ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, 1987 წლის დრაფტის მეორე ნომერი არმონ გილიამი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, 1987 წლის დრაფტის მეორე ნომერი არმონ გილიამი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გილიამმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ფიტნეს-კლუბში, სამოყვარულო დონეზე კალათბურთის თამაშისას თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.

გილიამი დრაფტზე "ფინიქსმა" აირჩია. გარდა ამისა, 1987-2000 წლებში NBA-ში მან "შარლოტის", "ფილადელფიას", "ნიუ ჯერსის", "მილუოკისა" და "იუტას" ღირსება დაიცვა. თუმცა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მას დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

გილიამის კარიერის მწვერვალად მიიჩნევა NBA-მდე UNLV-ის საუნივერსიტეტო გუნდში თამაში. მასთან ერთად კალათბურთელმა NCAA-ის ლიგის "ოთხთა ფინალამდე" მიაღწია. მაშინ გილიამი გუნდის საუკეთესო სნაიპერი გახდა და ამის წყალობით აირჩიეს NBA-ის დრაფტის მეორე ნომრად (1987 წლის დრაფტის პირველი ნომერი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე ლარი ჯონსონი გახდა).

1986 წელს გილიამი ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...