საქართველო-ბულგარეთის (0:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების მეკარეს განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია - ბულგარელებმა მის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ლაშა დვალი (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს ბულგარელები ნაკლებად აწუხებდნენ. ამიტომ მათი შეფასება ერთდროულადაა შესაძლებელი.

კაპიტან კაშიას დაცვიდან ბურთი გრძელი პასებით ამოჰქონდა და ხშირად მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძის მომარაგებას ცდილობდა.

ხოჭოლავამ მშვენიერი სანაკრებო შეხვედრები ჩაატარა, თანაც ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ივნისში მინდორზე 360 წუთი დაჰყო. მატჩის ბოლოს იყო ეპიზოდი, როცა "კოპენჰაგენის" მცველმა მეტოქის იშვიათი კონტრშეტევა დაბლოკა.

დვალმა მიმდინარე ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ერთხელაც გამოჩნდა, რომ მაღალი დონის მცველია. როცა ჩვენმა ნაკრებმა მოსაგებად აქტიურად გაიწია, ლაშა დაცვიდან ბურთის სწრაფად ამოტანას ცდილობდა.

საბა ლობჟანიძე (6.5) - საბა გიბრალტართან მატჩის საუკეთესოდ დავასახელეთ, გასვლით მატჩებში ცოტა დრო მიიღო, ბულგარეთთან კი ნაკლებად პროდუქტიული იყო.

ლობჟანიძემ ისევ ბევრი ენერგია დახარჯა, თუმცა მეტოქე ყველანაირად ცდილობდა, მისთვის სივრცე შეეზღუდა. გადამწყვეტ მომენტში ჩვენს ფლანგელს რაღაც აკლდებოდა. აღსანიშნავია, რომ მის "ბრმა პასებს" პარტნიორებისგან საკმარისი გამოხმაურებაც არ ჰქონდა.

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - ნიკამ რამდენიმე ეპიზოდში თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუმცა ის შეტევების სწრაფი განვითარებით არ გამოირჩევა. შესაბამისად, საკუთარ კართან მდგარი მეტოქისთვის ჩვენი იერიშების უმეტესობა მაინც იოლად გასაშიფრი იყო.

ანზორ მექვაბიშვილი (7.0) - თბილისის "დინამოს" შუახაზელმა დაგვანახა, რომ დიდი მომავალი აქვს. ბევრი მოინდომა, ორთაბრძოლებში გამოირჩეოდა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გამამწვავებელ პასებს მეტად აკეთებდა.

ირაკლი აზაროვი (6.5) - იმ ფონზე, რა თამაშიც აზაროვს ბულგარეთში ჰქონდა, ახლა ნაკლებად აქტიური იყო და კვარაცხელიას ირგვლივ გაჩენილ არცთუ ისე დიდ სივრცეებსაც სათანადოდ ვერ იყენებდა.

ვაკო ყაზაიშვილი (6.0) - ივნისის თამაშებში ვაკო სასტარტოში პირველად ვიხილეთ. გამოჩნდა, რომ სანიოლი მას შეცვლაზე უკეთ იყენებს.

ყაზაიშვილი დავითაშვილს ცვლიდა. შესაბამისად, ტაქტიკა 3-4-3 გახდა. "ულსანის" ფეხბურთელი მოედნის ცენტრში ჩამოსვლითა და აქტიური თამაშით ნაკლებად გამოირჩევა, შეტევაში ორჯერ მეტოქეს მისი შეჩერება გაუჭირდა და მაისურზე ექაჩებოდა, შორიდან დარტყმა კი, რაც ასეთ მატჩში შესაძლოა, გოლის გატანის კარგი გზა ყოფილიყო, ვაკოს არ გამოუვიდა.

ხვიჩა კვარაცხელია (8.0) - "კვარას" არ გაუტანია, მაგრამ ისევ მატჩის საუკეთესო იყო - მეტოქეების მოტყუება არ უჭირდა, ერთხელ კარის აღების კარგი შანსი ჰქონდა და მშვიდად დაარტყა. წინა მატჩებთან შედარებით, პასის გაცემა უჭირდა და თამაშს უფრო საკუთარ თავზე იღებდა.

გიორგი მიქაუტაძე (6.0) - გიორგი ბევრს მოძრაობს, მონდომებულია, თუმცა საგოლე შანსები ამ შეხვედრაში კვლავ ვერ გამოიყენა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5) - გიორგი ჯერ შეტევაში შემოვიდა, შემდეგ კი თავის ახალ ამპლუას, მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა, საიდანაც შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა - მის მშვენიერ ჩაწოდებას ბუდუ ზივზივაძე კარგად გამოეხმაურა, თუმცა გოლამდე ცოტა დააკლდა.

ოთარ კიტეიშვილი (6.5) - იკითხებოდა, რომ ოთარი შეხვედრას აუცილებლად სჭირდებოდა. თავდაპირველად, ჩვეულად ვერ ჩაერთო, შემდეგ კი მოედნის ცენტრს ახალი ენერგია და სისწრაფე შესძინა.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - დავინახეთ, რომ ზურიკო ბევრ საქმეს ასრულებს და მისი არყოფნა საგრძნობი იყო. შემოსვლის შემდეგ, ტრადიციულად, ბევრი იშრომა და შეტევის გამწვავება სცადა.

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - ისეთი განცდა დარჩა, რომ ბუდუს მეტი დრო რომ მიეღო, გოლის გატანის შანსები უფრო იქნებოდა. ის საჯარიმოში ძალიან აქტიურია.

ვილი სანიოლი (8.0) - საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მშვენიერი შედეგები აქვს, 4 მატჩის შემდეგ 10 ქულისა და ამდენი (12) გოლის წარმოდგენა რთული იყო.

ბოლო შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ თუნდაც დავითაშვილსა და ზივზივაძეს სასტარტოში ეთამაშათ, რთული სათქმელია.

საქართველოს ნაკრებს დაცვაში მდგარ მეტოქესთან თამაში გაუჭირდა, გასვლით შეხვედრებში წარმატებას უფრო კონტრშეტევებით მივაღწიეთ. სექტემბერში ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე, სანიოლის მთავარი დილემა პოზიციური შეტევების გაძლიერება და მრავალფეროვნება იქნება.

მირო
როგორი იმედი მქონდა და ალბათ ბოლოჯერ გავიხსენებ ნიკა ნინუას,საბოლოოდ დავკარგეთ ევ ბიჭი ვინმემ თუ იცით იქნებ დაწეროთ რამე,ბუსკეცის სტილის ჩამშლელი რომელსაც ძალიან სერიოზული მარცხენა ქონდა ორ მეტრიანი კაცი კუთხურს რო აწოდებს ორივე ფლანგიდან დარტყმა კიდე უფრო უკეთესი თითქოს stamina (გამძლეობა) 90 წუთს თამაშობდა ზშირად,იმედია დაბრუნდება
Status quo
ყაზაიშვილის ადგილი ნაკრებში არ არის.
გუსანი
ვაკოს ადგილს ვერ ვხედავ ნაკრებში, კი სხვებზე ტექნიკურია მაგრამ ძალიან ზანტი და არამშრომელი, და ცოტა ეგოისტური მოტამაშეა, კვეკვესკირი სწორედ შეფასდა შრომობს მაგრამ ნაკლებ ეფექტური ასეთ თამაში, ყველაზე ძლიერი ფიზიკაში კანკავა გვყავდა, მაგრამ თამაშის წაყვანა კრეატივი ხედვა გამწვავებაში ,,უძალიანესად სუსტი" იყო. ჩამშლელი? კი ბატონო.. აბურჯანიაც ,,შენელებული კადრია" შედარებით სუსტია ნახავარდაცვა ამიტო ჰაერივით გვჭირდება კიტე, ჩაკვე და კვარა ფორმაში და რეიტინგში ცოტა კიდევ ამაღლების შანსი გვექნება.
ირაკლი
სექტემბერში ჩავთვალოთ ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ნულიდან ვიწყებთ ტურნირს, მაქსიმალური კონცენტრაციით და პრაგმატიზმით. ამ ეტაპზე როგორც ჩანს კონტრშეტევები უფრო გამოგვდის და მაკედონიასთან თბილისში რატომაც არ უნდა ვცადოთ ასეთი ტაქტიკა? ყოველ თამაშს თუნდაც ერთი და იმავე მოწინააღმდეგესთან თავისი განსაკუთრებული სცენარი აქვს, რაც აგერ ბულგარელებთანაც დადასტურდა. ამასთან, სულაც არაა აუცილებელი თურქებს ან ბერძნებს გადავასწროთ საერთო მაჩვენებლებით, იმ მიზეზით რომ გასვლაზე მოგვეცემა შესაძლებლობა მათთან ტაქტიკა ისევ კონტრშეტევებით თამაშზე ავაგოთ, თან ბიჭებიც უფრო ნაკლები ემოციური წნეხის ქვეშ ითამაშებენ და ასეთ თამაშში ჩვენი შანსები მეტია, ისინი იძულებული იქნებიან წინ წამოვიდნენ და ასეთ დროს ჩვენი შანსები მეტია. ეხლა მთავარია დარჩენილ ორ შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულა მოვიპოვოთ (თეორიულად 2 ქულაც კი საკმარისია, რადგან მაკედონიამ თუ ვერ მოგვიგო, გიბრალტართან ექსპერიმენტული შემადგენლობით ფრეც კი გვაწყობს) და სანიოლის ამოცანაა გარდა კონტრშეტევებისა მასიური უპირატესობის ტაქტიკაც დახვეწოს და შეეძლოს გადააწყოს თამაშისას გუნდი.
სოსო
კვარას და ლობჟანიძეს ძალიან მჭიდროდ იჭერდნენ ფლანგებზე,ჩაწოდებებზე კი,ვერ ვთამაშობდით.ამდროს ალბათ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა ცენტრიდან დრიბლინგის და კედლის კომბინირებით გვეცადა დაცვის გარღვევა,საჯარიმოს გარედან დაგვერტყა კარში,მაგრამ არ გამოგვდიოდა.მაგას უფრო დახვეწილი ტექნიკა და პასი სჭირდება.წინა წლების ზურიკოს შეეძლო ეგ,მაგრამ წელს აწყვეტილ დრიბლინგებს ერიდება.არადა მაგ თამაშში შეიძლება გაემართლებინა.კიტეიშვილსაც არ ეყო აკრეფილი ფორმა.არა უშავს.ბიჭებმა გამოცდილება მიიღეს.შემოდგომამდე ყველაფერს გაიაზრებენ და უკეთესი გუნდი გავხდებით.მაკედონიას უკანასკნელი შანსი ექნება ჩვენთან თამაშში და საგანგებოდ მოემზადებიან.ჩვენც თუ უდაძაბულესი ბრძოლისათვის არ მოვემზადებით,შესაძლოა ქულები დავკარგოთ.ბურთების ჰანდიკაპი,უნდა დავივიწყოთ,თორემ ბოროტ ხუმრობას მივიღებთ.საბურთალოს რომ დაემართა სომხებთან.ეგეც არ იყოს,პლეი ოფებში,უკეთესი პოზიცია გვჭირდება.
ხოჭოს ფანი
ტექსტურ ნაწილში მასეც წერია
Irakli
კაშიას და დვალს არაფერს ვერჩი, პირიქით ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ და სულ გამორჩეულები არიან, უბრალოდ ხოჭოლოვა აშკარად გამორჩეული იყო და შეფასებაც შედარებით გამორჩეული ეკუთვნოდა ჩემის აზრით!

მიქაუტაძეს უნდა გაეტანა ის, კვარამ რომ უმაგრესი პასი მისცა. პენალი უნდა ყოფილიყი. კვარას ის მომენტი თავზე გადაგდებით არ უნდა გაეფუჭებია. მოკლედ ყველა მომენტი კვარას შექმნილი იყო ამ თამაშშიდ და წინა თამაშებში. 5:2 გაიხსენეთ ბულგარეთთან, 4 გოლი მან შექმნა აქედან. რა გვეშველება სექტემბერში რომ არ გვეყოლოს.
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება