მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა სამშობლოში
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვენუს უილიამსმა ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა სამშობლოში. World Team Tennis-2011-ის ტურნირზე ვენუსმა "ვაშინგტონ კესტლის" ღირსება დაიცვა. ამ გუნდის მეტოქე იყო "კანზას სიტი ექსპლორერსი".

როგორც სააგენტო AP წერს, უფროსმა უილიამსმა ერთეულთა მატჩი წააგო ახალგაზრდა თანამემამულე კრისტინა მაკჰეილთან, სამაგიეროდ მოიგო წყვილში რენე სტაბზთან და მიქსტში - ლეანდერ პაესთან ერთად.

"დასვენების დრო დასრულდა. ახლა დროა ისევ ავკრიფო ოპტიმალური ფორმა და დავიწყო მზადება ამერიკული ჰარდისთვის.

2012 წლის ოლიმპიადაზე ვაპირებ ერთეულებში, წყვილსა და მიქსტში ვითამაშო. ჯერჯერობით ისევ გამომდის ჩოგბურთის თამაში, ამიტომაც მუდმივად გამარჯვებაზე ვიფიქრებ. როცა სპორტს დავემშვიდობები, რაიმე სხვა სფეროში გავხდები ლიდერი" - ამბობს "დიდი სლემის" ტურნირების შვიდგზის ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია