იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება. მოგეხსენებათ, გუშინ გამართულ მატჩში „კვარამ“ აქტივში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა კი გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

იტალიური გამოცემა Spazionapoli აღნიშნულ შეხვედრას ეხმაურება:

„ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას ევროპის გარშემო. "ნაპოლის" მარცხენა ვინგერმა საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის პირველ გამართულ მატჩში გიბრალტართან ულიდერა. ამ მატჩამდე ხვიჩა ბათუმის "დინამოში" იტანდა გოლებს და არიგებდა ასისტებს, თუმცა ახლა უკვე მისი შედეგიანობა ნაკრებშიც მსგავსია".

მეორე ნეაპოლური გამოცემა mondonapoli ქართველის შესახებ წერს:

„ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ნაკრებს წინ მიუძღვის და თავს გატანილი გოლითა და ასისტით იჩენს. პირველი გოლი ბრწყინვალე გამოვიდა, ფეხბურთელმა ბურთი ლამაზად მიიღო, დაამუშავა და მეკარეს თავზე ოსტატურად გადაუგდო. ნეაპოლელი გულშემატკივრები"კვარას" ხელგაშლილები ელიან".

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი კვირას, 5 ივნისს, ბულგარეთის წინააღმდეგ გაიმართება.

Status quo
იტანდა გოლებს მაგარია.ლევან, ქართულს ვინ გასწავლიდა?
აკო
ალბათ საუკეთესო კომენტარი რაც ამ საიტზე წამიკითხავს. გეთანხმები 100 პროცენტით
Skeleton
პირველ რიგში ფეხბურთი ყველასია, ნაცისაც, ქოცისაც, კონსერვატორისაც და ლიბერალისაც. ამ ქვეყანაში ყველა ერთად ვცხოვრობთ და კაცობრიობა იმისთვის განვითარდა, რომ ერთმანეთს განსხვავებული აზრების გამო თავები აღარ მოვაჭამოთ. ძალიან ვწუხვარ ბატონ სოსოს, რომელიც ყოველთვის უმაგრეს ანალიზს აკეთებს მატჩებისას, ვიღაცამ "ნაცი" უწოდა, თან ასე ჰაერზე. და რომც იყოს ვინმე აქ ნაცი ან ქოცი, არ აქვს აზრის გამოხატვის უფლება თუ როგორ არი? პირველ რიგში ადამიანია ხო? მე ჩემს თავს ლიბერალად მივიჩნევ და აქ ძალიან ბევრისგან მოვისმინე, რომ ლიბერალები თურმე ქვეყნის მტრები ყოფილან, დამიჯერეთ მეგობრებო, ერთადერთი ვიყავი ამ გვერზე, ვინც იმ საშინელ დღეებში ხვიჩას ბოროტი მასისგან იცავდა და ლიბერალობა პირველ რიგში სხვისი შრომის დაფასება და სხვა ადამიანის აზრის პატივისცემა მგონია. რომელ მხარესაც არ უნდა დავინახო ადამიანი უსამართლოდ იჩაგრებოდეს, არ არსებობს არ გავაპროტესტო. ამის გამო თუ ვარ ქვეყნის მტერი, ვიყო, არ არის პრობლემა. უბრალოდ ადამიანები ისე მივეჩვიეთ "იზმებით" საუბარს და ერთმანეთისთვის ნაცისტის, ქოცისტის, მიშისტის და ასე შემდეგ წოდებას, ვერც კი ვხვდებით როგორ ჩავეფლეთ ჭაობში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეროვნული ნაკრები ყველასია, ყველა იდეოლოგიის ადამიანის. ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას და აქ მაინც ნუ გავამარჯვებინებთ ბინძურ პოლიტოკოსებს, რომლებსაც ჩვენს მიერ ერთმანეთის ჭამის ხარჯზე აქვთ და ემატებათ რეიტინგი. წარმატებები!
ყოჩაღ ხვიჩა.
ტექნიკურად, რთული არ იყო, მაგრამ, მომენტში დიადი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნია. ვიცი ბევრი ამას, არაფრად ჩააგდებს.
კაპიტან გარდენბურგი
სასწაული კომენტარი :) ძალიან მომეწონა!
აკას
რაო ბოღმა, აბა თავი გაბერე
ლევან მაღლაკელიძე
ხვიჩას მეტი შეუძლია და ამას მომდევნო თამაშებში დაამტკიცებს კიდეც. ხოლო გასული მატჩის ლიდერი უდავოდ საბა იყო. მიქაუტაძეც კარგია და ჩაკვესაც არა უშავდა, ეგეც მოუმატებს. აბუს მომატებული აქვს. წიტაიშვილიც კარგია. კიტე თუ ჩადგა ფორმაში, ხო კაი. მგონი დგება ნაკრები
სოსო
შენ ვითომ ხუმრობ და სამხრეთ იტალიაში ისეთი გიჟი ფანები ცხოვრობენ,არც ეგ არის გამორიცხული.მთავარია კარგად ითამაშოს.
დათო
…სოსო, მართალი კაცი ხარ!!! ყოჩაღ!!!
სოსო
სოსოს-ს.ორი დღის წინ,გია გრიგალავას გამოვესარჩლე,როცა სულით რუსიაო დააბრალეს და დღეს უკვე მეორე შემთხვევაა,როცა მეუბნებიან,ნაცი ხარ და ტეხავს ნაცობაო.ისეთი ორაზროვანი უაზრობაა,არ ვიცი,გავიცინო თუ მეწყინოს.თუ კლასიკურ ნაციონალობას გულისხმობენ,საკუთარი ერის სიყვარულს რომ გულისხმობს,მაგას რა სჯობია,მაგრამ ეს რატომ უნდა ტეხავდეს,ეგ ვეღარ ჯდება ლოგიკაში და თუ დღევანდელი ნაცების მიმდევრობას,მაშინ ეს მართლაც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის,თუმცა არც ეს ჯდება ლოგიკაში,რადგან რუსეთში მოთამაშე გია გრიგალავას ღირსების დაცვა,ნაცისტებისაგან გამორიცხულია და ვერც ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარული გამოდგება,ნაციონალობის საბუთად.ისიც ხომ რუსეთში თამაშობდა და იმდენი ქვა და ლაფი ესროლეს,ბევრს თამაშზე ხელს რომ ააღებინებდა.მაშინ მასაც საკმაოდ აქტიურად გამოვესარჩლე.ამიტომ გთხოვ, უფრო გასაგებად განმარტო რას გულისხმობ და შევეცდები არგუმენტირებული პასუხი გაგცე.
აკა
ხოო, სლუცკიმაც დაარქცა ხო..
ქართველი
ნამდვილად ქართველი ხარ მეგობარო ასეთი სიმართლე არავის უთქვამს გენაცვალე კაი ადამიანიხარ
სოსო-ს
აუ სოდო რა ნაციონალი ხარ,როგორ არ გიტყდება ნაცობა?
სოსო
მიშას.უკვე სამი დისლაიქია ავთოს პოსტზე.ეტყობა გოლი და პასი ეცოტავათ.სამი გოლი უნდათ,ყოველ თამაშში და როგორ გაამტყუნებ?

წარმატებას უსურვებს ადამიანი და დისლაიქებს უწერს სამი კაცი :)) რანაირი ხალხი არსებობს
მიშა
და იმ ორს, რა არ მოგეწონათ ამ კომენტარში?
ადეკვატური გულშემატკივარი
ეს ბიჭი თამაშობს მთელი გულით და ანთებული თვალებით. არ აქვს მნიშვნელობა შვედებს ეთამაშება თუ გიბრალტარელებს, პროფესიონალიზმი რა არის ამ პატარა ბიჭისგან უნდა ისწავლოს ბევრმა. აი თუნდაც იმათმა, ვინც ღლიცინებს გიბრალტარს თუ მოვუგეთ დიდი ამბავიო. კომენტატორებმაც, რომლებმაც თავიდანვე თქვეს, ისედაც ვიცით ეგ თამაში მოგებულიაო... მეტოქეს რომ ზემოდან უყურებ არაპროფესიონალიზმის პიკია და ფსკერია, ან უფრო მაღალი დონის ნაკრებს რომ ეთამაშები და შენი თავი გგონია არარაობა იმათთან შედარებით. აი ეს გვაქვს ყველას სასწავლი, გულშემატკივრიან ფეხბურთელებიანად და მერე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ, რომ რაღაც გვეშველა, მანამდე არა. უკიდურესობების მენტალიტეტი გვაქვს, ან სხვაზე უპირატესად უნდა ვიგრძნოთ თავი, ან დაჩაგრულად და მერე თვითგვემა დავიწყოთ... ერთი მერცხლის ჭიკჭიკიც ვერ მოიყვანს გაზაფხულს სამწუხაროდ. ან ბიჭს თავისი დონის და მენტალიტეტის თანაგუნდელები სჭირდება გვერდით. არავისზე ნაკლები ან მეტი არ ხარ, როცა მოედანზე გადიხარ. იმათაც და შენც ზუსტად ერთნაირად გაქვთ მოცემული 90 წუთი და ზუსტად ერთნაირად ორი ხელი , ორი ფეხი გაქვთ. რა და როგორ იქნება, ყველაფერი შრომის და მონდომების შედეგად გადაწყდება. დაიმახსოვრეთ ქართველებო! არავისზე ნაკლები არ ხართ და თუ იგრძნობთ, რომ ვინმეზე მეტი ხართ, ზევიდან არასოდეს გადაიხედოთ, თორემ ეგრევე ჩამოვარდებით. წარმატებები!!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხვიჩას ქქგალე! წიმოძინეფ ჯიმა! ქაჯინ იტალიელეფს კლას!
ავთო
წარმატებები ხვიჩა !! პერსონალურად ვქომაგ ამ ადამიანს და მაგრად მინდა ბულგარეთთანაც გოლი და ასისტი მიითვალოს !!
ქუთაისელი
ეს ბიჭი იმდენი იზამს, რომ იტალიელები ხვიჩას დაარქმევენ თავიანთ ბიჭებს. :დ და ნეაპოლის ფართო ქუჩებში ივლიან: ხვიჩა ფერარი, ხვიჩა ძოლა, ხვიჩა მალდინი და ა.შ. :დ
ვაჟა მასწავლებელი
ხვიჩას ვულოცავ ნაკრების პირველ გამარჯვებას! ხვიჩას უნიკალურობა იმაშია, რომ პირველი გოლის ეპიზოდში ალბათ ფეხბურთელთა 90% დაბალ ბურთს ძლიერად დაურტყამდა, მეკარეც იგივეს ელოდა.
Herbst
მის ინსტაგრამზეც სულ იტალიური კომენტარებია. ზოგი თრანსლეითში თარგმნის და ქართულად უწერს :))
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა