თანამემამულე მწვრთნელის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში წარმატებულ მუშაობას წერილი ouest-france-მა მიუძღვნა:

ერთა ლიგა: სიახლეები ვილი სანიოლისგან, რომლის ხელმძღვანელობით, საქართველომ კარგ შედეგებს მიაღწია

"2021 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნული ვილი სანიოლი თავის სამუშაოს შესანიშნავად უძღვება: ქართველები ჯგუფის ლიდერები და ცხრა მატჩში დაუმარცხებლები არიან. თუ საფრანგეთს ერთა ლიგის ყველა ოთხ შეხვედრაში გულდასაწყვეტი შედეგების და ფიზიკური ჩავარდნების გამო პრობლემები აქვს, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტურნირს სხვაგვარად აღიქვამენ. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს, რომელიც С დივიზიონის მე-4 ჯგუფს სამი მოგებითა და ერთი ფრით ლიდერობს. აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანას დიდ საერთაშორისო ტურნირებზე არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა, ახლა კი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სერიას ატარებს: ზედიზედ 9 წაუგებელი მატჩი (7 მოგება და 2 ფრე). მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მარტიდან 2011 წლის მარტამდე ჰქონდა უკეთესი, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ყველაზე უკეთ ოქტომბრიდან

ვილი სანიოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (58 მატჩი) 2021 წლის თებერვალში დანიშნეს მთავარ მწვრთნელად - ბოლოს მთავარი მწვრთნელი 5 წლის წინ იყო. თუმცა დებიუტი რთული გამოუვიდა: 7 მარცხი პირველ 9 თამაშში (1 მოგება და 1 ფრე). მას შემდეგ საქართველო გასული წლის შემოდგომაზე პირველ ადგილზე გავიდა.

სახელდობრ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ მომენტისთვის ლიდერ შვედეთს 2:0 სძლია. გასული წლის სექტემბერში ბულგარეთთან 1:4 წაგებისთვის 5 ივნისს გასვლაზე დამაჯერებელი რევანში, 5:2 აიღო.

დაწინაურება B ლიგაში?

საქართველოში ტოპ 5-ის ჩემპიონატში მოასპარეზე ცოტა ფეხბურთელია. 21 წლის გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა. ის სატრანსფერო ბაზარზე ქართველთა ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა (10 მილიონი ევრო), მაგრამ ნაკრებში 36 წლის გიორგი ლორიას დუბლიორია. ამ სანაკრებო ფანჯრისას 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ყველაზე გამორჩეული ბათუმის "დინამოს" 21 წლის გარემარბი ხვიჩა კვრაცხელიაა.

ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე მყოფი გუნდი 2012 წლის შემდეგ არასოდეს არ ყოფილა ასეთ მაღალ პოზიციაზე. სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, შეუძლია ლიგა B-ში გადავიდეს. ეს ამ დროისთვის წინ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს".

ბს
ჩაკვეტაძეს და წიტაიშვილს აქვთ მსგავსი პოტენციალი და ვნახოთ იქნება გაქაჩონ
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
კონკურენცია გაჩნდა ნაკრებში? ხოდა მას მერე ვხტებით ნასკებში.. ადრე რა იყო? პედერაციის ინტერესი ქართულ პონტში. მეგობრულ ძმაკაც ჯიგრულად.. აი ეს აღარ არის და.......... წავიდა ჰეეე!
თენგო
ჩაკვე უნდა ამოიწიო, სხვა გზა არ გაქვს. სულ ცოტა აკლია ჩაკვეს. კიტე უნდა შევიდეს მაგარ ფორმაში. მიქაუტაძე ცოტა დაღვინდეს. ლობჟანიძემ ბურთი და თავი ცოტა უფრო მეტად აკონტროლოს. კაშიას( უდიდესი მადლობა) სასწრაფოდ შემცვლელი უნდა მოვუნახოთ! დავითაშვილი კაია. ყაზა ამ გუნდში ვერ ჯდება, საკმარისად იღვაწა. წიტა მოუმატებს. მამარდა კარებში პირველ მეკარედ. ყველამ ერთად თავდაუზოგავად და შესაძლებლობებს ზემოთ უნდა ითამაშონ. სანიოლმა ექსპერიმენტებს და მოწინააღმდეგე გუნდის დანდობას თავი დაანებოს და, ცოტა თუ გაუძლებს ჩვენს ნაკრებს.
დათო
მართალი ხარ ვიღაც მეორე გვჭირდება ხვიჩა ძაან მაგარია მარა ერთია ვიღაც ეორე გვჭირდება მისი დონის თუ არა მიახლოებული მერე შეილება სტაბილურად საშუალო დონის ევროპულ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. სხვა ფეხბურთელებს არ ვაკნინებ კარგები არიან, მარა მაღალი დონის ჩაკვეტაძე დაგვხატავდა თან განსხვავებული სტილის არიან ეგ და ხვიჩა და ერთმანეთს კარგად შეავსებენ
rigiti
თამამად შეიძლება თქმა რომ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ასეთი კონკურენტული და სტაბილური ნაკრები არ გვყოლია, დიდი მადლობა მწვრთნელს და თითოეულ ფეხბურთელს თავდაუზოგავი თამაშისთვის,მაგრამ უნდა ავღნიშნო ერთი სამწუხარო რეალობა( დიდი გულისტკივილით ვამბობ) რომ ერთი Fეხბურთელის ნაკრები გვყავს, ხვიჩას გარეშე გოლის გატანა ძალიან("ძალიან") გვიჭირს, ხვიჩას შიშით შტურმს ვეღარ გვიწყობენ და მერე ვეღარც ლორია გვშველის და ვეღარც მამარდა. პ. ს. ჩაკვეტაძეს შეუძლია ამ მოცემულობის შეცვლა მაგრამ.....
არჩი
ვისაც სანიოლის თამაში ახსოვს ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში, დამეთანხმება - ეს იყო მებრძოლი, შეუპოვარი, ქარიზმატული და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანი-მატერაცის ცნობილი ინციდენტის შემდეგ მაგრად უსაყვედურა ნაკრების აღიარებულ ლიდერ ზიდანს და მერე მგონი ერთი წელი არ ელაპარაკებოდა. იქეთკენ მივდივარ, რომ სანიოლმა თავდაჯერება შემატა ჩვენს ბიჭებს, მებრძოლი სული გამოუმუშავა და გამარჯვებების სურვილი გაუჩინა. ჩემი შეფასებით, ყველაზე აქვს დადებითი ზეგავლენა სანიოლს, მათ შორის მიქაუტაძეზე, ჩაკვეტაძეზე და კვარაცხელიაზეც კი.
ჟორა გაბრიჭიძე
სანიოლს წვლილი კი არ შეაქვს ამ შესანიშნავ დროებაში, არამედ თვითონ ქმნის მას.
სიმართლე
ეს ფრე უფრო მეტს მოუტანს საქართველოს ნაკრებს, ვიდრე 1-0 მოგება.
სიმართლე
კრიტიკოსებს კი არა, გულღრძოებს და კაცთმოძულეებს ეხება: კრინტი არ დაძრათ ქართულ საფეხბურთო ოჯახზე, თქვენ სწორედ საქართველოს წარმატება გაბოროტებთ ნებისმიერ ფრონტზე. რაც შეეხება ასე თუ ისე ჯანსაღი კრიტიკის მოყვარულებს, გადახედეთ გრანდებმა როგორ ჩაატარეს ივნისი დაბრა შედეგები აქვთ. მადლობა ვილის და ბიჭებს, მადლობა ფედერაციას და ნებისმიერ ადამიანს ვინც კი მცირედი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
მერაბ 1970
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, 10 დღეში 4 თამაში ძალიან დამღლელია, რაც თამაშის ხარისსხშიც აისახა. რაც შეეხება შემადგენლობის აესთ ცვლილებებს, ესეც დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ხდებოდა. ამ ციკლის დაწყების წინ 7-9 ქულას მისაღებ შედეგად ჩავთვლიდი, ასეთ შედეგზე არც ვიოცნებობდი, უღრმესი მადლობა სანიოლს და ბიჭებს ასეთი სასიამოვნო ციკლისთვის. მრავალ წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც. მე პირადათ ასეთი დალაგებული და ორგანიზებული ნაკრები არ მახსენდება. რა თქმა უნდა ხარვეზები იყო, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მოკლედ: სუპერ!
გიო
ვინც ვერ ხედავს შედეგს პროგრეს და წინსვლას იმას ურჩევნია გადახედოს წარსულში რა შედეგებიც გვქონდა რა დონეზე ვიყავით და რა გუნდებთან ვაგებდით მოგების გარეშე რომ ვასრულებდით ციკლებს და ბოლო ბოლო კუპერის პერიოდის ნაკრები გაიხსენეთ სად ვიყავით ვინც უკმაყოფილოა ფეხბურთელებს იწუხებს კიდე საბედნიეროდ დღეს წამოვიდა თაობა იყო დრო რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს კიარა უგუნდო ფეხბურთელებს ვათამაშებდით ნაკრებში მე ვხედავ რომ ეს კაცი მუშაობს ეს კაცი აკეთებ საქმეს და შედეგიც არის 9 მატჩიანი წაუგებელი სერია 7 მოგება 2 ფრეე ასეთი სერია საერთოდ გვქონია ისტორიაში? ან საერთოდ ვყოფილვართ ნებისმიერ ჯგუფში პირველი 4 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 10 ქულით? მახსოვს ქეცბაიას ქონდა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია მაგრამ 5 ფრე 5 მოგება ვილის აქვს 7 მოგება და იქ ძლიერი გუნდებიც ურევია. ყველას გვინდოდა ბულგარეთან სახლში მოგება მაგრამ გადაიღალა ნაკრები 10 დღეში 4 თამაში 2 გასვლა პლიუს ახალი დასრულებულია სეზონი კლუბებს არ უწევთ 10 დღეში 4 თამაში ტოპ ჩემპიონატებში მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ შედეგით ვფიქრობ ამ ბიჭებს აქვთ ნამდვილად და ამ ნაკრებს პერსპექტივა მიხარია რომ 90% არიან ძალიან ახალგაზრდები და წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს.
ვაჟა მასწავლებელი
ნამდვილად საჭიროებს! თქვენს პირს შაქარი!
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება