"დინამომ" მოლდოვური ბარიერი იოლად გადალახა და ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე უელსურ "ლანელის" დაუპირისპირდება
მილსამი-დინამო 1:3

7.07. ორჰეი. სპორტული კომპლექსი. 3 ათასი მაყურებელი

0:1 კოშკაძე (73), 0:2 რობერტინიო (90. პენ.), 1:2 გოლბანი (92), 1:3 რობერტინიო (93)

მილსამი დინამო

4-2-3-1 4-3-3

მორარუ ლორია

ანდრონიჩი ოდიკაძე

სოსნოვსკი თომაშვილი

სტადიიჩუკი კაკუბავა

მენდიზოვი რეხვიაშვილი

ფუნდუი კვეკვესკირი

გრიგორუცე ბერაია

გირლე ლექვთაძე

იონესკუ კოშკაძე

ადემარი რობერტინიო

ბოგიუ ახალაია

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

შ. სტოიკა ა. გარსია

მილსამი

70. ადემარი - გოლბანი

82. გირლე - კაიო

83. გრიგორუცე - ა. სტოიკა

სათადარიგოები: ნეგაი, ოკინკე, კუკოვეი, ბეზიმოვი

დინამო

46. ბერაია - ჯიღაური

65. ლექვთაძე - კახელიშვილი

79. კოშკაძე - ჰომოლა

სათადარიგოები: ნადირაძე, ფირცხალავა, თექთურმანიძე, ფანცხავა

გაფრთხილება: რობერტინიო (2), ლექვთაძე (10), ფუნდუი (30), იონესკუ (45), გირლე (51), ლორია (53), გოლბანი (81), კახელიშვილი (87), ანდრონიჩი (89)

გაძევება: ფუნდუი (68)

არბიტრი: ო. ვალიჩი (ბოსნია)

"დინამომ" მოლდოვური ბარიერი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე გადალახა და ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე უელსურ "ლანელის" დაუპირისპირდება. ალექს გარსიას გუნდმა ორჰეიში სტუმრობამდე სოლიდური უპირატესობა დაიბევა და განმეორებით მატჩს მეორე ეტაპზე გასვლის დიდი შანსებით შეხვდა, თუმცა მეტოქის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა გუშინაც იყო მოსალოდნელი.

ასეც მოხდა - "მილსამის" ცდა არ დაუკლია და სანამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩებოდა, ეპიზოდურად მწვავედ უტევდა "დინამოს" კარს, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის სადავეები მაინც ვერ მოიხელთეს და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ვერ შეძლებდნენ.

პირველ მატჩთან შედარებით გარსიამ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - ნახევარდაცვაში ჯაბა ჯიღაურს გოგა ბერაია ამჯობინა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ვახტანგ ფანცხავას მაგივრად ლადო ახალაია გაამწესა. იმ ფეხბურთელთაგან კი, ვისაც თბილისში თამაშის საშუალება არ მიეცა, "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ორჰეიში მოედანზე ჩეხი ირჟი ჰომოლა (პირველი მატჩი სკამზე გაატარა) და გიორგი კახელიშვილი (დისკვალიფიკაცია მოიხადა) შეუშვა.

პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა, თვალშისაცემი, უპირველესად, ორივე გუნდის ფეხბურთელთა უხეშობა იყო, რამაც "დინამო" დააზარალა - გააფრთხილეს რობერტინიო, რომელმაც ყვითელი ბარათი თბილისურ შეხვედრაშიც მიიღო და, შესაბამისად, უელსელებთან პირველ მატჩს გამოტოვებს. გაფრთხილება კიდევ რამდენიმე დინამოელმა მიიღო და ამის გამო, შესაძლოა, შემდგომში რობერტინიოს ხვედრი გაიზიარონ.

"დინამოს" ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი გუშინდელი დაპირისპირების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და გარსიას გუნდის გამარჯვებაში, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს უეფას რეიტინგში დამატებით ქულებს მოუტანს, ლომის წილი დაიდო.

მასპინძლები ქართული ბარიერის გადალახვაზე ოცნებას, ალბათ, იმ მომენტიდან შეეშვნენ, როცა მსაჯმა ფუნდუი გააძევა. თუკი მანამდე "დინამოს" დაცვას შიგადაშიგ საქმე ჰქონდა და გიორგი ლორიაც ერთვებოდა საქმეში, კაცნაკლულმა მოლდოველებმა ქართველებს ბევრი ვეღარაფერი დაუპირისპირეს და მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ალექსანდრე კოშკაძის ეფექტურმა გოლმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი, შეხვედრის მიწურულს კი იმდენი საინტერესო ამბავი მოხდა, მთელი თამაშის განმავლობაში რომ არ გვინახავს. 90-ე წუთზე რობერტინიო კიდევ ერთხელ შეიჭრა "მილსამის" საჯარიმოში და ანდრონიჩმა წესების დარღვევით შეაჩერა. ბრაზილიელმა პენალტი თავად გამოიყენა.

დარჩენილ მცირე დროში კიდევ ორი გოლი გავიდა - "დინამოს" დაცვა უხეშად შეცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლბანმა პრესტიჟის ბურთი გაიტანა, ბოლო სიტყვა კი რობერტინიომ თქვა, რომელიც მეურვეებს დაუსხლტა და მატჩის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში ხელი ვეღარავინ შეუშალა.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, "დინამომ" "მილსამის" გუშინაც ბრძოლით, მაგრამ დამაჯერებლად აჯობა და "ლანელისთან" ორრაუნდიან დაპირისპირებასაც ფავორიტის სტატუსით ხვდება. თამაშის ხარისხს რაც შეეხება, "დინამომ" საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და იმედია, სანამ ევროპის ლიგაზე სერიოზულ მეტოქეს გადაეყრება, კიდევ უფრო დაიხვეწება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა