ნიუპორტში მამაკაცთა ერთადერთ ტურნირზე ტომი ჰაასმა მეორე რაუნდის საწყის სეტში მაიკლ იანისთან მატჩი ტრავმის გამო მიატოვა
შვედეთის ბაშტადში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა - ერთბაშად რამდენიმე ფავორიტმა მეორე წრიდან დატოვა ტურნირი.

ერთ-ერთი იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი, რომელმაც პირველი სეტი მოუგო მასპინძელ სოფია არვიდსონს, მაგრამ მეორეში ერთი გეიმის წაგების შემდეგ მხარის დაზიანების გამო აღარ გააგრძელა შეხვედრა.

კიდევ ერთმა შვედმა, ქვეყნის ქალთა ჩოგბურთის საუკეთესო წარმომადგენელმა იოჰანა ლარსონმა შემოგვთავაზა ერთი მოულოდნელი შედეგი - მან სამ პარტიაში აჯობა რუს ვერა დუშევინას. თამაში ორი საათი და 17 წუთი გაგრძელდა, თუმცა იქ ბრძოლა მხოლოდ პირველ პარტიაში იყო, რომელიც ტაი-ბრეიკზე რუსმა მოიგო. ამის შემდეგ მასპინძელმა უბრალოდ გაანადგურა ტურნირის მეხუთე ნომერი.

ბაშტადის დატოვება მოუწია შარშანდელ ჩემპიონს არავან რეზაის. ფრანგი სამ სეტში დაამარცხა პოლონია ჰერცოგმა. საინტერესოა, რომ მატჩის საბოლოო ოქმით მეტოქეებს ბევრ სათამაშო კომპონენტში ჰქონდათ თანაფარდობა - ორივემ 99-99 გათამაშება მოიგო, 11-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა... მაგრამ მესამე პარტიაში სლოვენიელი ოდნავ უფრო ძლიერი იყო და ერთი მატჩბოლის დაკარგვის შემდეგ, უკვე ტაი-ბრეიკზე გაიფორმა გამარჯვება.

ფავორიტის სტატუსი გაამართლა ფლავია პენეტამ, რომელსაც იოლი ბრძოლა ჰქონდა ანგელიკ კერბეთან. ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად აწვდიდა, თუმცა ამ მაჩვენებლით ტურნირის მეორე ნომერი ცოტათი უფრო ძლიერი იყო და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.

ასევე აღვნიშნავთ ბარბორა ზახვალოვას გამარჯვებას ანასტასია იაკიმოვაზე, აგრეთვე ვესნა დოლონცის მოგებას სორანა კირსტეასთან მატჩში. დოლონცისთვის მეოთხედფინალში გასვლა იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირიდან რუსი რეიტინგის პირველ ასეულში შეაღწევს.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ ესპანურ დუელს - ორივე ერთნაირი სცენარით წარიმართა და ერთნაირი ანგარიშით დასრულდა: ლურდეს დომინგეს ლინომ დაამარცხა არანჩა პარა სანტონხა, მარია ხოსე მარტინეს სანჩესმა კი ნურია ლაგოსტერა ვივესი გამოთიშა ბრძოლას.

ბუდაპეშტში მორიგი სათამაშო დღე პროგნოზისამებრ წარიმართა - იმ დღეს მოთამაშე სამივე განთესილმა მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა.

კლარა ზაკოპალოვამ ორ პარტიაში მოუგო ალექსანდრა კრუნიჩს, თუმცა ამ გამარჯვებას იოლს ვერ ვუწოდებთ. სერბმა ტურნირის მესამე ნომერი ორი საათი და შვიდი წუთი დააყოვნა კორტზე, ამასთან 18 წლის კრუნიჩს, რომელიც WTA-ის რეიტინგის მესამე ასეულში იმყოფება, უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მასზე ათი წლით უფროს მეტოქეს (14 13-ის წინააღმდეგ), უბრალოდ ამ შანსების რეალიზაციის მხრივ იყო პრობლემები. საბოლოოდ, ჩეხმა გააგრძელა კარიერაში მესამე ტიტულისთვის ბრძოლა - მისი წინა ორი ტრიუმფი 2005 წლით თარიღდება.

ბალკანეთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ასევე 18 წლის აილა ტომლიანოვიჩმა დიდი ბრძოლა გაუმართა ირენ-კამელია ბეგუს, მაგრამ მანაც ორ სეტში წააგო.

ნიუპორტში მამაკაცთა ერთადერთ ტურნირზე არ შედგა ამერიკული ოცნება - ფინალში ვერ შეხვედებიან ერთმანეთს ცნობილი "მარათონელები" - ჯონ ისნერი და ნიკოლა მაუ.

პირველ ნომრად განთესილმა ამერიკელმა ჯონ ისნერმა მასზე დამოკიდებული ყველაფერი გააკეთა - დაამარცხა არნო კლემანი. ჯონს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მართალია, ათი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან მასპინძლის მოწოდებაზე ფრანგს შანსი არ ჰქონია. ისნერს 11 ეისი დაუგროვდა.

რაც შეეხება ნიკოლა მაუს, მან ვერ დაძლია ტურნირის მეექვსე ნომრის ოლივიე როხუსის წინააღმდეგობა. სხვათა შორის, ბელგიელმა კარიერაში მეორედ დაამარცხა ეს მოწინააღმდეგე. ერთი საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი - მაუმ ამ მატჩში ვერ გამოიყენა 16 ბრეიკ-პოინტი (18-დან). ასეთი სტატისტიკით მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.

დაასრულა ნიუპორტში გამოსვლა ტომი ჰაასმა. პირველი წრის მოგების შემდეგ ვეტერანმა გერმანელმა მეორე რაუნდის საწყის სეტში მაიკლ იანისთან მატჩი მიატოვა, რადგან მორიგი ტრავმა მიიღო.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ალექს ბოგომოლოვის გამარჯვებას რუბენ ბემელმანსთან. ბელგიელთან პირველი სეტის წაგების შემდეგ ამერიკელმა მომდევნო ორ პარტიაში მხოლოდ ერთი გეიმი დათმო. მაგრამ, ასეა თუ ისე, ბელგიელმა ეს ტურნირი შეიძლება თავის აქტივში შეიტანოს - მეორე წრეში გასვლით მან ამ სეზონში ATP-ის რანგში პირველი შეხვედრა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა