27 წლის ტოგოელმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ვექილებთან კონსულტაცია გაიარა და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩივილს აპირებს
27 წლის ტოგოელმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ვექილებთან კონსულტაცია გაიარა. ის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. ადებაიორის რისხვა რობერტო მანჩინის ქცევამ გამოიწვია. მან აღმოაჩინა, რომ ექვს ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ისტლენდელთა პირველ გუნდში არ არის. ოდესღაც 25 მილიონ ფუნტად დაფასებული ფორვარდი ამბობს, რომ ადვოკატებმა მას სასამართლოში გამარჯვების იმედი ჩაუსახეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტოგოელმა, რომელიც გასულ სეზონში „სიტის“ „რეალში“ ჰყავდა გაქირავებული, თქვა:

„ასეთი მოპყრობა შეუარცხმყოფელია და „მანჩესტერ სიტის“ კარგად ახასიათებს. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აპირებენ გადაქცევას, მეორე მხრივ კი, ადამიანები, რომლებიც „სიტის“ სათავეში დგანან, საპირისპიროდ იქცევიან. ამხელა კლუბში ერთ კაცს არ ეყო კაცობა, მოსულიყო და ჩემთან პირისპირ ელაპარაკა.

ერთადერთი, ბრაიან მერვიდის მდივანი ქალისგან მივიღე შეტყობინება, რომ 9 ივლისს ვარჯიშები იწყება და ბაზაზე უნდა გამოვცხადდე. ამ ქალის გვარიც კი არ ვიცი, „სიტიში“ მას ყველა კლარის ეძახის. შემდეგ ბიჭებს გადავურეკე და გავიგე, რომ პირველი გუნდი 8 ივლისს ამერიკაში მიემგზავრება. ამრიგად, გასაგებია, რომ „სიტიში“ არ ვუნდივართ, მაგრამ დარეკვას რა უშლიდა ხელს? წარმოგიდგენიათ, ბრაიან მერვუდმა მდივან ქალს ჩემთვის მეილის გამოგზავნა დაავალა“.

პირველ გუნდს მიღმა დატოვეს სხვა მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებიც: როკე სანტა კრუსი, კრეიგ ბელამი, შეი გივენი, უეინ ბრიჯი, ნედუმ ონუოჰა და მაიკლ ჯონსონი, თუმცა მათგან განსხვავებით ადებაიორი არ აპირებს ბედს შეეგუოს და მორჩილება გამოუხცადოს კლუბს, რომელმაც ორი წლის წინ მასში „არსენალს“ 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ტოგოელმა დასძინა:

„რა აზრი აქვს ჩემთვის ბაზაზე მისვლას, თუ მთელი გუნდი ამერიკაში იქნება? რაღა იქ მივიდე, სხვაგან ვივარჯიშებ ჩემთვის“.

ემანუელ ადებაიორს, კონტრაქტის თანახმად, „მანჩესტერ სიტიში“ კიდევ სამი წელიწადი აქვს გასატარებელი, მაგრამ ისტლენდზე გაჩერება აღარ უნდა. ტოგოელის ყიდვაზე უარს „რეალი“ და „ტოტენჰემი“ არ იტყოდნენ, მაგრამ „სიტიმ“ მას 14 მილიონი ფუნტი დაადო და ამ კლუბებმა უკან დაიხიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა