"ევრობასკეტის" მტკიცებით, 27 წლის ქართველი ცენტრი და თურქული კლუბის წარმომადგენლები ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ
ასეთი სათაურით გამოქვეყნდა მცირე ინფორმაცია ერთ-ერთ თურქულ საიტზე. თუმცა, აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თურქები წერენ - ტრანსფერი არ შემდგარა, ზაზა ფაჩულიას "ბეშიქთაშში" თამაში ჯერ არ გადაწყვეტილა.

თუმცა სხვადასხვა გაზეთებზე დაყრდნობით იმას ვერ უარვყოფთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს "ბეშიქთაშთან" არანაირი ურთიერთობა აქვს. ევროპის მთავარი საკალათბურთო საიტის, "ევრობასკეტის" მტკიცებით, ფაჩულიასა და თურქული კლუბის წარმომადგენლები ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ. 27 წლის ქართველი ცენტრი NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს. იგი იცავდა "ორლანდოსა" და "მილუოკის" ღირსებას, 2005 წლიდან კი "ატლანტაშია". გასულ სეზონში ზაზა საშუალოდ 4.3 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა.

ფაჩულიასთვის თურქეთი უცხო არ არის: 1999-2003 წლებში იგი სტამბოლის "ულქერის" ღირსებას იცავდა და 2003-ში თურქეთის ჩემპიონატში ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების ღირსებას 2000 წლიდან იცავს. იგი გასულ წელს შესარჩევ ტურნირში 15.8 ქულას, 7.5 მოხსნასა და 1.8 პასს აგროვებდა.

თუკი უცხოელებს ვერწმუნებით, ზაზას თურქეთში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში მოასპარეზე კალათბურთელები ევროპისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიხედავენ, თუ NBA-ში ლოკაუტის გამო სეზონის დაწყება გადაიდება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობამ შარშან ალენ აივერსონი ჩამოიყვანა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ალენმა კარიერა ამ კლუბში გააგრძელოს. სამაგიეროდ თურქები მოქმედი ვარსკვლავის, დერონ უილიამსის გადაბირებას ცდილობენ და ამ საქმეში წარმატებებიც აქვთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რამდენად რეალურია უილიამსისა და ფაჩულიას ევროპაში დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

state
ეგ დაქვეითებაა... თანაც საზიზღარი დაქვეითება...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს