ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მეოთხე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენი ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის ნაკრებს და დაშავებულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.

29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.

წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, ისევე როგორც აზაროვი და გიორბელიძე - თავის გამოჩენის შესაძლებლობა მათაც მიეცათ.

საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ 3 შესანიშნავი მეკარე გვყავს. მამარდაშვილი "ვალენსიაში" თამაშობს და მისი სასტარტოში დაყენება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა.

აზაროვი ბულგარეთში კარგად გამოიყურებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი ძალების გადანაწილებაა და ირაკლიმ ჩრდ. მაკედონიაში ამის გამო არ ითამაშა.

ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანად მოვიქცე. როცა ასე ხდება, ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამივე შეხვედრაში ტრიბუნაზე ისხდნენ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და მონდომება არ აკლიათ. ჩაკვეტაძე მუდმივად იღიმოდა.

რაც შეეხება მიქელთაძეს - ზივზივაძე და მიქაუტაძე კარგ ფორმაში არიან და მას შემადგენლობაში მოხვედრა ამის გამო უჭირს".

T.q-s
რა სამწუხაროა რომ ცენზურის გამო შენს ოჯახს ვერ მოვიკითხავ…
Bacho
რას ქვია მოვაგებინოთ სკოლის ჩემპიონატი ხო არაა. ც ლიგაში საუკეთესო პირველადგილოსანი ფლეიოფს სახლში თამაშობს და ტინგიცის დროა? 3 თამაში მოვიგეთ და უკვე აათამაშა ხალხმა ერთი ადგილი. რატომღაც არ მახსოვს ვინმეს როდესმე თAმაში მოეცა ჩვენთვის. მოვაგებინოთ კი არა თავზე უნდა გადავახიოთ ბურთი. რაც ჩვენ მაგათ გავუმწარებივართ...
Bacho
ბირთვი უკვე გამოიკვეთა და ამ ფეხბურთელების გარშემო უნდა გაგრძელდეს შენება. არის კიდე რამდენიმე ფეხბურთელი ვინც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას. ბერიძე რომ არ გამოიძახა გასაკვირია და მიქელთაძე როგორც ვიცი გამოიძახა ქვილითაიამ რომ ტრავმა მიიღო და ჩამოვიდა ავსტრალიიდან მაგრამ განაცხადში არაა რატომღაც. ძალიან დასაფასებელია რაც ოქრიმ ნაკრებისთვის გააკეთა. ერთ ერთი ყველაზე მიმწოლი და შედეგიანი ფეხბურთელია ვისაც ნაკრებში უთამაშია და ორი მოსაზრებაა:1) მისი გამოცდილება კიდევ დაგვეხმარება შედეგის მიღწევაში და 2) ამ ახალ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით აღარ არის და ახალი გუნდის შენება ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა მოხდეს. შეტევაში მაღალი კონკურენციაა და შესაძლოა მისმა ძირითადში გამოჩენამ დისბალანსი გამოიწვიოს მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით.მაგალითად ეპიზოდში თავის თავზე თამაში ვერ აიღოს დავითაშვილმა, ლობჟანიძემ ან სხვამ ვინმემ. ვაკომ უკვე გადაინაცვლა სკამზე და მშვენივრად ერთვება სკამიდან. ქვილითაიაზე და კაჭარავაზე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ იმედია თავიანთი ბოლო თამაშები უკვე ითამაშეს ნაკრებში. ჩაკვეტაძის ძველ ფორმას და გამარჯვებას გისურვებთ. საქართველო - ბულგარეთი 3-0 გოლები: ჩაკვეტაძე, აბურჯანია, მიქაუტაძე
ლუკა
მე ვფ იქრობ რომ ჩვენი ფეღბურთელები უშიშრად ნამდვილად არ თამაშობენ.
ილია
100% მაგის ბრალია . თუ შემადგენლობას გადავხედავთ, თითქმის ყველა კმაყოფილი ვართ ხოლმე სასტარტოთი. და თუ ვინმე არ მოგვწონს, ზუსტად იმათ ცვლის ხოლმე თან დროულად.. (ვაისივით არაა)
სიმონ სვანიძე
ბულგარეთის მწვრთნელი ამბობს სტრესის მიუხედავად მოვიგებთო და რომც ვაჩუქოთ,იტყვიან მაინც მოვუგეთო და ვერ გამიგია რატომ უნდა ვაჩუქოთ? კი ბატონო,სხვა თემაა მომხდარის გაზიარება და თანადგომა მინდორს გარეთ
ლევან მაღლაკელიძე
სამართლიანობა არის ყველა წარმატების საწინდარი. ვცდილობ სამართლიანი ვიყოო, რადგან ეს გუნდზე დადებითად აისახებაო. ამიტომაც დაიწყო გუნდმა თამაში. იყო სამართლიანობა ვაისას დროს? ან მანამდე? როცა ფეხბურთელს დამსახურების მიხედვით იძახებ და არა საახლობლოთი, ბიჭები აფასებენ ამას, ხვდებიან რომ თუ ითამაშებენ შანსი მიეცემათ, ასე განვითარდა ევროპა და კი ვხედავთ რა ფეხბურთსაც თამაშობენ, რა ქვეყნები აქვთ აშენებული. ესაა განვითარების საფუძველი. ყოჩაღ სანიოლ
T.q
რა სამწუხაროა ცენზურის გამო დედისგინება რომ არ შეგვიძლია
ვალენსია რუსთავი
ისე მოდით რა ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ საბჭოთა კავშირობა. ძალიან გული მეტკინა რაც შეემთხვათ. გამოვხატოთ მწუხარება და სურვილი რო მომავალში ესეთი რამე არ განმეორდეს. ეგ ავტოავარია არ უნდა აისახებოდეს ანგარიშზე. გადარჩა კაცი და ძაან კაი. მახსოვს ტაშკენტის ფახთაქორი რო დაიღუპა თვითმფრინავის ავიარიის გამო. მთელი გუნდი დაიღუპა მაშინ. ხოდა ისიც მახსოვს მოსკოვის გუნდები მერე რო 3-0 ლებს რო უგებდენ . მგონი სპარტაკმა 5-0 მოუგო. ჩვენები ჩავიდენ და განგებ წააგეს . მიუხედავად იმისა რო იმ სეზონში იმ გუნდს მიცეს შეღავათი და არ გავარდა ბოლო ადგილიდანაც კი მაგრამ ის იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენების ღირსეული საქციელი. აგერ უკრაინაში ომია და უელსს თამაში არ უჩუქებია. ასე რომ ბიჭებო. მოიხსენით კომპლექსები. პატივისცემა და თანაგძნობა მოედნის გარეთ. არავისთან ვალში არა ვართ. ღმერთმა არ ქნას და ჩვენ რო იგივე შეგვემთხვეს სხვა ქვეყანაში, გვაჩუქებენ თამაშს.? რაღაც არა მგონია
მწრთვნელი
ტაქტიკა არ შეცვალო ვილი, არავითარ შემთხვევაში! ჯერ არა ვართ მთლიანდ მზად,რომ მთელი თამაში თავზე დავაჯდეთ ბულგარეთს! ჩვენი თამაში კონტრშეტევები და სწრაფი ფლანგებია!
ბესო
უშიშრად როცა თამაშობენ კი , შედექიც სახეზეა . მაკედონიასთან პირველ ტაიმს უშიშრად თამაშს ვერ დავარქმევდი .
შავი კაცი
ბოდიშს მოვიხდი მეგობრებო მაგრამ ამის ატანა აღარ შეიძლება აუცილებელია ესეთი პროვოკატორი არსებებზე ბანის დადება საიტის მხრიდან ნუთუ ასე გტანჯავთ ნაკრების წარმატებები და მიღწევები? რააა ყურადღებას სხვა ვერაფრით იქცევთ და ამაში ხედავთ გამოსავალს რომ დისლაიქები მოაგროვოთ? თუ მერე როდესღაც სადაც ფეხი დაუცდება ნაკრებს იქ გაიხსენოთ ხომ ვამბობდიო.? ვერ მესმის ასეთი უსუსურობის და სუსტი ადამიანების ვინც ერის და ბერის წინააღმდეგ რაღაც უაზრო გასროლილ წვეტიან აზრებს აფქვევს..უბრალოდ საცოდავებად გამოიყურებით,ქართველი ერის ჩვენი სირცხვილი ხართ და მადლობა რომ არსებობთ იმიტომ რომ,თქვენ გვაძლიერებთ ჭეშმარიტ და ნამდვილ ქართველებს ჰუმანურებს და უბრალოდ კარგ ადამიანებს,თქვენ რომ არა ბოღმიანი,ბოროტი და კარგი განუსხვავებელი იქნებოდა.. მთელს საქართველოს ეცოდებით და იმედია რამე გამოსავალს ვიპოვით რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გიმკურნალოთ ან რაიმე ნორმალურის და ადეკვატურის დაწერა გასწავლოთ.. რაც შეეხება ნაკრებს: ,,ჩვენ ვართ საქართველო" მადლობა პირველ რიგში მწვრთნელს ადეკვატური შეფასებისთვის და ამომწურავი პასუხებისთვის.. მადლობა ჩვენს გმირებს და პატარა თაობის კუმირებს ეს ზღაპრული დღეები და წამები რომ გვაჩუქეს ყოველი პატრიოტი ქართველი თქვენით ამაყობს და თვალებ ანთებული მჩქეფარე გულით მოუთმენლად ველოდებით მომდევნო თამაშსს და შემდეგ თქვენი ყოველივეს კარიერაში წინსვლას, გვეამაყებით და გვჯერა რომ სწორ გზაზე ვართ და დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით. რათქმაუნდა დიდი მადლობა ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს ამბავი ახარებს რაც ნაკრებში ხდება.. ჰიმნი ერთხმად შევასრულოთ ფეხზე დამდგარი და ვნახოდ ვის უტყდება ამის გაკეთება))
ამო
არ ვამბობ, რომ კომენტარი სადღეგრძელოს უნდა გავდეს, მაგრამ შეურაცმყოფელიც არ უნდა იყოს.
kobi
ძალიან ნუ გაშლი ფრთებს,კარგია რომ იგებს ნაკრები მაგრამ მთავარია პლეიოფები,იქ მოგებაა მთავარი..
ჰაჰა
მთავარია წინსვლა გაგრძელდეს. ყურადღება არ მოადუნოთ, ბულგარელებს ქაშვეთში ულოციათ. როგორც ინფორმაცია მომივიდა, მგონი ცხვარიც შეწირეს.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება