ისევ ხშირია ინფორმაციები სერია A-ს ბინადარი "მილანის" შესახებ, რომელიც ძალიან აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე.
ისევ ხშირია ინფორმაციები სერია A-ს ბინადარი "მილანის" შესახებ, რომელიც ძალიან აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე. სერჯო სკარიოლოს გუნდის ისედაც კარგად დაკომპლექტებული წინა ხაზი (ფოცისი, ბურუსისი, ეზე), შესაძლოა, ცნობილმა ბრიტანელმა პოპს მენსა-ბონსუმ შეავსოს.

ამ კალათბურთელმა გასული სეზონი "ნიუ ორლეანში" დაიწყო, მაგრამ თითქმის არ უწევდა თამაში, შემდეგ კი ფრანგულ "ვილერბანში" გადავიდა, სადაც კარგად ააწყო საქმე და საშუალოდ 16,5 ქულასა და 9,3 მოხსნას აგროვებდა.

ასევე ცდილობს წინა ხაზის გაძლიერებას თურქული გრანდი "ეფეს პილსენი". ამ მიზნით მან ხორვატი გიგანტი, 217-სანტიმეტრი სიმაღლის სტანკო ბარაჩი გაიფორმა. საკმაოდ კარგი შენაძენია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშან, "კახა ლაბორალის" შემადგენლობაში ეს ცენტრი საშუალოდ 11,9 ქულასა და 7,0 მოხსნას აგროვებდა.

ცნობილი გახდა ევრობასკეტისთვის გერმანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. საინტერესო ის არის, რომ ამ სიაში ვერ მოხდა "დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი. ის გამოჯანმრთელებას ელოდება და სავარაუდოდ, მოგვიანებით შეუერთდება ნაკრებს.

მანამდე, დირკ ბაუერმანის გუნდი ასეთი შემადგენლობით დაიწყებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის: ბახინს დი მელო ("ოლდენბურგი"), რობინ ბენცინგი (უკლუბოდ), ნილს გიფი ("კონეკტიკუტი"), პერ გიუნტერი ("ულმი"), იოჰან ჰერბერი ("სკაილაინერსი"), იან იაგლა (უკლუბოდ), კრისტოფერ მაკნოფტონი ("ბრემერჰავენი"), ტიმ ოლბრეხტი (უკლუბოდ), ტიბორ პლიასი ("ბამბერგი"), შტეფან ჰამანი ("ალბა"), ჰაიკო შაფარციკი ("ალბა"), სვენ შულცე ("ალბა"), ლუკა შტაიგერი ("ალბა"), ფილიპ შვენჰელმი ("მიუნხენი"), კონრად ვისოცკი (უკლუბოდ), ფილიპ ცვინერი ("ტრირი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო