გიბრალტართან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ (4:0) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ვიცოდით, რომ გიბრალტარი ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდია, თუმცა საკუთარ საქმესა და თავზე ფოკუსირება გვსურდა. დასაწყისი და შეხვედრის ბოლო კარგი გამოვიდა, მაგრამ მატჩის შუა ნაწილში მეტი შეგვეძლო. უახლოესი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ახლა სრული კონცენტრირება ბულგარეთთან დაპირისპირებაზე უნდა გადავიტანოთ.

დღევანდელი მიქაუტაძე სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც სექტემბერ-ოქტომბერში ვიხილეთ. მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. მან კარგად გაითავისა, თუ რაზე უნდა ემუშავა. გიორგიმ ბევრი იშრომა. საბა ლობჟანიძე ძალიან გუნდური მოთამაშეა, ვნახეთ, შეხვედრის ბოლოს 2 როგორი პასი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა 24 საათში ძალები სრულად აღიდგინოს.

ეს გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს თუ არა, ამას უფრო ბულგარეთთან მატჩი გამოაჩენს. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, რადგან გულშემატკივრები აუცილებელ გამარჯვებას ითხოვდნენ. ამ ეტაპზე უფრო მეტ ყურადღებას ფიზიკურ აღდგენას დავუთმობთ და მენტალური კუთხით პრობლემა არ უნდა არსებობდეს. წიტაიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათში გვექნება და იმედია, პოზიტიური იქნება.

ჩაკვტაძემ იმიტომ ითამაშა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მონდომებული იყო. ის ძალიან ნიჭიერია. დღეს ბევრი კარგი რამ გააკეთა. არის ეპიზოდები, რომლებითაც კმაყოფილი არ ვარ. ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ბულგარეთში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აღიდგენს ძალებს.

უკვე ვფიქრობ იმაზე, როგორ ვითამაშებთ ბულგარეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 24 საათში ბევრი რამ შეიცვლება. ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელთაც გუნდში სიახლის შემოტანა შეუძლიათ.

რაც შეეხება თამაშის შუა ნაწილს, ბევრი არაზუსტი პასი და ზოგიერთი მოთამაშის ნაკლები კონცენტრაცია ვიხილეთ. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შეხვედრის დასასრულს 2 გოლის გატანა ნიშნავს, რომ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს.

უკვე 6 თვეა, რაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვმოქმედებთ ბურთთან ერთად და მის გარეშე. ამ ტაქტიკით სტაბილურობა ვიპოვეთ და რთულია, მას შევეხოთ. არ გვინდა რამე ახალი მოვიგონოთ. თუმცა, ვერ გეტყვით, ბულგარეთში როგორ ვითამაშებთ.

ლობჟანიძეს მოსწონს სირბილი, პასების გაცემა და კარგი მენტალობა აქვს. მოხარული ვიქნები, თუკი მისი ეს განწყობა ყველას გადაედება. ნაკრებში კარგი განწყობა და ჯანსაღი კონკურენციაა.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომ ასეთი ფანტასტიკური გარემო შექმნეს. 12 ივნისსაც იმავეს ველით".

სოსო
ქეცბაია გვყავდა,მაშინ,თავს რომ იკლავდა 90 წუთი.შემადგენლობის სიღრმე არ გვქონდა მაშინ,გამოცდილება და ინგლისს ან გერმანიას ვეთამაშებოდით,ჯგუფში.მთელი ქვეყანა ბნელში იჯდა და მატჩის წინ,საკვებად ჩიპსებს და ჰოთ-დოგებს აძლევდნენ ფეხბურთელებს. ზოგჯერ ევროპაში ავტობუსებით მიჰყავდათ,სათამაშოდ.დღეს რომ ეთამაშათ იმ ბიჭებს,გაცილებით უკეთ ითამაშებდნენ.უკეთესი პროფესიონალებიც იქნებოდნენ და უკეთესი მომსახურებაც ექნებოდათ.დროის ბრალი იყო,მათი წარუმატებლობა.
გულშემატკივარი
ამ თამაშში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ მოძრაობდნენ წინა ხაზის მოთამაშეები, როგორ ცდილობდნენ გახსნას და პასის მიღებას. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პასები არ ჩანდა. კვეკვესკირის გამოსვლამ, ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა (ეეეეჰ, ყიფიანი!)
გიზოგ
ჩაკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ცოდოა, თუმცა 6 თვე სტაბილური თამაშები ნამდვილად სასარგებლოდ წაადგება.
გიზოგ
ჩაკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ცოდოა, თუმცა 6 თვე სტაბილური თამაშები ნამდვილად სასარგებლოდ წაადგება.
გიზოგ
გიორგი გამორჩეული იყო, მალე აღიდგენს ფორმას.
გიზოგ
დიდი წარმატებები ჩაკვეს, ნამდვილი ტალანტია, 45-50 მეტრიანი რეიდი რა ღირდა ეს იმას ნიშნავს, რომ შორს არაა ის დრო როცა სრულ ფორმას აღიდგენს.
შიში
მაგალითად ყაზაიშვილი ნომერ პირველი უსარგებლო ნაკრებში!!!
მაკა
ყაზაიშვილს რატო იძახებენ ნაკრებში საერთოდ ეგეთი უგულო უემოციო უპასუხიმგებლო მერე არაა მსოფლიოში ტიპი დადის არ დარბის საერთოდ გეგონება ვინმეძალით ათამაშებს წადი ბიძია კორეაში და იქ იარე
თემური
საბა თუ ენერგიას აღიდგენს საღოლ მაგას რა! ბურთების სხვაობა რა იცი როგორ დაგვჭირდეს, თორემ საბაც გამოეცვალა მეორე ტაიმში იქნებ ჯობდა! სანიოლმა არ გარისკოს და წიტაიშვილი (მაგარი მუშა ფეხბურთელია) დაასვენოს 5 - ში, სულაც 12 ივნისამდე! სანიოლი თუ მართლაც კარგი მწვრთნელია კარგად დაინახავდა გუნდს სად არ გამოდის თამაში! კი ვიძახით მაგარი ბიჭები, კარგი თაობა მოვიდაო, მაგრამ იმათაც ხო ყავთ მაგრები... მოკლედ ზეგამდე რა ბიჭებო!
buba
დაველოდოთ. თეთრი, შავი აბანოში გამოჩნდება!...
შავი კაცი
ვილი სანიოლი მაგარად მიერგო ჩვენს ნაკრებს და მართებული ხედვა აქვს..ანალიზსაც სწორად დებს და არ წუწუნებს წინა მწვრთნელებიდან განსხვავებით ტოპ კლუბების ფეხბურთელები არ მყავსო, ეს კი მისასალმებელია.. მადლობა სანიოლს და ნაკრების წევრებს.!
მერაბი
ჩაკვეტაძე რიგ მომენტებში იმ ადრინდელ ჩაკვეტაძეს მაგონებდა, ჩემი აზრით ორი წელი საქართველოს ჩემპიონატში უნდა გაატაროს. ლიდერებში. ვისურვებდი ბათუმის გუნდში ჩარიცხულიყოს.
zaza
რეალურად ამ თამაშში კვარა და საბა იყვნენ საუკეთესო ფეხბურთელები, მიქაუტაძემ გოლს თუ არ ჩავთვლით იკარგებოდა და ბევრი შეცდომაც დაუშვა. ბულგარეთთან იმედია ბუდუს დააყენებს, კვარა თამაშის დროს ცენტრში იწეოდა და იქიდანაც რამდენჯერმე გაამწვავა. ფლანგური გარღვევები კვარას და საბას შეუძლია და იქ ბუდუ მიხედავს საქმეს. იმედია ბულგარეთთან მარტო ჩვენი ჯოკერის(კვარა) იმედზე არ ვიქნებით და ყველა შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, თორემ ისე ძალიან გაგვიჭირდება.
kaka
მაკედონია კარგად ტამასობს ვიდრე საქარტველო სიმარტლე ეგ არი სამწუხაროტ
კონსულტანტი
ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
Mosexoneli
კაიც კაიც შენ შეგიწუხდა გული:)
გიო
ბულგარეთან და მაკედონიასთან რთული მატჩები გველის იმედი მაქვს გავიმარჯვებთ წარმატებები ნაკრებს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რა დროს არა გვყავს ქვილითაია? ეგ რო ფორმაში ყოფილიყო მერე გენახატ ქათმების კრიახი. ფაქტიურად ნახეარი გუნდი დაგვრჩა, თამაშსაც დაეტყო...
გიორგი
პირველი საქართველოა
დავით 67
1გიბრალტარი იქნება, ორი აზრი არაა)
გიორგი
ჩაკვეს თამაში მომეწონა,ცოტა თავდაჯერებასაც დაიბრუნებს და უკეთესადაც ითამაშებს,არ დანებდე ჩაკვეეე!!
რირი
1 მაკედონია 2 საქართველო 3 ბულგარეთი 4 გიბრა ეგრე დამთავრდება აი ნახავთ
ზურა
ეხლა ნახეთ წინა დღეების ჩემი კომენტარები და ანგარიშის პროგნოზი რასაც მთელი კვირაა ვამბობ
Jaba
12-ში მოსვლა შემდეგ ორ თამაშზეა დამოკიდებული და იმედია ისეთი შედეგები იქნება, რომ ბილეთებზე თბილისში ბრდღვნა იყოს. წარმატებები ჩვენ.
ეეე
უსაბაობამ, კი არა უმწვრთნელობამ არ მიგვაღწევია მაშინ შედეგი, საშა ჩივაძე, როგორც ფეხბურთელი უდიდეს იყო, პროფესორს ეძახდნენ, მარა როგორც მწვრთნელი არ ვარგოდა, აი მაშინ გვინდოდა ტოპმიოლერი და კუპერი და ვანახებდით ყველას რაც შეგვეძლო, ეჰ არ ღირს წარსულზე დარდი.
თენგო
ჩაკვე უფრო მოუმატებს ნახეთ ჩაკვე შემდეგში
თემური
სანიოლის კარგი შეფასებაა ჩაკვეზე, ლობჟანიძეზე და მიქაუტაძეზე! გიბრალტართან ბოლო რეპეტიცია იყო! ყველა ველოდებით 5-ში ბულგარელებთან თამაშს! წარმატება ბიჭებს!
100%
ვილის მიაწვდინეთ ხმა, რომ კარგი თაობა ყავს დღეს საქართველოს და მაქსიმუმი გამოადნოს. ლობჟანიძეზე რასაც ამბობს, ერთს ვიტყვი მეც: ჩემი აზრით არანაკლები თაობა გვყავდა ქინქლაძეს და არველაძეების დროს, (ყველას პატივს გცემთ, უბრალოდ ასე ვიხსენებთ, იმ თაობას). მაშინ არ გვყავდა, ზოგადად ,,საბა,, ყველა იდივიდუალისტი იყო და ჩემი აზრით, უსაბაობამ ვერ მიგვაღწევინა მაშინ მაღალ საფეხურს.
zurab
" ზოგიერთი მოთამაშის ნაკლები კონცენტრაცია ვიხილეთ. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ". მართალია.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება