშე ისეთი კლუბისთვის, როგორიც "ნაპოლია." ასეთ გუნდში გადასვლა მხოლოდ მას ძალიან დაეხმარება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა