გუშინ, 12 ივნისს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

4 ტურის შემდეგ ჩვენს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში 1-ელ ადგილს იკავებს. მსგავსი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის თაობაზეც იტალიური პრესა უამრავ სიახლეს წერს:

"როდესაც "ნაპოლიმ" კვარაცხელია გაიფორმა, თითქმის ყველა გულშემატკივარი დაბნეული იყო, რადგან ამ ფეხბურთელს ბევრი არ იცნობდა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს; მაგრამ ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. იტალიელ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ "ქართველი მესის" (ასე ეძახიან) ეროვნულ ნაკრებში თამაშის ყურების. ის იქნება შემტევი, რომელიც ლორენცო ინსინიეს ღირსეულად ჩაანაცვლებს.

ნახეთ, როგორ გადაუგდო გიბრალტარის მეკარეს ბურთი თავზე? და მაკედონიელ მეკარეს ბურთი საიდან გაუტანა? როგორც Corriere del Mezzogiorno წერს, ხვიჩას ფეხბურთის თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც უდაბნოში ცოტაოდენი წყლის დალევა... ზაფხულში ინსინიე წავა. სავარაუდოდ, მერტენსიც მის გზას გაუყვება. ამიტომ საჭირო იყო ახალი ფეხბურთელი, რომელიც დიდი იმედით მოვიდოდა და გუნდის წარმატებისთვის თავს არ დაზოგავდა. და ნეაპოლელებმა ასეთი შემტევი მოიყვანეს. ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგით "კვარა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს." - areanapoli.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ინსინიეს შემცვლელად ხვიჩა მოიყვანა. 2001 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი უდიდეს ტალანტად ითვლება. ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში" გადასულმა კვარაცხელიამ საოცარი ფორმა აკრიფა და ერთა ლიგაზე მოწინააღმდეგეები ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურა.

სპალეტისა და იტალიელ გულშემატკივრებს "კვარა" უკვე უყვართ. შევხვდებით ივლისში ამჯერად და დიდი ხნით ნეაპოლში" - spazionapoli.

სამოცი ათასი კაცი იყო სტადიონზე და ალბათ რამდენი იყო იქედან, ვინც მარტში ხვიჩას აგინებდა და მოღალატეს ეძახდა. მართლა ვერ ვხსნი როგორ უნდა დაუკრა ტაში იმას, ვისაც სამშობლოს მოღალატეს დაუძახებ. ასე თუ გიყვარდათ რანაირად იმეტებდით იმ ბულინგისთვის!
თომა
ხვიჩა შენ ხარ ქართველი გულშემატკივრის იმედი და სინათლის სხივი, ის სხივი რომელიც ამდენხნიანი სიბნელის და ბინდის მერე, გაანათებს ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებას, ნამდვილი პატრიოტი და სულით მებრძოლი. წარმატებიბი შენ, საკლუბო და სანაკრებო კარიერაში.❤❤❤
გიორგი ბოლქვაძე
ხვიჩა ჩვენო ოქროს ბიჭო, როგორ გვიყვარხარ მთელ საქართველოს ვერც კი წარმოიდგენ.თითოეული ქართველის ოჯახის წევრი გახდი. პატარა ბავშვიდან დაწყებული ყველაზე უხუცესით დამთავრებული ლამისაა შენი ცხოვრებით ცხოვრობს. შენ დააბრუნე საქართველოში ფეხბურთის სიყვარული და გთხოვ არ დაგვაღალატო ასე გააგრძლე, უფრო სწორად უფრო ძლიერი გახდი. მინდა იყო მესიზე და რონალდუზე წინ. ❤ და დარჩი ისეთივე საყვარელ პატარა ბიჭად როგორიც ხარ ❤❤ უყვარხარ მთელ საქართველოს ძალიან მაგრად, შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მაგრად...
ნიკოლოზ ბასილაძე
ხვიჩა!ბაბუ!ყველანაირად შემკულო,ლამაზი სულის ადამიანო,მოყვასის მოყვარულო და ფეხბურთის დიდო ტალანტო,ძალიან გვიყვარხარ,უფლის წყალობა,შემწეობა არ მოგკლებოდეს და დიდი გამარჯვებები დაგკვებებოდეს,შენი და შენი სამშობლოს გასახარად.
ნიკოლოზ ბასილაძე
ხვიჩა!ბაბუ!ყველანაირად შემკულო,ლამაზი სულის ადამიანო,მოყვასის მოყვარულო და ფეხბურთის დიდო ტალანტო,ძალიან გვიყვარხარ,უფლის წყალობა,შემწეობა არ მოგკლებოდეს და დიდი გამარჯვებები დაგკვებებოდეს,შენი და შენი სამშობლოს გასახარად.
Winter
სხვა დროს შეასრულა. მაკედონიასთან რევანშს რომ დაგვპირდა ხომ შეასრულა. მაყურებელმაც უნდა იცოდეს, რომ სულ ყველაფერი არ სრულდება. რათქმაუნდა საწუწუნო არაფერი გვაქვს მაგრამ რა გამოლევს ჩასაფრებულებს. მართალი ხართ არც მე მომეწონა ეგ დაპირება თავიდანვე. ვიცი, რომ ეგრევე მასზე გადატყდება ყველა რისხვა. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმითვის, რომ ყველაფერი თავის თავზე აიღოს. ხალხმა დააკისრაო ვიძახით მაგრამ თავად მისცა საბაბი. ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. კობიაშვილმა როგორც თქვა, ერთი არ უნდა ამოვარჩიოთ და ყველაფერი იმას არ უნდა ავკიდოთო, ეგრე უნდა იყოს წესით, მაგრამ ჩვენ მენტალობით რატომღაც მაინც ერთი კაცის ქვეყანა ვართ. გვგონია ერთმა კაცმა უნდა გვიშველოს, სპორტში, პოლიტიკაში და ყველგან. მერე იმ ერთ კაცს ან გავაღმერთებთ ან გავანადგურებთ, ან ორივე ერთად! მოკლედ მე გუნდური თამაშის მომხრე ვარ და ერთადერთი რაზეც ხვიჩას მიმართ მაქვს პრეტენზია, ზედმეტების აღებაა თავის თავზე. რაც უფრო მეტს იღებ მეტს გთხოვენ.
სოსო
ხვიჩას ვიდეო მიმართვა დაიდო,სადაც სტადიონზე მოსვლას გვთხოვდა და მეოთხე გამარჯვებას გვპირდებოდა.სტადიონზე ცარიელი ადგილი აღარ იყო,ნაკრებმა კი გამარჯვება ვერ შესძლო და როგორც ყველა პატიოსანი კაცი იქნებოდა,ისიც იმედგაცრუებული და შეწუხებული დარჩა.ძალიან სურდა დანაპირების შესრულება. ნუ სწუხარ ხვიჩა,შენ და ნაკრებმა კარგი,წარმატებული თამაში გააგრძელეთ და გპირდები,ამ ვერმოგებას არავინ გაგახსენებს.სხვა დროს კი,ადვილად ნუ დაჰპირდები,მაგრამ თუ შეჰპირდები,სჯობია დანაპირები შეასრულო.წარმატებებს გისურვებ და შენი იმედი,ყოველთვის გვექნება.

ყველაზე მაგარი მომენტი იყო ბოლოს, ხვიჩა რომ მოწყენილი იჯდა მინდორზე, კაშია რომ მივიდა და გაამხნევა. ასეთი ემოციური მომენტების გამო მიყვარს ფეხბურთი. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ამ ნაკრებს და მე როგორც გულშემატკივარს ძალიან მსიამოვნებს.
qomagi
ხვიჩა მთელ იტალიას კი არა მალე მთელ ევროპასაც გააოცებს,ნაპოლი მისთვის ზედგამოჭრილი კლუბია,ყოველთვის მომწონდა ეს კლუბი ახლა ხო საერთოდ.
რაბუ
ხვიჩა მადრიდის რეალის ძირითადს გისურვებ მინიმუმ 10 წელი
ჯუჯი
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია,რომელიც სხვებისგან მკვეთრად განსხვავდება,
Winter
სასწაულად ლამაზად ითამაშა გუშინ, 4 მატჩში სამი გოლი აქვს და ზედიზედ მატჩის საუკეთესო ხდებოდა. არვიცი გუშინ რატო იჯდა თამაშის მერე მოწყენილი და თავში ხელებჩარგული მინდორზე. საუკეთესო იყო როგორც ყოველთვის და არაფერი ჰქონდა გულდასაწყვეტი. რაც უფრო მეტს აკეთებ და აღწევ უფრო მეტი გინდა, ასეა ადამიანი, ხარბია (კარგი გაგებით). მიეჩვია ყოველ თამაშზე მოგებას შრომის შემდეგ. გუშინაც ბევრი იშრომა და ყველაფერი ჩადო, რომ ვერ მოიგო გულდაწყვეტილი იჯდა. მე როგორც გულშემატკივარს რათამაუნდა მერჩივნა გუშინვე დამთავრებულიყო ყველაფერი და სანერვულო აღარ გვქონოდა სექტემბერში, მაგრამ თავიდანვე რომ ვინმეს ეთქვა 4 თამაშში 10 ქულას აიღებთო სიხარულით გავგიჟდებოდი. თითქმის შეუცვლელად ითამაშა ოთხი თამაში და გუშინ ჟურნალისტმა რომ ჰკითხა დაღლაზე, უპასუხა ფეხბურთელი იმისთვის ხარ რო უნდა გაუძლო დატვირთვასო. ჩემი აზრით უდიდესი პროფესიონლი იზრდება ეგ ბიჭი და გულშემატკივარს ერთადერთი რაღაც ევალება, მხარი დაუჭიროს და გაამხნევოს, სხვა არაფერი... ყველაზე უკეთ თვითონ იცის სად რა შეეშლება და სად რა აქვს გამოსასწორებელი. დაუღალავად შრომობს და საუკეთესოს იმსახურებს.
გიორგი
ქართველების იმედი, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს !!!
გიორგი
ქართველების იმედი, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს !!!
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია