ბულგარეთთან ერთა ლიგაზე ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქარველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"4 თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არ მოელოდა. გასაგებია, რომ დღეს იმედგაცრუებულნი დავრჩით, მაგრამ ეს კარგის ნიშანია და სექტემბრის მატჩებისთვის გამოგვადგება.

გასული წლის ოქტომბერში, კოსოვოსთან სტუმრად გამარჯვებიდან მოყოლებული, ბრწყინვალე მოგებათა და გოლგაუშვებელი სერია გვქონდა და ახლა თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს.

90 წუთის განმავლობაში, ბულგარელებს საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, ასე რომ, დაცვის ხაზით კმაყოფილი ვარ.

შემადგენლობაში ცვლილებები ფორმატიდან გამომდინარე იყო. როცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შემოგყავს, შემდეგ თამაშის გაგრძელება ისე მარტივი არაა, თუმცა ეს აუცილებელი იყო.

საბა ლობჟანიძე ბოლოსაც აქტიური იყო და გადავწყვიტე, რომ ოთარ კაკაბაძე აღარ შემომეყვანა. რამდენიმე მოთამაშე დაღლილი იყო, თუმცა მაინც გადავწყვიტე, მეხუთე ცვლილება აღარ გამომეყენებინა.

გიბრალტართან შეხვედრისგან განსხვავებით, ბოლოს "საწვავი ამოგვეწურა" და დაღლილობა დაგვეტყო. თუმცა, შანსები იყო - ბულგარეთის მეკარემ რამდენჯერმე კარგად ითამაშა, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. დღეს პრობლემა ფიზიკური მომზადების კუთხით იყო. შემდეგ თამაშებს იმედიანად ვუყურებთ.

შემადგენლობის ცვლილებების მთავარი მიზეზი ფორმატია. შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში ერთი და იგივე შემადგენლობით 4 შეხვედრაში ითამაშო. შესაძლოა, მე მყავდეს ფავორიტი თერთმეტეული, თუმცა მათი მუდმივად გამოყენება ასე მარტივი არაა. კარგია, რომ გუნდში კონკურენციააა, 29 ფეხბურთელი მყავდა გამოძახებული და მეტ-ნაკლებად ყველათი კმაყოფილი ვარ.

პრობლემა მხოლოდ მომენტების გამოუყენებლობა არ ყოფილა, ბურთი საკმაოდ ნელა მოძრაობდა. წიტაიშვილის შემოსვლის შემდეგ, 3-5-2-ზე გადავედით. დღეს მთავარი პრობლემა მაინც ენერგიის ნაკლებობა იყო. 4 შეხვედრაში 10 ქულა კარგი შედეგია და გუნდს უნდა მივულოცოთ".

გრიშო
ყაზაიშვილი ამ ნაკრების დონე ვერაა..
ლექსო
თამაშისთვის არ მიცქერია,მაგრამ მომხდარის გამო დარწმუნებული ვიყავი ფრე დამთავრდებოდა
duscatto
mazgach asaki ici kazaishvilis?
კ ო მ ბ ლ ე
წესით ესეც უნდა ყოფილიყო, წაგება ვერ გაბედეს და ფრეზე შეთანხმდნენ, ტოტალიზატორს ძალიან გრძელი ხელები აქვს. რაც შეეხება სანიოლის ფრაზას;; „„პენალტი არ დაგვიდეს“! რაღაცით თავი ხომ უნდა ემართლა, რომ ვერ მოიგეს? ნუთუ კარგ გუნდს საწუწუნო უნდა ქონდეს პენალი არ დაგვიდეს და იმიტომ ვერ გავიტანეთო? ორი გაგეტანა და მესამე პენალით შეგვეძლოო გეტქვა არ ჯობდა? მარა გრძელმა ხელებმა ყველაფერი გადაწყვიტა, თორემ ამდენ მაყუთის წაგებას ნაღდად არ აპირებდნენ, ხომ გაგიგიათ? ხელი ხელს ბანსო, ჩათვალეთ, რომ ნახევარი ფეხი ევროპაზე გვაქვს. ისიც გეცოდინებათ „„დედის წინ მორბენალ კვიცს რა დაემართა“ ხოდა დაველოდოთ ევროპას. მიდი სანიოლ მიაწექი, ფრეს დედაც და ერთი წაგებისაც, უკეთესიცაა ზოოგჯერ, გამოგვაფხიზლებს მაინც.. ადრე სულ ვაგებდით და არ დავხოცილვართ, მკვდრები რომ ვეგონთ, თურმე ცოცხლები ვყოფილვართ.
qomagi
სანიოლმა გუნდი შეკრა და ეს ფაქტია, ნაკრები მოქოქილია გამარჯვებებისთვის და ესეც ძალიან კარგად გამოჩნდა,შეცდომებს კი ყველა მწვრთნელი უშვებს, ამისგან არავინაა დაზღვეული, მე ვგულისხმობ იმას შემტევი ფეხბურთელები შეტევაში უნდა იყვნენ ძირითადად გამოყენებული, მაგალითისთვის წიტაიშვილი და ლობჟანიძე ისინი შეტევაში უფრო სარგებელს მოუტანენ საქართველოს ნაკრებს ვიდრე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, დაცვით ფუნქციებს კი შესაბამისად მარჯვნიდან კაკაბაძე და მარცხნიდან აზაროვი ან გიორბელიძეც შეასრულებენ მათ მაგივრად.საბოლო ჯამში ივნისის თამაშები ძალიან წარმატებული გამოდაგა ნაკრებისთვის და გუნდი ლიდერია ჯგუფში 10 ქულით, ამისთვის სანიოლმაც და ფეხბურთელებმაც ძალიან ბევრი შრომა ჩადეს.წარმატებები ნაკრებს მომავალშიც.
ნოდო
ეს ყაზაიშვილი უკვე ასი წლისაა და გაუშვით გაერთოს,რა ნაკრები ჯოხით დადის ვერ ხედავთ..
სოსო
წავაგეთ?!ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩამძინებია.
მურმან შელია
გადასასვლელებზე,ცხენებს არ ცვლიან.7 ფეხბურთელი-იპროფესორა!!!
რობ როი
ჩვენს ნაკრებს კარგად გამოსდის დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა, ამას კარგი შედეგი მოაქვს როდესაც მეორე ნომრად ვთამაშობთ, რაც ძალიან კარგია, რადგან საშუალო დონის ევროპული გუნდების დიდი ნაწილი მეტნაკლებად უტევს. ბევრად უფრო რთულია როდესაც მოწინააღმდეგე ყრუ დაცვაში ზის. ძალიან ბევრ ძლიერ გუნდსაც უჭირს ასეთ დროს გოლის გატანა, მაგალითად რეალმა უმეტესი ქულები ყრუ დაცვაში ჩამჯდარ გუნდებთან დაკარგა ქულები. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია შორიდან დარტყმები, სტანდარტულები.
გულშემატკივარი
გახსოვთ თბილისში იტალიელებთან მატჩი? ერთი ექსმილანელის რჩევით მინდორი ასევე რომ მორწყეს და თუ ვინმე დაზარალდა, ჩვენი ნაკრები იყო. ისტორია მეორდება (შეიძლება იდეის ავტორიც)

ისე, შემადგენლობასთან დაკავშირებუთ ცოტა ზედმეტი ხომ არ იპროფესორა სანიოლმა?!
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ბიჭებს და მწვრთნელს კარგ სტარტს. დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა ამ 4 თამაშიდან 8 ქულაზე თანახმა ხართო? ორივე ხელს ავწევდით, რადგან ეს ორი მოგაბე და ორი ფრეა, ჩვენ კი 10 ქულა დავაგროვეთ, შესანიშნავი შედეგია. ერთად-ერთი რაშიდაც სანიოლს ვერ ვეთანხმები ეს მეკარის საკითხია, დღეს ქვეყნის პირველი მეკარე მამარდაშვილი უნდა იყოს, რადგან ის ჩვენი ხვალის დღეა, ყოველშემთხვევაში ოპი თამაში მაინც უნდა მიეცა გიორგისთვის.
ლაშა
ყაზაიშვილის რა შეუკიკინეთ.გამოიძახეს ჩამოვიდა ითამაშა რაც შეუძლია, გასატანი გაიტანა.
არტს
ადრე ორ თამაშს ვერ აბამდენ და აღდგენა ვერ მოვასწარითო ამბობდენ. ახლა სამი თამაში გადააბეს და ყველას გაუკვირდა თან გაეხარდა. მეოთხე თამაშზე ალბათ ისინი დააყენა ვისაც ფეხზე დგომა შეეძლო და მაინც საბოლოოდ 10 ქულა გამოვიდა. ფიზიკის პრობლემა სულ ქონდათ და ახლა გაუმჯობესება ნამდვილად იყო.
ზზზ
კუთხურებზე და ზოგადად სტანდარტებზეა მუშაობა საჭირო... ატასდრის არაფერი არ გამოგვდის თითქმის
შეტევა
მსაჯი საეჭვოდ ლმობიერად გამოიყურებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაისურზე ქაჩვის გამო უნდა მიეცა 2-3 ყვითელი.
გიორგი
ყაზაიშვილის გეთანხმები უეჭველი
არტ
ფაქტია , საერთო ჯამში წარმატებული ივნისი გამოვიდა. ამ თამაშს რაც შეეხება, სანიოლს ეს შეხვედრა ჩაუვარდა. აქ არ ვგულისხმობ შედეგს- შეიძლება ძალიან კარგი თამაში ჩაატარო მაგრამ ვერ მოიგო. ძალიან კარგი თამაში ნამდვილად არ გამოგვივიდა . სანიოლს მხრიდან თავი იჩინა იმან, რომ გამოუცდელი მწვრთნელია. იქ სადაც მარტივი გადაწყვეტილება იყო მისაღები - უძლიერესი შემადგენლობა დაეყენებინა, მან ე .წ. ტვინიკოსობა დაიწყო. აქ ამის დეტალურად განხილვის ადგილი არ არის. ერთი მინდა ვიკითხო - ვინ ყავს ასეთი პატრონი ყაზაიშვილს? არაფერს ვერჩი მაგრამ აღარ არის ნაკრების დონე ეს კაცი საუბედუროდ და ასეთ მატჩში სასტარტოში? და თან თითქმის ბოლომდე არ ცვლი? მაშინ როდესაც ნახევარდაცვაში ასეთი კონკურენცია გვაქვს. ან თვითონ ვერ გრძნობს?
nika
მადლობა ვილის და ბიჭებს. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ თუცა მიზეზთა გამო ეს ანგარიში ახსნადია. ფიზიკური მომზადება ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო ყოველთვის, დიდწილად გამოსწორებულია ეს პრობლემა თუმცა სამუშაო ბევრი ახალ დონეზე ასასვლელად. მეტი შანსი შეიძლებოდა გვქონოდა თუ ბურთს ბულგარეთს მივცემდით... ისინი კონტრშეტევებზე შესაძლოა ადვილად დაგვეჭირა ასეთი ხრიკით, თუმცა საწუწუნო არაფერია, პირიქით ...
კახა
არ გინდათ ეხლა ეს მოჩლექვა არ ვიცით პირველ ნომრად თამაში! ბულგარეთი არავის მოგაგონებდათ!? მადლობა ყველას მწვრთნელიდან დაწყებული ყველა მოთამაშით დამთავრებული დაატყო ხელი გუნდს ოღონდ თვითონაც სასწავლი აქვს რაც არუნდა ვთქვათ დამწყები მწვრთნელია და შედეგი დადო იმედია ბევრს იშრომებს წარმატებები ჩვენ ნაკრებს.
რობი
ვინც მინდორი ასე მორწყა მაგისთვის ხელებია მოსაგლეჯი! წაართვა ბიჭებს გამარჯვება! ბურთი ვერ დაგორავდა! ბიჭები მოკლე პასებს ვერ იძლეოდენ ნორმალურად უშვებდნენ ბევრ შეცდომებს!

ზუსტად ეგრე (თუ უარესად არა) გვბომბეს ფრანგებმა თბილისში და მაინც ვერ გაგვიტანეს. თან იმ გუნდში ვარსკვლავები იყვნენ. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ლოგიკური შედეგია და ვისიამოვნოთ 1 ადგილით. სექტემბერში კი ისევ გაივსება სტადიონი
ნოდო
ჩვენი გასამართლებელი საბუთია 10 დღეში 4 მატჩი ბულგარეტმა პირველი ითამაშა? 5 კაცი აკლდათ ცუდ ფორმაში არიან ვერ მოუგეს გიბრალტარს ინ ავარიის შემდეგ კინაღამ თანაგუნდელი გარდაეეცვალათ 2 დღის წინ გავუტანეთ 5 გოლი და თან ზედიზედ 2 კარგს სანაკრებო პაუზას ჩავატარებთ? გუნდი იყო ხოდზე და თან მოგებით ფაქტიურად ბე ლიგაშში დაგვრჩა გიბრალტარი გასვლა და მაკედონია სახლში 2ვე უფრო ძნელი ვიდრე დღებანდელი რამე ისე რო ვერ წავიდეს ყველა გაიხსენებთ ბულგარეთთან 0-0ლს და არავის გაგახსენდებათ სექტემბერში რომ ივნისში 10 დღეში 4 მატცჩი ვითამაშეთ და მეოთხე მატჩში გადაღლილები ვიყავით
ვაი შენს პატრონს გელა!
გეთანხმები )
დიმა
ხო რატომღაც 11 კაციანი დაცვის გარღვევა ყველას უჭირს
T.q
დაცვიდან არ ამოსულან ბულგარელები და რაც ითამაშეს უკეთესი შეიძლებოდა ეს ყველამ იცის მაგრამ არაუშავს მთავარია ბიჭებმა მონდომება აჩვენეს და წინ ვართ ცხრილში მადლობა გადავუხადოთ და დაველოდოთ შემდეგ თამაშებს სტადიონზე ანშლაგს მოგება მოუხდებოდა მაგრამ რას ვიზამთ არ გაგვიმართლა და გაუმართლათ ბულგარელებს რომ არ წააგეს.
სიმართლე
ბოლოში რომ შემადგენლობა გვყავდა იმით უნდა დაგვეწყო და შემდეგ უნდა შემოეყვანა სასტარტოში დღეს მყოფები და მოვიგებდით მინიმუმ ორით ნულს. შეცდა ვილი, მაგრამ არაუშავს, მთავარია ბიჭები თავის თავზე მუშაობენ და ეს ვილის დამსახურებაა
სტალინი
ეს თამაში სამწუხაროდ სანიოლმა წააგო, სიმართლე ესაა. ზოგადად დიდი მადლობა მას ესეთი ბრძოლისუნარიანი და ჟილკიანი გუნდის შექმნისთვის, ბოლო თამაშში კი ზედმეტი ექსპერიმენტი გამოუვიდა.
Hei
ვინც საღად აზროვნებდაა არიფიქრევდა საქართველოს მოგებას ისეთი პირი უჩანდა ჯობდა გადადებულიყოოო სანიოლი არაფერ შუაშია…
გელა
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,რომ უეჭველი მოსაგები თამაშები ვანიაოთ იმის გამო რომ წინა სამი თამაში კარგად ვითამაშეთ.ბულგარეთი არ იყო გადაღლილი? ყველა ელოდა რომ მეორე ტაიმში მწვრთნელი რაღაცას შეცვლიდა.ასეთ შეცვლას ჯობდა,რომ თავიდან საერთოდ არაფერი შეეცვალა.მაკედოინიასთან წაგება მომაგონა ამ თამაშმა.
გელა
მიუხედავად იმისა,რომ ბოლო თამაშებში მომეწონა ბევრი რამ,განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი მაკედონიასთან,ასევე გასაგებია,რომ გადაღლილები იყვნენ,მაინც მგონია,რომ რომ არა სანიოლის შეცდომები,ამ თამაშს მივიგებდით.
ჩემი აზრით
ხომ არ აჯობებდა წიტაიშვილი,დავითაშვილი და ზივზივაძე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოეყვანა.სწორედ ეს სამეული იყო მაკედონიასთან მთავარი შემოქმედი.
roma bejanidze
მადლობა ვილი. მადლობა ბიჭებს. მაინც მაგარი თამაში იყო. ცალკარა თამაში და ავტობუსი ვერ გადავაყენეთ მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მაგარი შედეგია 10 ქულა. ღმერთი ჩვენსკენ.
ილია
1) ყაზაიშვილი საერთოდ ამოვარდნილი იყო შემადგენლობიდან. ჩაკვეტაძეს ველოდი. 2) დვალი საერთოდ ტყუილად იდგა.. შეეძლო მოეხსნა საერთოდ. მეტი შენიშვნა არ მაქვს.. ხვიჩა, კაშო, ხოჭო, საბა, მექვაბა და აზარაც მომეწონა ძაან.
დავითი
არაფერს ვიწუნებთ. კი, კარგი იქნებოდა 100% შედეგი, მაგრამ ვილის ვეთანხმები. დაიღალა გუნდი. მარა 1-0 უნდა მოგვეგო. პენალტი იყო!
G.LA
ვერ გავიგე მეორე წუთზე პენალტის დანიშვნა არ შეიძლება თუ ვერ გარისკა? მცველი წაიქცა და ხვიჩა წააქცია, სხვა რაღაა პენალტი? გოლის შემდეგ ბულგარეთი ავტობუს აღარ ჩაგვიყენებდა. ბიჭებმა ბევრი ეცადეს და ვერ ვიტყვი ცდა დააკლესთქო. ყაზაიშვილი ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს და არაა საჭირო დვალიშვილათ ვაქციოთ. მადლობა ვაკოს და წარმატებები. მექვაბიშვილი ჯერ არაა მზად ძირითადისათვის. ლობჟანიძე სულ რაღაც აკლდება. ამით არაფერი ისეთი არ მოხდა პირველზე რომ ვერ გავიდეთ. მჯერა დარჩენილ 2 შეხვედრას მოვიგებთ, თუმცა ერთის მოგებაც საკმარისია. მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. წარმატება საქართველოს.
სოსო
გეთანხმები ვილი ყველაფერში 10 დღეში ვერ ჩაატარებ ერთი შემადგენლობით შეიძლება გვაქ კითხვები შემადგენლობაზე მაგრამ ვილიზე კარგად არავინ იცის ვინ იყო ამ მომენტში ფიზიკურად მზად საერთო ჯამში მადლობა იმ იმედისთვის რაც გაგვიჩნდა, ჩათვა ეს ფრე მაკედონიაში ვითამაშეთ
დიმა
დიდი მადლობა ვილის და ბიჭებს. ნაკრები შედგა, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. ბულგარეთმა კიდე ავტობუსი ჩააყენა, ამას დამატებული გადაღლილობაც, ზე კმაყოფილები ვართ გულშემატკივარი.
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა